გატაცებულია 13 ათასი დოლარი, 18 ათასი ლარი და 2 500 ევრო - ბახტრიონზე "ლიბერთი ბანკი" დააყაჩაღეს - კვირის პალიტრა

გატაცებულია 13 ათასი დოლარი, 18 ათასი ლარი და 2 500 ევრო - ბახტრიონზე "ლიბერთი ბანკი" დააყაჩაღეს

თანხის გატანის მიზნით ბანკში ოთხი პირი შეიჭრა

ბახტრიონის ქუჩაზე "ლიბერთი ბანკის" ფილიალი დააყაჩაღეს. როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ.

ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება სსკ-ის 179-ე მუხლით, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ბანკში 4 პირი შეიჭრა და მათ დაახლოებით 13 ათასი დოლარი, 18 ათასი ლარი და 2 500 ევრო წაიღეს.

დაშავებულები არ არიან.