გერმანიაში 400 000 ევროს ძვირფასეულობის მოპარვისთვის საბრალდებო სკამზე 6 ქართველი ზის - კვირის პალიტრა

გერმანიაში 400 000 ევროს ძვირფასეულობის მოპარვისთვის საბრალდებო სკამზე 6 ქართველი ზის

გამოძიების ინფორმაციით, ქურდები შენობებში სავენტილაციო მილების და გვირაბების მეშვეობით აღწევდნენ

გერმანიაში ექვსი ქართველისგან შემდგარი დანაშაულებრივი ჯგუფის სასამართლო პროცესი დაიწყო, რის შესახებაც გერმანული გამოცემა "ბილდი" იტყობინება.

გამოცემა დაკავებულების ფოტოებსაც ავრცელებს. მათ შორის არიან: მამუკა მ. (42), გიორგი ა. (35), ირაკლი კ. (29), სერგო მ. (49), კახაბერ დ. (30) და ვიაჩესლავ ი. (42). ისინი ძვირფასეულობის მაღაზიების გაქურდვაში არიან ეჭვმიტანილები და საიუველირო მაღაზიების ძარცვისთვის, გასულ წელს დააკავეს. მათ სულ 8 მაღაზია გაქურდეს, ნაქურდალი ძვირფასეულობა კი საერთო ჯამში 400 ათას ევროს აღემატებოდა, დაკავებისას 6 კილოგრამი ნაქურდალი ოქრო აღმოაჩნდათ. გამოცემა წერს, რომ დანაშაულებრივი ჯგუფის ლიდერი ირაკლი კ.-ა, რომელმაც ქურდობისთვის გერმანიის ციხეში ორწელიწადნახევრიანი სასჯელი უკვე მოიხადა. ისინი კიოლნში დააკავე, როდესაც ერთ-ერთი მაღაზიაში შეღწევისას პოლიცია უკვე იქ ელოდებოდა.

სამართალდამცავთა ინფორმაციით, მძარცველები საიუველერიო მაღაზიებში სავენტილაციო მილების გავლით გვირაბებით შედიოდნენ. გამოძიებამ ნივთმტკიცებად კიბე და სამუშაო იარაღებიც იპოვნა.