რატომ დაჭრეს 14 წლის ბიჭი მეტრო "თავისუფლებასთან"? - კვირის პალიტრა

რატომ დაჭრეს 14 წლის ბიჭი მეტრო "თავისუფლებასთან"?

26 ნოემბერს, თბილისში, მეტრო "თავისუფლების" მიმდებარე ტერიტორიაზე 14 წლის ბიჭი ცივი იარაღით დაჭრეს.

ინფორმაცია ამის თაობაზე ტელეკომპანია "რუსთავი 2"-მა გაავრცელა. არასრულწლოვნის მეგობრის თქმით, ბიჭი ცეკვის გაკვეთილიდან ბრუნდებოდა, როდესაც ორმა ზრდასრულმა მამაკაცმა ტელეფონი სთხოვა, რაზეც უარის მიღების გამო ბიჭი ზურგში, სავარაუდოდ, დანით დაჭრეს. საბედნიეროდ, ბიჭის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

დაჭრილი მოზარდი სასწრაფო დახმარების სამსახურმა საავადმყოფოში გადაიყვანა.

შსს-ში მომხდარი დაადასტურეს და განაცხადეს, რომ სისხლის სამართლის საქმე 118-ე მუხლით, ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ფაქტზე აღიძრა.