26 ოქტომბერს, ღამით, ნუცუბიძის 77-ე კორპუსის მცხოვრებლები გამაყრუებელმა ხმაურმა გამოაფხიზლა. აფეთქების შედეგად ექვსსართულიანი კორპუსის ერთ-ერთი სადარბაზოს ფანჯრები მთლიანად დაიმსხვრა. ჩამოშლილია კიბის საფეხურები და დაზიანებულია კედლები.როგორც შემდეგ გაირკვა, კორპუსის მე-3 სართულზე დამონტაჟებული ხელნაკეთი მოწყობილობა აფეთქდა. აფეთქება იმდენად ძლიერი იყო, რომ ხმა ბაგებშიც კი გაისამა. სართულზე, სადაც ეს მოხდა, 3 ოჯხი ცხოვრობს. აფეთქებამ სამივე მათგანის კარი დააზიანა. ერთი რკინის კარი შიგნიდან ჩაიკეტა და ოჯახის წევრებმა დახმარების გარეშე გარეთ ვეღარ შეძლეს გამოსვლა. მეორე - აგრეთვე, რკინის კარი, იმდენად იქნა დეფორმირებული, რომ გაიღო, მაგრამ აღარ იკეტება, მესამე - კარი საერთოდ ამოაგდო ჩარჩოდან.კორპუსის მაცხოვრებლები, განსაკუთრებით კი იმ სართულის მაცხოვრებელები, ისე არიან შეშინებული, რომ მომხდარზე ლაპარაკს თავს არიდებენ. თუმცა კერძო საუბარში ამბობენ, რომ ზოგიერთ ტელეარხზე გახმაურებული ინფორმაცია, თითქოს აფეთქება გაზის მილის გაუმართაობას მოჰყვა, სიცრუეა და ამავდროულად შეურცხმყოფელია მათთვის, რომელთაც ჯოჯეხეთური ღამე გაათენეს. ყველა მათგანი გაოგნებულია მომხდარის გამო და ახსნას ვერ პოულობენ, ვის ან რისთვის დასჭირდა ამ ყველაფრის ჩადენა.ე.ნ. კორპუსის მცხოვრები:- თავდაპირველად მეგონა, რომ ბუნებრივი აირი აფეთქდა, მაგრამ ეს საბოლოოდ გამოირიცხა. წარმოგიდგენიათ, ვიღაცამ მიზანმიმართულად დაამონტაჟა ასაფეთქებელი მოწყობილობა, ვისი ან რისი ინტერესეთ, წარმოდგენა არ გვაქვს. გამოძიებაც ჯერ არაფერს ხელმოსაჭიდს არ ამბობს. იმ სართულზე, სადაც ეს მოხდა, ორი ოჯახი მკვიდრი მოსახლეა, წესიერი და პატიოსანი ხალხია, ორივე ჯახში მცირეწლოვანი ბავშვები ჰყავთ, მესამე ბინაში მდგმურები ცხოვრებენ, მე მათ არ ვიცნობ, მაგრამ როგორც ამბობენ ისინიც კარგი ხალხია -დედა და ორი სრულწლოვანი ვაჟი. ისიც კი ვიფიქრეთ, რომ შესაძლოა იმ დამნაშავეს, ვინც ეს ჩაიდინა, კორპუსი შეეშალა, აქ ცოტა უცნაურად არის დანომრილი სახლები, რამდენიმე 77-ე კორპუსია. ეს რომ დღისით აფეთქებულიყო, შესაძლოა მსხვერპლიც მოჰყოლოდა. იმედია, გამოიძიებენ და ეს საქმე არ მიფუჩეჩდება. კრიმინალიც არის და კრიმინალიც, ასაფეთქებელი მოწყობილობების აქეთ-იქით დამონატაჟება, მგონი, სახუმარო საქმე ნამდვილად არ არის.როგორც " შსს-ს პრესსამსახურში აცხადებენ, დანაშაულის ადგილზე გვიანობამდე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობდნენ. გამოძიება, საქართველოს სისხლის-სამართლის 229-ე მუხლით დაიწყო, რაც აფეთქებას გულისხმობს.ეკა სალაღაია (სპეციალურად საიტისთვის)