"რამდენიმე დღე ბომბზე ვიჯექი"
"რამდენიმე დღე ბომბზე ვიჯექი"
04-01-2016
"ფიქრობდა, რომ შემდეგ პოლიციაში დარეკავდა და ლევან კაპანაძეს იარაღის უკანონო შენახვისთვის დააკავებდნენ"

თბილისის ეროვნული პარკის დირექტორმა ლევან კაპანაძემ სამსახურებრივ ავტომანქანაში 2 ხელყუმბარა და ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის 30-ვაზნიანი მჭიდი აღმოაჩინა. გარემოს დაცვის მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა ამ ამბავს საგანგებო ბრიფინგი მიუძღვნა. მინისტრის ვარაუდით, დაუდგენელ პირებს აღიზიანებთ გარემოს დაცვის სამინისტროს საქმიანობა, უკანონო ხე-ჭრის აკრძალვა, უმკაცრესი კონტროლი.

- ჩვენი სამინისტროს საქმიანობის გამო ჯერჯერობით დაუდგენელმა პირებმა, ეტყობა, შურისძიება განიზრახეს. ამ შემთხვევაში სამიზნე ლევან კაპანაძე აღმოჩნდა. სამწუხაროდ, ეს არ არის პირველი. ჯერ კიდევ გაზაფხულზე ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიაზე ადმინისტრაციის დირექტორის სამსახურებრივ ავტომობილში აღმოჩნდა ხელყუმბარა წარწერით:–"გაფრთხილებთ, წადით!"

ლევან კაპანაძე: "შეუძლებელია, ეს უკავშირდებოდეს ჩემს პირად ცხოვრებას, ჩანს, ვიღაც ჩემმა საქმიანობამ გაამწარა"

"ვაფრთხილებ თითოეულს - თანამშრომელს თუ სხვას, გაგრძელდება სტრატეგია, რომელიც ჩვენ გვაქვს წესრიგის, კანონიერების დაცვაზე, უკანონო ხე-ჭრის და უკანონო ნადირობის წინააღმდეგ. ვინც ამ სტრატეგიის მიმართ ბოროტი განზრახვით მოქმედებს, ყველაფერს გავაკეთებთ მათი ქმედებების აღსაკვეთად, რათა ჩვენი კანონმორჩილი თანამშრომლების საქმიანობა იყოს დაცული", - განაცხადა გიგლა აგულაშვილმა.

"კვირის პალიტრას" ლევან კაპანაძე ესაუბრა: - 27 დეკემბერს, საღამოს, სამსახურის ავტომობილი მივიყვანე სამრეცხაოში. უკანა სავარძელი რომ გადმოვწიე, საბარგულში ფუთა შევნიშნე, გაკვირვებულმა გავხსენი ცელოფანი. შიგ ხელყუმბარები, ცეცხლსასროლი იარაღი და 30-ვაზნიანი მჭიდი აღმოჩნდა. მრეცხავი და მე მოვცილდით ავტომობილს, 112-ზე დავრეკე და პატრულს ვუხმე. შეუძლებელია, ეს უკავშირდებოდეს ჩემს პირად ცხოვრებას, ჩანს, ვიღაც ჩემმა საქმიანობამ გაამწარა. ამაზე მიუთითებს ის, რომ ბომბი სამსახურებრივ ავტომობილში იდო. კარი არ არის დაზიანებული. ეს უთუოდ იმ ადამიანის გაკეთებულია, ვისაც შეეძლო იოლად შეეღწია ამ მანქანაში.

- იარაღის აღმოჩენამდე ბოლოს როდის ნახეთ ის ადგილი?
- დაახლოებით ერთი თვის წინ საბურავი გამიფუჭდა და დომკრატის"ასაღებად გავხსენი საბარგული. ვერ გეტყვით, რამდენი ხნის წინ გაჩნდა იარაღი ჩემს მანქანაში, მაგრამ ფაქტია, რომ თუნდაც რამდენიმე დღე ბომბზე ვიჯექი და ვიღაც რაღაც მაქინაციებს ხლართავდა.

ლაშა მოისწრაფიშვილი, დაცული ტერიტორიების სააგენტოს ხელმძღვანელი: - ლევანი დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინსპექტირების სამსახურში მუშაობდა. ოთხი თვის წინ კონკურსის საფუძველზე თბილისის ეროვნული პარკის დირექტორად დავნიშნეთ. მისვლის დღიდან აქტიურად დაიწყო უკანონობის წინააღმდეგ ბრძოლა. ცნობილია, რომ თბილისში თუ რამ შეშა იყიდებოდა, ძირითადად ეროვნული პარკიდან გამოჰქონდათ. ლევანმა მკაცრად აღკვეთა ყველა უკანონობის მცდელობა, რის გამოც თანამშრომელთა ნაწილი გაუნაწყენდა, ბევრი სამსახურიდან წავიდა, ბევრიც ჩიოდა - ახალი დირექტორი უხეში და მკაცრიაო. ალბათ ვიღაცამ ამ ფორმით მოინდომა შურისძიება და ავტომობილში ბომბი ჩაუდო, ფიქრობდა, რომ შემდეგ პოლიციაში დარეკავდა და ლევან კაპანაძეს იარაღის უკანონო შენახვისთვის დააკავებდნენ, მაგრამ პროვოკატორმა ვერ გათვალა, რომ თუ ბომბზე ლევანის თითის ანაბეჭდები არ აღმოჩნდებოდა, გაათავისუფლებდნენ.

ლაგოდეხში გიორგი სულამანიძის და თბილისში - ლევან კაპანაძის მიმართ ასეთი პროვოკაციები იმაზე მეტყველებს, რომ ვიღაცებს ძალიან აღელვებთ, რომ დაცული ტერიტორიები - მსუყე ლუკმა - უფრო და უფრო მიუწვდომელი ხდება მათთვის. სამწუხაროდ, დღემდე არ არის გამოძიებული ლაგოდეხის დაცული ტერიტორიის დირექტორის, გიორგი სულამანიძის ავტომობილში ბომბის
You must have Flash Player installed in order to see this player.
ჩადების ფაქტი. ვიმედოვნებთ, ამ შემთხვევაში იგივე არ მოხდება. პროკურატურამ და შინაგან საქმეთა სამინისტრომ აღგვითქვეს, რომ ეს საქმე განსაკუთრებულ კონტროლზე იქნება აყვანილი. ვიღაც ცდილობს კანონის აღმასრულებლების დაშინებას. თუ ეს მცდელობა არ აილაგმება, დაუსჯელობის სინდრომი ძალიან ცუდ შედეგს მოიტანს."

"წადი!"

2015 წლის გაზაფხულზე, ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის ხელმძღვანელს გიორგი სულამანიძეს ავტომანქანის საბარგულში ხელყუმბარა ჩაუდეს წარწერით "გაფრთხილებთ, წადი!" გიორგი სულამანიძის განცხადებით, ხელყუმბარა ნახევრად საბრძოლო მდგომარეობაში იყო. ნაკრძალის დირექტორი მომხდარს ბრაკონიერების წინააღმდეგ ბრძოლას უკავშირებს.

გიორგი სულამანიძე ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის დირექტორად 2010 წლიდან მუშაობს. თანამდებობაზე დანიშვნიდან 3 თვის თავზე სამსახურებრივ ავტომობილს დაუდგენელმა პირმა მუხრუჭის შლანგი გადაუჭრა. პოლიცია ამ ამბავსაც იძიებდა, მაგრამ მოგვიანებით აღნიშნეს, რომ მიყენებული ზიანი 70 ლარს არ აღემატებოდა და ძიება შეწყდა.

...
07 იანვარი 2016 08:42
ბატონო ლაშა, თქვენი სიტყვებით -ცნობილია, რომ თბილისში თუ რამ შეშა იყიდებოდა, ძირითადად ეროვნული პარკიდან გამოჰქონდათო- დალოცვილო 10 წლის განმავლობაში სააგენტოს თავმჯდომარის მოედგილე თქვენ ბრძანდებოდით, ეს ამბავი იცოდით და არაფერი არ გააკეთეთ თუ ეხლა გაიგეთ ეს ამბავი? ორივე შემთხვევაში პასუხი თქვენ უნდა მოგეკითხოთ მინიმუმ გულგრილობისათვის.
nika
05 იანვარი 2016 16:54
წარმოგიდგენიათ რა ღირს ხელყუმბარები იარაღი და ტყვიები?
ანუ მხოლოდ "გაფრთხილებისთვის" გადაიხადეს "სუფთა" იარაღში ასობით აშშ დოლარი :))
სხვა სიახლეები
2016 წლის პირველ ივლისს, გვიან ღამით, თბილისში, კანდელაკის ქუჩაზე, მკვლელობა მოხდა.
დაწვრილებით...
19 ივნისს, თბილისის აეროპორტში, უკრაინიდან ჩამოფრენილ მგზავრებთან ერთად, საბაჟო შემოწმება დავით ჩაჩიბაიამაც გაიარა. თუმცა მაშინ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ერთი შეხედვით არაფრით გამორჩეული მოქალაქე რამდენიმე წუთში ქვეყნის მედიასაშუალებების მთავარი გმირი გახდებოდა.
დაწვრილებით...
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიტერორისტული ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელი, ზურაბ მაისურაძე ვილნიუსის საერთაშორისო აეროპორტში ლიტვის სპეცსამსახურის თანამშრომლებმა დააკავეს.
დაწვრილებით...
2016 წლის 13 აპრილს ვარკეთილში, ელდარის ქუჩაზე, ყოფილი 109-ე სკოლის ეზოში, 35 წლის ქალი ქმარმა სიცოცხლეს გამოასალმა.
დაწვრილებით...
ჩემი ინფორმაციით, ფარულად მოხდა ზურაბ ჟვანიას გვამის ექსჰუმაცია, შესაბამისი ექსპერტიზის ჩატარება და არაფერი არ აღმოჩნდა,
დაწვრილებით...
თუ ექიმი რეცეპტის გარეშე წამალს გინიშნავთ, გიწერთ ფურცელზე, რომელზეც აღნიშნულია კლინიკის ლოგო და ექიმის ვინაობა, ეს არის მტკიცებულება, რომ მან გარიგების პირობა შეასრულა და გასამრჯელო ეკუთვნის. გასამრჯელო შეიძლება იყოს პროცენტები, რომელიც თითოეულ წამალზე ერიცხება და მყისიერად ჯდება მის ანგარიშზე ან თვის ბოლოს ხელფასის სახით იღებს
დაწვრილებით...
პროკურატურამ ე.წ. ფოტორეპორტიორების საქმეზე ორი პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო
დაწვრილებით...
"უცხოელი ექსპერტების ჩართვამ ჟვანიას საქმის გამოძიებაში დრო გაწელა"

ექსპერტი, რომელსაც ზურაბ ჟვანიას საქმეზე ერთი მნიშვნელოვანი დასკვნა აქვს გაცემული, ორი წლის წინ სახლში გარდაცვლილი იპოვეს
დაწვრილებით...
"საქართველოში სექსტრეფიკინგის პრეტენზიით ძირითადად სომეხი, უზბეკი და ყირგიზი მოქალაქეები მოგვმართავენ"
დაწვრილებით...
აღმაშენებლის ხეივანზე დიღომი 8-ში 2000კვმ
აღმაშენებლის ხეივანზე დიღომი 7-ში 500
ქირავდება 1,5 ოთახიანი ბინა დღიურად,
გირავდება ბინა ცხოვრების უფლებით, იპოთეკის
მასალების გადაბეჭდვა/რეპროდუცირება აკრძალულია, იხილეთ მასალის გამოყენების პირობები