"იური ვაზაგაშვილი ორგანიზებულმა ჯგუფმა მოკლა" - ვის ეძებს პროკურატურა?! - კვირის პალიტრა

"იური ვაზაგაშვილი ორგანიზებულმა ჯგუფმა მოკლა" - ვის ეძებს პროკურატურა?!

ციალა შანავა: "გაოცებული ვარ, პროკურატურამ კიდევ ერთი ბრალდებულის ვინაობა თუ იცის, რატომ მალავს?!"

იური ვაზაგაშვილის მკვლელობის საქმეში კვლავ სიახლეა. ამჯერად, პროკურატურა ვაზაგაშვილის მკვლელობის თანამონაწილეს აშშ-სა და საფრანგეთში ეძებს. ამის შესახებ ინფორმაცია გუშინ საქმისპროკურორმადაადასტურა. პროკურორ ლაშა ცქვიტარიას თქმით, ქვეყნის ფარგლებ სგარეთ, საგამოძიებო მოქმედებების დაწყების მიზეზი, გია სოსანაშვილის მიერ ორ ქვეყანაში განხორცილებული სატელეფონო ზარები გახდა. თავის მხრივ, სოსანაშვილის ადვოკატი პროკურატურას სიცრუეში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ სატელეფონო ზარების ადრესატების ვინაობა საგამოძიებო უწყებისთვის სოსანაშვილის დაკავებიდან რამდენიმე დღეში უკვე ცნობილი იყო და ისინი ბრალდებული მეგობრები არიან, რომლებსაც მომხდართან კავშირი არ აქვთ.

ქვეყნის ფარგლებს გარეთ მიმდინარე საგამოძიებო მოქმედებებთანდაკავშირებით ინფორმაცია არ აქვს ვაზაგშვილის ოჯახს. როგორც "კვირის პალიტრასთან" საუბარში იური ვაზაგაშვილის ქვრივმა ციალა შანავამ აღნიშნა, პროკურორის განცხადების შესახებ გუშინდელი პროცესის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტებისგან შეიტყო. მისთვის გაუგებარია პროკურატურის პოზიცია, თუ რატომ არ აკონკრეტებს დნმ-ის მეორე ნიმუშის იდენტიფიცირებული პირის ვინაობას.

ციალა შანავა:

- პროკურორის განცხადების შესახებ პროცესის დასრულების შემდეგ შევიტყვე. არაფერი ვიცი. გაოცებული ვარ, პროკურატურამ კიდევ ერთი ბრალდებულის ვინაობა თუ იცის, რატომ მალავს? ამის შესახებ საზოგადოებას აცნობონ. გამოდის, რომ რაღაცაშია საქმე. აუცილებლად მივმართავ პროკურატურას, რომ გავიგო რა ხდება. ხომ უნდა ვიცოდე, ვინ არის მეორე პიროვნება?! ვინმეზე ეჭვიც კი არ მაქვს, რომ ვიფიქრო, პროკურატურა კონკრეტულად მას ეძებს.

გაგი მოსიაშვილი, ვაზაგაშვილების ოჯახის ადვოკატი:

- საზოგადობისთვის თავიდანვე ცნობილი იყო, რომ დნმ-ის კვლევის შედეგად ფალიაზე ორი ნიმუში აღმოაჩინეს. ერთი გია სოსანაშვილს ეკუთვნის, ხოლო მეორე დნმ ვის ეკუთვნის, ამ მიმართულებით საგამოძიებო მოქმედებები ხორციელდება როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ. ბოლო ერთი კვირის განმავლობაში პროკურატურასთან ურთიერთობა არ მქონდა. თუკი პროკურატურამ მეორე პირის ვინაობა არ დაასახელა, ამის სამართლებრივი საფუძველი ჰქონდა. ამ საქმეზე გამოძიება ცალკეა გამოყოფილი და საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება, ხოლო სოსანაშვილის საქმე სასამართლოში წავიდა

- როგორც იცით, პროკურატურა ძებნას აშშ-სა და საფრანგეთშიც განაგრობს, შესაძლებელია მეორე ბრალდებული ყოფილი სამართალდამცველი ან მაღალჩინოსანი იყოს?

- ვერაფერს გეტყვით, იურისტი ვარ და ვარაუდებზე ლაპარაკი არ მიყვარს. ფაქტია, რომ ეს საქმე მხოლოდ სოსანაშვილის ბრალეულობით არ შემოიფარგლება. ჩვენი აზრით, იური ვაზაგაშვილი ორგანიზებულმა ჯგუფმა მოკლა.

რაც შეეხება სოსანაშვილის ადვოკატს, სოსო ჯოგლიძის თქმით, პროკურატურა აშშ-სა და საფრანგეთში სოსანაშვილის მეგობრებს ეძებს, რომლებთან სოსანაშვილს სატელეფონო საუბარი ვაზაგაშვილის მკვლელობამდე ცოტა ხნით ადრე ჰქონდა.

სოსო ჯოგლიძე:

- მგონი, პროკურატურა ჩიხში შევიდა და ალბათ, ახლა ნანობენ კიდეც,მეორე დნმ-ის შესახებ რატომ განვაცხადეთო. ვფიქრობ, რომ პროკურატურამ დნმ-ის ანალიზი გააყალბა. სოსანაშვილ იერთი თვით ადრე ჰყავდათ გენინსპექციაში, სადაც დნმ-ის სინჯი აუღეს. სინჯებისა და მიკრონაწილაკების გადატანა ბიოლოგიური შეხებით უპრობლემოდ ხდება. დაზარალებულ მხარეს არ აინტერესებს სინამდვილეში ვინ არის დამნაშავე.

სალომე გოგოხია (სპეციალურად საიტისთვის)