აღმაშენებლის გამზირზე ასაფეთქებელ მოწყობილობას ეძებენ - კვირის პალიტრა

აღმაშენებლის გამზირზე ასაფეთქებელ მოწყობილობას ეძებენ

ადგილზე უკვე მუშაობენ გამნაღმველები

თბილისში, აღმაშენებლის გამზირზე ასაფეთქებელ მოწყობილობას ეძებენ, რის გამოც, თამარ მეფის ხიდსა და მიმდებარე ტერიტორიაზე მოძრაობა გადაკეტილია. როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი იუწყება , სამართალდამცავები დანიური სახლისა და ე.წ. "გრინოფისის" მიმართულებით გადადგილების საშუალებას არავის აძლევენ.

არსებობს ინფორმაცია, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე ასაფეთქებელი მოწყობილობა ერთ-ერთ ავტომობილის ქვეშ არის დამონტაჟებული.

ადგილზე უკვე მუშაობენ გამნაღმველები და შესაბამის სამუშაოებს ატარებენ.

"ინტერპრესნიუსი"