"ლევანმა თვითმკვლელობა სცადა" - ახლობლები შს მინისტრის ყოფილ მოადგილეზე თავდასხმას გამორიცხავენ - კვირის პალიტრა

"ლევანმა თვითმკვლელობა სცადა" - ახლობლები შს მინისტრის ყოფილ მოადგილეზე თავდასხმას გამორიცხავენ

შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილის, ლევან გვაზავას ახლობლები თავდასხმის ვერსიას გამორიცხავენ და თვითმკვლელობის მცდელობაზე საუბრობენ.

როგორც ახლობლებლებმა "ინტერპრესნიუსს" განუცხადეს, ლევან გვაზავამ თვითმკვლელობა მას შემდეგ სცადა, რაც საკუთარი იარაღის შემთხვევით გავარდნას მისი დეიდაშვილი, რეზო კალომლეწავი ემსხვერპლა.

"ლევან გვაზავა ორ დეიდაშვილთან და კიდევ ერთ ახლობელთან ერთად, რომელიც ავტომანქანას მართავდა, მარიამობის აღსანიშნავად მისი ძმის სახლში, პანტიანში იმყოფებოდა. უკან დაბრუნებისას, ავტომანქანაში ლევან გვაზავა იარაღმა შეაწუხა და ბუდიდან ამოიღო, რა დროსაც შემთხვევით გაუვარდა და ტყვია მის წინა სავარძელზე მჯდომ რეზო კალომლეწავს მოხვდა, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა. ამის შემდეგ ლევანმა თვითმკვლელობა სცადა, იგივე იარაღი ყბასთან მიიბჯინა და გასროლა განახორციელა, თუმცა, ტყვიას ტვინამდე არ მიუღწევია, რადგან ის ცხვირის ძვალმა გააჩერა. შესაბამისად, ლევანს სახის არე აქვს დაზიანებული", - აცხადებენ ახლობლები.

ახლობლების ინფორმაციით, მანქანაში მყოფი კიდევ ერთი დეიდაშვილი გურამ თათელაძე გუშინ დაკითხვაზე იმყოფებოდა.

ლევან გვაზავა ინგოროყვას კლინიკაში, რეანიმაციის განყოფილებაში, მძიმე მდგომარეობაშია მოთავსებული, მისი გარდაცვლილი დეიდაშვილი, რეზო კალომლეწავი კი საკუთარ სახლში გადაასვენეს.

"ინტერპრესნიუსი"

იხილეთ ასევე