"ბიჭი ეხვეწებოდა, არ მომკლათო!.." - კვირის პალიტრა

"ბიჭი ეხვეწებოდა, არ მომკლათო!.."

ჯერ კიდევ გუშინ ბეგლარ (ბეგი) მამალაძეს ახლობლები და მეგობრები სკოლის დამთავრებასა და ატესტატის აღებას ულოცავდნენ, "ფეისბუქში" მისი ბოლო პოსტი სწორედ ამას შეეხება.

18 წლის ბიჭი ცხოვრების ახალი ეტაპის დაწყებას ზეიმობდა. ეს იყო გუშინ... დღეს კი ბეგი მამალაძე ნუცუბიძის პლატოზე, ცივი იარაღით მოკლეს. როგორც თვითმხილველები აცხადებენ, ბიჭს ხუთი ნაჭრილობევი ზურგისა და მუცლის არეში მიაყენეს... მათივე თქმით, კონფლიქტი, სადღაც სხვაგან დაიწყო, ბიჭი თავდამსხმელებს გამოექცა და სავარაუდოდ, სახლისკენ გარბოდა. ბეგი, იმ ტერიტორიიდან, სადაც სასიკვდილოდ დაჭრეს, ახლოს ცხოვრობდა. ბეგი მამალძე რესპუბლიკურ საავადმყოფოში ცოცხალი გადაიყვანეს, თუმცა ექიმების თქმით, ჭრილობები სიცოცხლესთან შეუთავსებელი იყო და ბიჭი გარდაიცვალა. ბეგი მამალაძის დაჭრის შემდეგ მეზობლებმა დაინახეს, რომ შემთხვევის ადგილიდან ორი ახალგაზრდა გარბოდა. თვითმხილველმა, რომელიც მიმდებარე ტერიტორიაზე ცხოვრობს, "რუსთავი-2"-თან განაცხადა: "ბიჭი ეხვეწებოდა, არ მომკლათო!"

ბეგი მამალაძე გავრცელებული ინფორმაციით, დევნილია და მესამე პლატოზე დედასთან ერთად ცხოვრობდა. საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით აღძრა, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.