მკვლელობა ტამიშის სასაფლაოზე - ე.წ. საბაჟოს უფროსს ტყვია პირდაპირ გულში ესროლეს - კვირის პალიტრა

მკვლელობა ტამიშის სასაფლაოზე - ე.წ. საბაჟოს უფროსს ტყვია პირდაპირ გულში ესროლეს

"ოჩამჩირე ისეთი გაუდაბურებულია, რომ აქაურობა სავსეა ნადირით"

"წლების შემდეგ ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც გამოძიებას მომხდარში, ქართული სპეცსამსახურები არ დაუდანაშაულებია, რადგან თავადაც იციან, რაც ხდება"

2 ოქტომბერს, ოჩამჩირის რაიონში, ტამიშის სასაფლაოზე გალის ე.წ. საბაჟოს უფროსის ბესლან მალანძიას ცხედარი იპოვეს. როგორც ადგილობრივმა, ე.წ. საგამოძიებო უწყებამ დაადგინა, მისი მკვლელობისას დამნაშავეებს თან ჰქონდათ ავტომატი და პისტოლეტი.

ბესლან მალანძია, წლების განმავლობაში საბაჟო სფეროში მუშაობდა, - რამდენიმე წლის წინ, ის ე.წ. ფსოუს საბაჟოს უფროსი იყო, შემდეგ კი, გალის რაიონში გადმოიყვანეს. გამოძიების ვერსიით, ბესლან მალანძიამ, დაახლოებით 9 საათისთვის ავტომანქანა სახლის შორიახლოს გააჩერა. სავარაუდოდ, ის იცნობდა პირებს, რომლებმაც მას გმანქანა გააჩერებინეს, რის შემდეგაც,  სავარაუდოდ, სასფლაოს მიმართულებით ძალის გამოყენებით წაიყვანეს, გზაზე მისი ქუდი ოპოვეს...

ბესლან მელანძია

საქმე ის არის, რომ ყოველი თხილის და ციტრუსის სეზონის დაწყებისთანავე, მალანძიას სახელი და გვარი აქტუალური ხდებოდა. ის, რომ წელიწადის ამ დროს აფხაზეთში კლანებს შორის დაპირისპირება განსაკუთრებით საშიში ხდება, ყველამ იცის, ამიტომაც ადგილობრივი ე.წ. სამართალდამცავი ორგანოები, მკვლელობის მიზეზად ირიბად მიუთითიებენ მის პროფესიულ საქმიანობას.

ბესლან მალანძია, მშობლების სახლისკენ, თავისი კუთვნილი ავტობომილით, "ვაზ -21 07" -ით გადაადგილდებოდა. მანქანა მისი სახლთან ახლოს - 150-100 მეტრში იპოვეს, ეჭვი სწორედ გზის პირას გაჩერებულმა მალანძიას მანქანამ გამოიწვია, მალევე მისი ცხედარიც იპოვნეს.

მერაბი, აფხაზეთში მცხოვრები:

- ეტყობა, წილები ვერ გაიყვეს და ამას გადააყოლეს. აქ ყველამ იცის, თუ როგორ ხდება თანამდებობების შენარჩუნება, ფულების განაწილება და გაყოფა. მით უფრო, ახლა, თხილის სეზონია და დაგეშილი ძაღლებივით ნადირობენ. ამ პროცესში ჩართული არიან რუსი ჩინოვნიკებიც, ოღონდ საქმეს აფხაზების ხელით აკეთებენ. ერთი სიტყვით, დიდი ამბები ტრიალებს.

რამდენიმე დღის წინ, გაგრის ბაზარში ასაფეთქებელი შეაგდო ვიღაცამ და ადმინისტრაციის კაბინეტი მთლიანად დაიწვა. ეს ყველაფერი ისევ და ისევ კრიმინალური გარჩევების შედეგია... აქ სათვალთვალო კამერები არ არსებობს. არის ქალაქის ქუჩები, სადაც შედარებით სიმშვიდეა, მაგრამ მას კრიმინალები და ე.წ. სამართლამდცვემელები ერთობლივად აკონტოლებენ. მის მიღმა, კი, ის ხდება, რაც კრიმინალებს მოესურვებათ. კრიმინალებთან კი, ე.წ. მაღალჩინოსნებიც კარგად თანამშრომლობენ...

"ოჩამჩირე ისეთი გაუდაბურებულია"

ეტყობა, ერთ-ერთი ასეთი გარჩევის მსხვერპლი გახდა მალანძიაც. ის ადგილი, რომელსაც ტრასას ეძახიან, დღისით არის ტრასა, თორემ ოჩამჩირე ისეთი გაუდაბურებულია, რომ იქაურობა სავსეა ნადირით. ამ სასაფლაოს ტერიტორიის წინ, ტამიშის სკოლა-ინტერნეტია, რომელიც ასევე გაოხრებულია. გალში ხალხი მაინც ცხოვრობს და რომელი სოფელიც არ უნდა იყოს, გამვლელს მაინც შევხდები, თუნდაც ღამე, ოჩამჩირე კი ცოტა ხანში ტყედ იქცევა... ამ ბოლო დროს, იქაურობა სისხლიანი გარჩევების ადგილი გახდა, ღამით იქ გავლას, სამართალდამცველებიც კი ერიდებიან.

"ოჩამჩირე ცოტა ხანში ტყედ იქცევა... ამ ბოლო დროს, იქაურობა სისხლიანი გარჩევების ადგილი გახდა"

წლების შემდეგ ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც გამოძიებას მომხდარში, ქართული სპეცსამსახურები არ დაუდანაშაულებია, რადგან თავადაც იციან, რაც ხდება. საქმე ისაა, რომ ე.წ. საბაჟო სამსახურის გაკონტროლება რუსებს სურთ, აფხაზები ამიტომაც ლაპარაკობენ მუქარით - აფხაზეთს 20 წელია თავის საბაჟო სამსახური აქვს და მის გაუქმებას ვერავინ ეღირსებაო! ითქვა ისიც, რომ რუსებს ამ სამსახურის მთლიანად თავის კომპეტენციაში გადატანას აპირებენ, რასაც აფხაზები ეწინააღმდეგებიან, გამოდის, რომ ისინი თამაშგარე მდგომარეობაში დარჩებიან. საერთოად, ის, რომ რუსეთი მორიგ ფინანსურ მხარდაჭერას აჭიანურებს, სწორედ ასეთი საკვანძო საკითხებით არის განპირობებული...

- მალანძია აფხაზეთის 90-იანი წლების მოვლენების მონაწილე იყო?

- დიახ, საკმაოდ აქტიური თანაც. როგორც ადგილობრივი ტელევიზიის მიერ მომზადებულ სიუჟეტში ახსენეს, მედლებიც კი ჰქონია მიღებული... ამ ოცი წლის განმალობაში საბაჟო სფეროში მუშაობდა და ლაპარაკიც არ უნდა, რომ უამრავი მოწინააღმდეგე ეყოლებოდა. ეს ხომ, ერთ-ერთი ყველაზე სარფიანი ადგილია, სადაც ფული კეთდება. ავადმყოფის გადაყვანაზეც კი ფულს ითხოვენ აფხაზები... ცხადია, თავის პორტფელს ებღაუჭებოდა მალანძიაც, რომელსაც ოჯახში, მეუღლე, მოხუცი დედა და სამი შვილი ჰყავს. აქ არ არის იმის ფუფუნება, რომ ოჯახში რამდენიმე ადამიანი მუშაობდეს.

ლალი პაპასკირი (სპეციალურად საიტისთვის)

ოჩამჩირის ფოტოების ავტორია რუსი ფოტოგრაფი და ბლოგერი იური პოპკოვი