რა გადაწყვიტა სასამართლომ "ისლამურ სახელმწიფოსთან" შესაძლო კავშირის გამო დაკავებულ პირებთან დაკავშირებით?! - კვირის პალიტრა

რა გადაწყვიტა სასამართლომ "ისლამურ სახელმწიფოსთან" შესაძლო კავშირის გამო დაკავებულ პირებთან დაკავშირებით?!

პროცესზე დაცვის მხარემ დაკავებულებისთვის გირაოს შეფარდების შუამდგომლობა დააყენა, თუმცა სასამართლომ არ დააკმაყოფილა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ "ისლამურ სახელმწიფოსთან" შესაძლო კავშირის გამო დაკავებულ ოთხივე პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

იხილეთ ასევე:ხელყუმბარები, ცეცხლსასროლი პისტოლეტები, საბრძოლო ვაზნები - სუს-მა ISIS-თან თანამშრომლობის ბრალდებით 4 პირი დააკავა

პროცესზე დაცვის მხარემ დაკავებულებისთვის გირაოს შეფარდების შუამდგომლობა დააყენა, თუმცა სასამართლომ არ დააკმაყოფილა. ბრალდებულების ადვოკატები მოსამართლეს სთავაზობდნენ გირაოს თანხის ოდენობასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება თავად მიეღო, თუმცა მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და ოთხივე ბრალდებული პატიმრობაში დატოვა.

სუს-მა "ისლამურ სახელმწიფოსთან" შესაძლო კავშირის გამო ოთხი პირის დაკავების შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ყველა დაკავებულს ბრალად იარაღის უკანონო შენახვა-შეძენა-ტარება ედება.

წინასასამრთლო სხდომა 21 იანვარს ჩაინიშნა.

იხილეთ ასევე: "რამე არ დამიდოთ და შვილი არ დამიღუპოთ-მეთქი" - რას ამბობს ISIS-თან თანამშრომლობის ბრალდებით დაკავებულის დედა?

"ინტერპრესნიუსი"