ვინ და რატომ ესროლა აბაშიძის ქუჩაზე ორ ახალგაზრდას?! - კვირის პალიტრა

ვინ და რატომ ესროლა აბაშიძის ქუჩაზე ორ ახალგაზრდას?!

28 სექტემბრის საღამოს, დედაქალაქის ცენტრში, აბაშიძის ქუჩის მცხოვრებლებმა ოთხი გასროლა გაიგონს. სროლის შედეგად დაიჭრა ორი ახალგაზრდა მამაკაცი, რომლეთაგან ერთი ქუჩაზე გაჩერებული "ბე-ემ-ვე"-ს მარკის ავტომობილში იჯდა, მისი მეგობარი კი ის ის იყო გადმოვიდა მანქანიდან.

"ავტომობილიდან ერთი ახალგაზრდა გადმოსული იყო, რა დროსაც ფეხით გამვლელმა მოზარდმა მისი მისამართით გაისროლა, შემდეგ კი ავტომობილში მჯდომსაც ესროლა. ერთი ფეხში დაუჭრა, მეორეს კი სახე ჰქონდა სისხლიანი, სავარაუდოდ ტყვია სახეში მოხვდა". - უთხრა "ინტერპრესნიუსს" ერთ-ერთმა თვითმხილველებმა. რამდენიმე თვითმხილველის განცხადებით, მათ, სავარაუდოდ, არასრულწლოვანმა ესროლა

დაჭრილი ახალგაზრდებიდამ ერთი, რომელიც უფრო მძიმედ იყო, გამვლელი ავტომანქანით წაიყვანეს საავადმყოფოში, მეორე კი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა. ორივეს რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობენ. დაჭრილთა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დეტალური ინფორმაცია არ ვრცელდება, თუმც, ს ავარაუდოდ, მათ სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება.

როგორც რესპუბლიკურ საავადმყოფოში განაცხადეს, დაჭრილები 30 და 32 წლის ახალგაზრდები არიან და ორივე საღ გონებაზეა. "რუსთავი 2" -ის ინფორმაციით, დაჭრილ ახალგაზრდებს საერთო ბიზნესი აქვთ, თუმცა ეს ინფორმაცია ოფიციალურად ჯერ არავის დაუდასტურებია.

მომხდარის გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

იხილეთ ვიდეო