საქორწილო ესკორტის ხუთი ავტომანქანა ერთმანეთს შეეჯახა - გარდაცვლილია ბაბუა და შვილიშვილი - კვირის პალიტრა

საქორწილო ესკორტის ხუთი ავტომანქანა ერთმანეთს შეეჯახა - გარდაცვლილია ბაბუა და შვილიშვილი

ავარიას ქორწილის ესკორტში მყოფი ბაბუა და შვილიშვილი ემსხვერპლა. ზესტაფონის რაიონში მომხდარი ავარიის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი გაიზარდა. შორაპანთან ავტოავარიის დროს ქორწილის ესკორტში მყოფი ბაბუა და მისი მცირეწლოვანი შვილიშვილი დაიღუპა. ერთმანეთს საქორწილო ესკორტის ხუთი ავტომანქანა შეეჯახა. შემთხვევის შედეგად ადგილზე გარდაიცვლნენ ერთ-ერთ მანქანაში მსხდომი მცირეწლოვანი ბავშვი და მისი ბაბუა. დაშავებულია ათამდე ადამიანი. ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცველები, მაშველები და სასწრაფო დახმარების ბრიგადები.

როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე 276-ე მუხლის მე-5 პუქტით. კერძოდ, ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა, რამაც ადამიანის სიკვდილი გამოიწვია.

"ინტერპრესნიუსი"