რა გადაწყვეტილება მიიღო ტერორიზმის ბრალდებით დაკავებული დავით ბორჩაშვილის საქმეზე სასამართლომ? - კვირის პალიტრა

რა გადაწყვეტილება მიიღო ტერორიზმის ბრალდებით დაკავებული დავით ბორჩაშვილის საქმეზე სასამართლომ?

29 წლის დავით ბორჩაშვილი ორი დღის წინ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა დააკავეს

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ტერორიზმის ბრალდებით დაკავებული 29 წლის დავით ბორჩაშვილს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.

29 წლის დავით ბორჩაშვილი ორი დღის წინ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა დააკავეს. მას ბრალად სისხლის სამართლის კოდექსის 328-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული ედება, რაც გულისხმობს უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში ან უცხოეთის კონტორილისადმი დაქვემდებარებულ ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებას ან ტერორისტულ საქმიანობაში მის დახმარებას. გადაწყვეტილება მოსამართლე გიორგი არევაძემ დღეს ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში მიიღო.

იხილეთ ასევე: დაკავებული ბორჩაშვილი "ისლამური სახელმწიფოდან" ბრუნდებოდა?!

როგორც ადვოკატებმა ჟურნალისტებს განუცხადეს, მოსამართლემ სრულად გაითვალისწინა პროკურორების შუამდგომლობა და დაეყრდნო საფუძველს, რომ არსებობდა დავით ბორჩაშვილის მიმალვის საფრთხე, ასევე მტკიცებულებათა მოპოვებისათვის ხელისშეშლის საფრთხე. დავით ბორჩაშვილის სისხლის სამართლის კოდექსის 327-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილით ბრალი აქვს წარდგენილი, რაც ტერორისტულ ორგანიზაციაში გაწევრიანებას და მის საქმიანობაში მონაწილეობას ითვალისწინებს.

წინასასამართლო სხდომა 13 იანვარს დაინიშნა, საქმეს გრიფი "საიდუმლო" ადევს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დავით ბორჩაშვილს 10-დან 18 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

"ინტერპრესნიუსი"