კიდევ ერთი შემზარავი დანაშაული - ხობის მუნიციპალიტეტში 5 წლის ბიჭი გააუპატიურეს - კვირის პალიტრა

კიდევ ერთი შემზარავი დანაშაული - ხობის მუნიციპალიტეტში 5 წლის ბიჭი გააუპატიურეს

ხობის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი სოფელში 5 წლის ბიჭი გააუპატიურეს. აღნიშნული ინფორმაცია "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. უწყების ინფორმაციით, ბრალდებული უკვე დაკავებულია.

"სამწუხაროდ, მსგავსი ფაქტი მოხდა. ბავშვზე იძალადეს. ბრალდებული დაკავებულია", - განაცხადა შსს-ში.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლის მე-4 ნაწილის "გ" ქვეპუნქტის შესაბამისად დაიწყო, რაც გულისხმობს სექსუალური ხასიათის ძალმომრეობითი მოქმედებას პირის მიმართ, რომელსაც 14 წელი არ შესრულებია.

ამასთან, საგამოძიებო უწყებაში უარყოფენ გავრცელებულ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ ბრალდებული დაცვის პოლიციის თანამშრომელია.

"არ ვადასტურებთ, რომ დბრალდებული უშუალოდ დაცვის პოლიციის თანამშრომელია", - განაცხადეს შსს-ში.

"ინტერპრესნიუსი"