საბერძნეთში ყაჩაღურ თავდასხმასა და მკვლელობაში ეჭვმიტანილი 7 ქართველი დააკავეს, 2 იძებნება - კვირის პალიტრა

საბერძნეთში ყაჩაღურ თავდასხმასა და მკვლელობაში ეჭვმიტანილი 7 ქართველი დააკავეს, 2 იძებნება

საბერძნეთში ყაჩაღურ თავდასხმასა და მკვლელობაში თანამონაწილეობის ბრალდებით საქართველოს 7 მოქალაქე დააკავეს, 2-ს კი ამ დრომდე ეძებენ.

მკველელობა კუნძულ იდრაზე მოხდა. მოხუც ცოლ-ქმარს, რომლებიც ამ კუნძულზე ტავერნას ფლობდნენ, ღამით დაესხნენ თავს, ხელ-ფეხი შეუკრეს და წამებით აიძულეს ფულისა და ძვირფასეულობის შესანახი ადგილის გამხელა. საბერძნეთის პოლიციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 67 წლის მამაკაცი სწორედ წამებისას გარდაიცვალა. ცოლმა კი თავდამსხმელების წასვლის შემდეგ, თავის გათავისუფლება და პოლიციაში დარეკვა მოახერხა. მძარცველები სახლში ღია ფანჯრიდან შევიდნენ და 40 ათასი ევრო და ორქოს ნაკეთობები წაიღეს. პოლიციისვე ინფორმაციით, ნაძარცვი კუნძულიდან ათენში ყაჩაღობის მონაწილე ცოლო-ქმარმა წაიღო, რომლებიც იძებენიან. ბერძნული მედიის ინფორმაციით, მათი ვინაობა პოლიციისთვის ცნობილია. დაკავებულები ძარცვასა და მკვლელობაში მონაწილეობას კატეგორიულად უარყოფენ. ბერძნული მედიისვე ინფორამციით, პოლიცია აქვს ვიდეოჩანაწერი, რომელშიც ჩანს დაკავებული შვიდი პირი მკვლელობის დღეს როგორ მოძრაობს იმ ტავერნის გარშემო, რომლის მეპატრონეც მოხუცი ცოლ-ქმარი იყო.

გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს საკონსულოს წარმომადგენელი დაკავებულებს ხვალ მოინახულებს.

წყარო