ISIS-ი კავკასიაში გაზაფხულზე გააქტიურდება?!
ISIS-ი კავკასიაში გაზაფხულზე გააქტიურდება?!
04-01-2016
"ალ ბაღდადის ვიდეომიმართვა იმის ნიშანია, რომ საქართველოში რაღაც უნდა დაიწყოს"

რამდენიმე დღის წინ ინტერნე­ტ­სივრცეში გავრცელდა "ისლამური სახელმწიფოს" ლიდერის ალ ბაღდადის მიმართვა მუსლიმანებისადმი. მიმართვას ქართული სუბტიტრებიც ჰქონდა, რაც საზოგადოების ნაწილმა საგანგაშოდ აღიქვა.
ექსპერტი ახლო აღმოსავლეთ­ისა და ისლამური ტერორიზმის საკითხებში სოსო ზაალიშვილი საქართველოს წინაშე არსებულ გამოწვევებზე საუბრობს.

- ვიდეომიმართვაში მუსლიმ­ებს მოუწოდებენ, იბრძოლონ მაჰ­მადიანური სარწმუნოების განმტკ­იცებისათვის ურწმუნოთა წინააღ­მდეგ. რადგან მიმართვა ქართულ ენაზეც იყო, ეს ნიშნავს, რომ ალ ბაღდადის აზრით, ქა­რთველმა მუსლიმებმაც უნდა აიმ­აღლონ ხმა მუსლიმების ჩაგვრის წინააღმდეგ მთელ მსოფლიოში. ქართულ ენაზე მიმართვის გავრცელების მიზანი იყო, ქართ­ულად მოლაპარაკე მუსლიმებს გაეგოთ, როგორ უნდა აღასრულონ ჯიჰადი ჭეშმარიტმა მორწმუნეებმა.

- და როგორ უნდა აღუდგეს ამ პრობლემას სხვადასხვა ქვეყანა?
- თურქეთი "ისლამური სახე­ლმწიფოსგან" ყიდულობს და შემდეგ ვაჭრობს ნავთობით. ერდოღანს მართლა აქვს კავშირი ჯიჰადისტებთან იმიტომ, რომ ისინი­ ქურთების წინააღმდეგ სჭირდ­ება. ამერიკელებსა და რუსებსაც­ აქვთ თავიანთი ინტერესები - მათ ჰგონიათ, რომელიმე მხარე­ შეძლებს­ ისლამის გაკონტროლებას! ნავთობის მომპოვებელთა­ ორგანიზაცია ცალკე უბედურებაა.­ მასში, ძირითადად, ისლამური ქვე­ყნებია გაერთიანებული. ისინი ნავთობის ხარჯზე ქვეყნების ბედით ვაჭრობენ. დღეს დააგდეს ნავთობის ფასი და ამერიკას რასაც უნდათ, იმას აკეთებინებენ; მერე უცებ მოუმატებენ ფასს და მთელი მსოფლიო მათი მორჩილი გახდება.

- ზოგიერთი ექსპერტი გაზაფხულზე კავკასიაში "ისლამური სახელმწიფოს" გააქტიურებას ელის.
- დღეს ისლამისტების პრობლემა ის არის, რომ ჩრდილო კავკასიაში უღელტეხილები დაკეტილია. ისინი რომ კავკასიაში შემოვიდნენ, ვეღარ გავლენ.
როგორც კი აპრილ-მაისში უღელტეხილები გაიხსნება, ჯიჰადისტები ნელ-ნელა­ შემოვლენ. ალ ბაღდადის ვიდეომიმართვა იმის ნიშანია, რომ საქართველოში რაღაც უნდა დაიწყოს. ამერიკის სახელმწიფო დეპ­ა­რტამენტის 2014 წლის ანგ­არიშში წერია, რომ საქართ­ველო ტერორიზმის წყაროდ გამოიყენება. რუსები ამბობენ, ისლამისტები სადაც იქ­ნე­ბიან, იმ ტერიტორიებს­ დავ­ა­რტყამთო, ასეც მოიქცევიან.­

იმედი მაქვს, მთავრობა ამაზე ფიქ­რობს. თუმცა, სამწუხაროა, რომ შსს ძველი კადრებით არის დაკომპლექტებული. მეორე უბედურება ის არის, რომ
ქრთამი ჯოჯოხეთს ანათებს. მოჯაჰედების გადასვლა-გადმოსვლა, ინფორმაციის გაყიდვა დიდ ფულთან არის დაკავშირებული. ამ გზით 2009 წლიდან ხელს ითბობდა ის ხალხი, რომ­ელთა უმრავლესობა ისევ თანამდებობაზეა და ძნელია, ამას შეებ­რძოლო.
საჭიროა, სტრუქტურა გაიწმინდოს ამ ხალხისგან... არ მინდა შეგაშინოთ, მაგრამ წინ დაძაბული წელი გველის. მარტო­ "ისლამური სახელმ­წიფო" არ გვიქმნის საფრთხეს. რატომღაც ყველას ავიწყდება ირანი­, რომელიც ასევე საშიშია...

გამოსავალი დაზვერვითი ინფორმაციის გაცვლაა. დღეს დაზვერვითი ინფორმაცია აქვს დიდ ბრიტანეთს, ისრაელს, რუსეთსა და საფრანგეთს. დანარჩენ ქვეყნებს ინფორმაციას ამერიკელები აწვდ­იან. რუსეთთან ჩვენი დაზვერვა­ ვერ თანამშრომლობს, რადგან რუსები­ არ გვენდობიან, ებრაელები­ არავ­ის ენდობიან, თურქეთი მათი მო­მხრეა. საფრანგეთს ჰქონდა ყველა მასალა და მაინც შარში გაეხვია... მთავარია, დაზვერვის სამსახურის კარგი მუშაობა, რომ საფრთხის თავიდან აშორება შევძლოთ.

ნანა ფიცხელაური
*
15 იანვარი 2016 11:55
ღმერთმა დაგვიფაროს
roini
12 იანვარი 2016 23:24
არ შეიძლება ამაზე წერა...იმდენს იზამთ რომ მართლა მოგვადგებიან.დაანებეთ რა თავი! ყველაზე კარგი იარაღია იგნორირება.
სხვა სიახლეები
მაგდა პაპიძის სასამართლო პროცესზე დაცვისა და ბრალდების მხარეებმა მტკიცებულებების გამოკვლევის ეტაპი დაასრულეს
დაწვრილებით...
უკვე რამდენიმე წელია, კანონი გამკაცრებულია, მაგრამ ხშირად ვისმენთ, რომ ოჯახის წევრი ოჯახის წევრმა მოკლა
დაწვრილებით...
"ჩემი მაზლის მხრიდან ჩემს მიმართ ისმოდა შეურაცხმყოფელი რეპლიკები და მეც ამიტომ ვპასუხობ მას"
დაწვრილებით...
"ომარი მოძალადე არ იყო, ყველაფერს გაიგებდა და ცივილურად გავშორდებოდით ერთმანეთს"
დაწვრილებით...
მეუღლისა და შვილის მკვლელობაში ბრალდებულ მაგდა პაპიძეს ამ წუთებში პროკურორები პირდაპირი წესით კითხავენ
დაწვრილებით...
დაღუპული სოფელ დუისის მკვიდრი, უმარ მარგოშვილია.
დაწვრილებით...
დაღუპული ”ისლამური სახელმწიფოს” რიგებში იბრძოდა
დაწვრილებით...
მოსამართლის გადაწყვეტილებით, ვაჟა ლელუაშვილს თავისუფლების 3 წლით, ლევან ქარდავასა და შოთა ხიზანიშვილს კი 1 წლითა და 6 თვით აღკკვეთა განესაზღვრათ.
დაწვრილებით...
იყიდება სახლი ბორჯომში, კეთილმოწყობილი ყველანაირი
იყიდება 53 კვ.მ. 2,5-ოთახიანი ბინა,
აქცია! პარკინგი 50%-იანი ფასდაკლებით!!!
ახალი პროექტი ,,ეკო დიღომი" გთავაზობთ
მასალების გადაბეჭდვა/რეპროდუცირება აკრძალულია, იხილეთ მასალის გამოყენების პირობები