"მკვლელმა ორივეს პირდაპირ გულში ესროლა" - საზარელი მკვლელობა მუხიანში - კვირის პალიტრა

"მკვლელმა ორივეს პირდაპირ გულში ესროლა" - საზარელი მკვლელობა მუხიანში

მუხიანში ორმაგი მკვლელობა მოხდა. თვითმხილველთა ინფორმაციით, მუხიანში მომხდარ მკვლელობაში ეჭვმიტანილი და მოკლული პირები მეზობლები იყვნენ.

როგორც "ინტერპრესნიუსს" შემთხვევის თვითმხილველმა ადგილობრივებმა განუცხადეს, ისინი ერთ კორპუსში ცხოვრობდნენ. მათივე ინფორმაციით, მკვლელობის მომენტში დანაშაულში ეჭვმიტანილი ნასვამი იყო. ის ყოფილი პატიმარია და ციხიდან ცოტა ხნის წინ გამოვიდა.

"როგორც ამბობენ, მკვლელი მთვრალი იყო. იარაღი ჰქონდა და წინ და უკან ატრიალებდა. მოკლულებმა ურჩიეს, რომ იარაღი შეენახა, რადგან ეზოში ბავშვები იყვნენ, მან კი აიღო და ორივეს პირდაპირ გულში ესროლა", - აცხადებენ ადგილობრივები.

ერთ-ერთი ვერსიით დამნაშავემ მსხვერპლთაგან ერთი  თვითონ გამოიყვანა სახლიდან.

შემთხვევის ადგილიდან 11 მასრაა ამოღებული. მკვლელი 40 წლამდე მამაკაცია, რომელიც დანაშაულის ადგილიდან მიიმალა. მისი ვინაობა სამართალდამცველებისთვის უკვე ცნობილია.

როგორც შსს-ში განაცხადეს, სისხლის სამართლის საქმე 109-ე მუხლით აღიძრა, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას ითვალისწინებს.

იხლეთ ვიდეო