ახლახანს, საბურთალოზე ახალგაზრდა მამაკაცი ოთხი გასროლით დაჭრეს - კვირის პალიტრა

ახლახანს, საბურთალოზე ახალგაზრდა მამაკაცი ოთხი გასროლით დაჭრეს

ახალახანს, იოსებიძის ქუჩის #47-ში მდებარე სკვერში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" თვითმხილველმა განუცხადა, მამაკაცს ორმა უცნობმა პირმა ცეცხლსასროლი იარაღიდან 4 ტყვია ესროლა.  თავდამსხმელები შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. დაჭრილი, რომელიც ამავე უბნის მცხოვრებია, ახლობლებმა საავადმყოფოში გადაიყვანეს. მომხდარის დროს სკვერში ბავშვები და ქალებიც იმყოფებოდნენ.

"ინტერპრესნიუსი"