"ისლამური ხალიფატის" მიერ ჩვენთვის გამოცხადებული საინფორმაციო ომის საფრთხის წინ ვდგავართ" - კვირის პალიტრა

"ისლამური ხალიფატის" მიერ ჩვენთვის გამოცხადებული საინფორმაციო ომის საფრთხის წინ ვდგავართ"

ვიდეომიმართვას, რომელშიც ქართულად მოსაუბრე, "ისლამური ხალიფატის" მებრძოლები საქართველოს ემუქრებიან, ჩვენში დიდი რეზონანსი მოჰყვა. რა საფრთხის შემცველია ეს ვიდეომიმართვა ამაზე კომენტარი სამხედრო ექსპერტ ვახტანგ მაისაიას ვთხოვეთ:

- აღნიშნული ვიდეო მართლაც სირიაში გადაღებული და ის ოთხი ადამიანიც აბსოლუტურად რეალური პიროვნებები და ისლამური ხალიფატის მებრძოლები არიან. ასეთი ვიდოები ვრცელდება ხალიფატის პროპაგანდის და ინფორმაციის სამინისტორს მიერ, რომელიც არის, ასე ვთქვათ, ისლამური სახელმწიფოს ოფიციალური მედიასაშუალება. სხვათა შორის, ანალოგიური ვიდეო მიმართვა გაავრცელა თათარსტანის ამირამაც და თითქმის იდენტური მესიჯი გააკეთა, როდესაც ის თათარსტანის მოქალაქეებს მიმართავს. როგორც ჩანს, მათი ინტერესი მხოლოდ საქართველო არაა, თუმცა ფაქტია, რომ ჩვენი ქვეყანა არის მათი საინფორმაციო ომის შემადგენელი ნაწილი. როგორც ჩანს, პარიზის ტერაქტმა პროცესები დააჩქარა და ამიტომაც დაიწყეს ამგავრი ვიდეომიმართვების ინტენსიურად გავრცელება. ვთქვი, რომ ვიდეომიმართვა გადაღებულია სირიაში, ანუ ეს ადამიანები იმყოფებიან სირიაში, განსხვავებით სხვა ვიდეობისაგან, სადაც, როგორც წესი, იმ ქვეყნიდან აკეთებენ მიმართვას, სადაც ტერაქტები ხდება. სამწუხაროდ, "გურჯისტანის ვილაიეთმა" საკუთარი არსებობა დაადასტურა და ის მითი არ აღმოჩნდა, ამიტომ საზოგადოება მზად უნდა იყოს იმ ზომებისთვის, რაც შესაძლოა ჩვენმა სპეცსამსახურებმა მიიღონ.

(იხილეთ ასევე: "თქვენ თვლით, რომ ძალიან შორს ხართ ხალიფატისგან და საქართველოში ვერ მოვაღწევთ" - ISIS-ის გზავნილი ქართველ ხალხს?!)

- დაახლოებით ორი კვირის წინ, ივარაუდეთ, რომ ისლამური სახელმწიფო მსგავს ვიდეოს გაავრცელებდა...

- ეს განცხადება ღია საინფორმაციო წყაროებზე დაყრდნობით გავაკეთე და სამწუხაროდ, ჩემი ვარაუდი გამართლდა, რაც გულწრფელად გეტყვით და ნამდვილად არ გამხარებია. სხვათა შორის, ღია წყაროების ანალიტიკური განხილვით საკმაოდ ბევრი ინფორმაციის მიღება შეიძლება, უბრალოდ ამისთვის საჭიროა სპეციალურმა ორგანობემა მეტი პროფესიონალიზმი გამოიჩინონ. სხვათა შორის, ამ წყაროებზე დაყრდნობით, არ გამოვრიცხავ ისლამური ხალიფატის გააქტიურებას ცენტრალური აზიის მიმართულებით და არც იმას გამოვრიცხავ, რომ სწორედ ეს ტერიტორია გახდეს საომარი მოქმედებებისა შემდეგი არეალი.

- როგორ ფიქრობთ, შექმნილ ვითარებაში ქართული სპეცსამსახურები ადეკვატურად მოქმედებენ?

- მაგალითად, როდესაც ტერორიზმში ეჭვმიტანილი დავით ბორჩაშვილი დააკავეს, ჩვენი სპეცსამსახურების მოქმედება იყო ეფექტიანი, მაგრამ ამავე დროს ცოტა კურიოზულიც, რადგან თურქეთის სპეცსამსახურებმა ბორჩაშვილი თურქეთიდან დეპორტით გამოუშვეს, ჩვენებმა კი ისევ თურქეთში დააბრუნეს, საიდანაც ისევ საქართველოში გამომაგზავრეს... ჩვენმა სამართალდამცავებმა კი მხოლოდ ამის მერე დააკავე. უმჯობესი იქნებოდა მისი იდენტიფიცირება დაუყონებლივ მოხდებოდარიყო. ვფიქრობ, კარგი იქნება თუ ჩვენს ქვეყანაშიც დაინერგება ვითარების შესაბამისად ტერორისტული საფრთხის დონის გამოცხადების პრაქტიკა და სამართლადმაცავი სტრუქტურებიც ამით იხელმძღვანელებენ. დღეს ისლამური ხალიფატის" მიერ ჩვენთვის გამოცხადებული საინფორმაციო ომის საფრთხის წინ ვდგავართ და ტერორიზმის საფრთხი არანაირი დონე არაა გამოცხადებული.

ლადო გოგოლაძე (სპეციალურად საიტისთვის)