10 თებერვალს, დაახლოებით საღამოს 9 საათზე, ფიროსმანის ქუჩაზე კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლებმა სპეცოპერაცია ჩაატარეს.
ოფიციალური ინფორმაციით, დააკავეს ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები: ლუკა მეგრელიძე, დამირ კირცხალია, ზურაბ გოგია და იოსებ სორდია.
კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსის, გიორგი ბებუას განცხადებით, დაკავებულებმა "ქურდული სამყაროს" სახელით, ძალადობითა და მუქარით ერთ-ერთ მეწარმეს 10.000 აშშ დოლარი გამოსძალეს, სანაცვლოდ კი ბიზნესში "ქურდული სამყაროს" მფარველობას ჰპირდებოდნენ.
დანაშაული 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. საინფორმაციო საშუალებებით გავრცელდა ცნობა, თითქოს დაკავებულთა შორის ერთ-ერთი კრიმინალური ავტორიტეტი დავით ქარსელაძეა, იგივე "კალატოზა", მაგრამ აყვანილთა შორის ის ნამდვილად არ ყოფილა. "კალატოზა" დიდი ხანია საქართველოდან გახიზნულია, მაგრამ ის, რომ დაკავებულები "კალატოზას" მეგობრები არიან და მისი მითითებით მოქმედებდნენ, სიმართლესთან ახლოს უნდა იყოს. "კალატოზა", დავით ქარსელაძე "ვარდების ხელისუფლებამ" ქვეყნის სათავეში მოსვლისთანავე დააპატიმრა.
მას ბრალად "ქურდული სამყაროს" წევრობა და სამარშრუტო ტაქსების ხაზების რეკეტი ედებოდა. მართალია, ამ ბრალდებით მისთვის, სულ მცირე, 10 წელი მაინც არ უნდა გაეღოთ საკნის კარი, მაგრამ რამდენიმე თვეში გაათავისუფლეს…"სანიმუშო ქცევისთვის"! სავარაუდოდ, "კალატოზამ" თავისუფლების სანაცვლოდ სოლიდური თანხა გადაიხადა და მერე საქართველოდან გაემგზავრა.
ახლა კი სამართალდამცველებმა დაადგინეს, რომ თურმე დაკავებულები "კალატოზას" დაჯგუფების წევრები არიან და მისი საქართველოდან წასვლის შემდეგაც არ შეუჩერებიათ "კრიმინალური საქმიანობა". თანაც თურმე "კალატოზა" იყო ის კაცი, რომელიც რუსთაველის პროსპექტზე მოჭიდავეების საპროტესტო აქციებს ციხიდან ხელმძღვანელობდა. თუ ეს მართლაც ასე იყო და სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებმა ყველაფერი იცოდნენ, საინტერესოა, სანიმუშო ქცევისთვის როგორღა გაათავისუფლეს ციხიდან? ციხიდან მიტინგებისა და არეულობის მართვა სანიმუშო ქცევაა?
ასე რომ, ყოველივე ზემოთქმულის გათვალისწინებით იმის თქმა შეიძლება, რომ ციხეში 11 წლის გატარება არც "კალატოზას" მეგობრებს მოუწევთ და მალე ყველა მათგანი "სანიმუშო ქცევის ეტალონი" გახდება, ან პრეზიდენტის წინასაარჩევნო შეწყალების სიაში მაინც აუცილებლად მოხვდება. თუ რატომ, გამოცნობა მკითხველისთვის მიგვინდვია.
P.S. ამას ჰქვია კრიმინალურ სამყაროსთან ბრძოლა?! კრიმინალებს იმიტომ იჭერენ, რომ ფული გამოსძალონ, მერე სულელური საბაბით ათავისუფლებენ, ერთხანს დააცდიან თავისუფლებით ტკბობას და წინასაარჩევნოდ ისევ იჭერენ. ჩანს, "ბრძოლის" ეს მეთოდები ხელისუფლების შენარჩუნებას ემსახურება. მაშ, რა განსხვავებაა კრიმინალებსა და სახელმწიფო მოხელეთა შორის?!
15-02-2010
"კალატოზა" - "სანიმუშო ქცევის ეტალონი"?!












ვინ გააყალბა ნივთმტკიცება?
ქალთა კოლონიის ყოფილმა უფროსმა გულიკო ნადარეიშვილმა თავისუფლებააღკვეთილი ქალების ცხოვრებიდან რამდენიმე საინტერესო ეპიზოდის თხრობა განაგრძო.
5 ივლისს 27 აპრილს დაპატიმრებული ქართველი კანონიერი ქურდის, ანდრო თოფურიას სასამართლო პროცესი გაიმართა. მოსკოვში მცხოვრები ქართველი
პირველ გასროლაზე არაფერი დასტყობია, მეორეზე და მესამეზე - თვალები გადმოატრიალა, ხელი უკან, თირკმლის ადგილზე მოიკიდა და თქვა - ვაიმე, მესროლესო - და მაშინვე უგონოდ დაეცა, ძირს დაცემულს მივვარდი, ჩემი შვილი უკვე მთლად თეთრი და გაშეშებული იყო.
"მე განსასჯელთა და მსჯავრდადებულთა პირადი მასალების შესწავლა და იმის გამოვლენა მევალებოდა, იყო თუ არა დარღვეული პატიმრობის ვადები და ზუსტად იყო თუ არა გამოტანილი განაჩენი".
16 ივლისს ნუგზარ ნაჭყებიას სასამართლო პროცესი განახლდება. პატიმრობა ემუქრება კონტროლის პალატის ყოფილ თანამშრომელს, რომელიც უშიშროების ოდეერებს ზოგიერთი თანამდებობის პირის საწინააღმდეგო აქტების დაწერის დაკვეთაში ამხელდა.
2010 წლის ივნისის ბოლოს აშშ-ის გამოძიების ფედერალურმა ბიურომ ათი რუსი ჯაშუში დააკავა. ეს საერთაშორისო სკანდალი იყო, მით უმეტეს, რომ ჯაშუშების დაკავება რუსეთის პრეზიდენტ დმიტრი მედვედევის ამერიკაში ვიზიტს დაემთხვა.
პრიმერადივიზიონის პირველ ქართველ ლეგიონერსა და ახლო წარსულში საქართველოს ერთ-ერთ საუკეთესო თავდამსხმელს გიორგი დემეტრაძეს ქურდული ტრადიციების მიმდევრობაში ადანაშაულებენ. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ცნობილ ფეხბურთელს 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელის.
"კოლონიაში 24 წლის აშოლტილი გასათხოვარი გოგო ქეთინო თ. მოიყვანეს. ისე ტიროდა, მისი ცრემლები მტკვარს ერთვოდა. თურმე მოლარედ მუშაობდა, მამიდამისი კი იმავე დაწესებულების ბუღალტერი იყო. რასაც მამიდა ეუბნებოდა, ქეთინოც იმას აკეთებდა და... მამიდა რომ დაიჭირეს, ეს გოგოც დაუსახელებია, ჩემი თანამზრახველი იყოო. ქეთინოს მამიდაც ჩვენთან იხდიდა სასჯელს და ვერავინ იტანდა იმის გამო, ანგელოზივით გოგო ციხეში რომ ჩაასმევინა.
"პროკურატურის იაღლიში რომ ჩაფარცხულიყო, ისევ ციხეში უკრეს თავი"













არ ცდები, ავტორო, სხვას ვერაფერს იფიქრებს ადამიანი მაგათი მოქმედებების შემდეგ.
"მაშ, რა განსხვავებაა კრიმინალებსა და სახელმწიფო მოხელეთა შორის?!"
საკითხავი აი ეს არის. :LOL:
რა განსხვავებაა და, სახელმწიფო მოხელეები პარლამენტიდან აყაჩაღებენ მოსახლეობას, კრიმინალები კი ქუჩიდან.
ვანომ მართლა შეამცირა ქურდბაცაცობის და მისთანათა შემთხვევები, მაგრამ, ვფიქრობ, ასეთი საკითხების მოგვარება პიროვნებაზე კი არა უნდა იყოს დამოკიდებული, არამედ სისტემაზე.
ვანო ცას არ გამოეკერება (ვინ გამოკერებია?)და თუ ქვეყანაში გამეფებული სიღატაკე არ აღმოიფხვრა, ქურდბაცაცობის და მისთანათა ხალახლა აფეთქების საფრთხე მუდამ იარსებებს.
სისტემაა მოსაწესრიგებელი, სისტემა, რომელსაც პიროვნული ფაქტორი ვერაფერს უნდა აკლებდეს.
მეორეც, ამათი ნამოქმედარის შემხედვარე, როგორ არ იფიქრებ, რომ კრიმინალები მხოლოდ იმიტომ მიაჩმორეს, რომ მათი სული ამათ ხელში ყოფილიყო და ამის გარდა, თავისი კრიმინალური მადა სხვათაგან ხელის შეშლის გარეშე დაეკმაყოფილებინათ?