"არ გამოვრიცხავ, ვაჰაბიზმზე აპელირება კრემლსაც სჭირდებოდეს" - 23 წლის ბიჭი რელიგიურ დაპირისპირებას შეეწირა?!
"არ გამოვრიცხავ,  ვაჰაბიზმზე აპელირება კრემლსაც სჭირდებოდეს" -  23 წლის ბიჭი რელიგიურ დაპირისპირებას შეეწირა?!
08-01-2016
ამ ორიოდე დღის წინ, სოფელ ფონიჭალის მოსახლეობამ საპროტესტო აქცია გამართა, რომელზეც 2 იანვარს გარდაცვლილი 23 წლის ფიქრათ ახმედოვის მკვლელის დასჯასთან ერთად, ამ დასახლებაში მომძლავრებული ვაჰაბიზმიც გააპროტესტეს.  ფონიჭალის მკვიდრი ახალგაზრდა დანით მიყენებული მრავლობითი ჭრილობებით, თავდასხმიდან მესამე დღეს გარდაიცვალა. ახლობლების მტკიცებით, ბიჭი სწორედ რელიგიურ ნიადაგზე წარმოშობილ კონფლიქტს შეეწირა. მათი მტკიცებით, მკვლელობას წინ ე.წ. ვაჰაბიტ მუსლიმებისა და სოფლის რელიგიურ უმრავლესობას - ტრადიციული ისლამის მიმდევრებს, შორის დაპირისპირება უძღოდა. ადგილობრივების ცნობით, რადიკალური ისლამის მიმდევრებმა ბიჭს პასუხი ტელეკომპანია "იმედის" ეთერში გაკეთებული კომენტარისთვის მოსთხოვეს. ინტერვიუში ახმედოვი ამბობდა, რომ სოფელში ე.წ. ვაჰაბიტები ერთ-ერთი სახლის სარდაფში იკრიბებოდნენ.

სოფელში ამბობენ, რომ რადიკალური ისლამის მიმდევრების სამლოცველოს დახურვისა და გაუქმების მოთხოვნით ადგილობრივ და ცენტრალურ მთავრობას არაერთხელ მიმართეს. რამდენჯერმე შეაგროვეს ხელმოწერებიც, თუმცა ამაოდ.

ერთ-ერთი აზერბაიჯანული გამოცემის ინფორმაციით, კავკასიის მუსლიმთა სამმართველოს მუფტის, აივაზ მარდანოვის განცხადებით, ამ ინტერვიუს ნახვის შემდეგ მეზობელ სოფელში მცხოვრებმა, რამინ ისაევმა, რომელიც რადიკალური ისლამის მიმდევარია, ფიქრათ ახმედოვს სოფლის სკოლასთან შეხვედრა სთხოვა, რა დროსაც კამათი მოუვიდათ, რომელიც ჩხუბში გადაიზარდა. შედეგად, მან ახმედოვი დაჭრა. მისივე თქმით, ეჭვმიტანილი, რომელიც ვაჰაბიტების წევრი იყო, შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
ფონიჭალელების თქმით, ეს ვაჰაბიტების მშენებარე მეჩეთია

მეტად არასახარბიელო ვითარების მიუხედავად, შესაბამისი ოფიციალური უწყებები ჯიუტად დუმან, არადა, ფონიჭალის მოსახლეობის განცხადებით, მათ არაერთხელ მიმართეს ხელისუფლებას დახმარებისთვის... შევეცადეთ გაგვერკვია, - რამდენად არსებობს საქართველოში რელიგიური დაპირისპირების საფრთხე, ვის ინტერესებშია ქვეყანაში რელიგიურ ნიადაგზე განხეთქილების შემოტანა და როგორ უნდა უპასუხოს სახელმწიფომ არსებულ საფრთხეებს.

მამუკა არეშიძე, ექსპერტი კავკასიურ საკითხებში:
- დავიწყოთ იქიდან, რომ დაახლოებით 5 წელია ამ თემაზე სხვადასხვა დონეზე ვლაპარაკობ და ვცდილობ პრობლემის სიმწვავე დავანახო ხალხს, - ფონიჭალაში, რომელიც ნაწილობრივ თბილისის შემადგენლობაშია, არსებობს ძალზე სერიული ვაჰაბიტური თემი, რომელიც პირველ რიგში პრობლემას უქმნის ადგილობრივ შიიტურ მოსახლეობას. მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ მათ მერიისგან ოფიციალური თანხმობა მიიღეს მეჩეთის აშენების შესახებ, ადგილობრივმა შიიტებმა შეაგროვეს ხელმოწერები, რომ ეს მათ საფრთხეს უქმნიდა და მთავრობას ამ საქმეში ჩარევას სთხოვდნენ... ძალიან დიდი ძალისხმევის მიუხედავად, ვიდრე ურემი არ გადაბრუნდა, საშველი არ მოიძებნა, - პრობლემაზე რეაქცია არც სამართალდამცველებს ჰქონიათ და არც ჟურნალისტებს... ამასობაში კი პრობლემა ძალიან შორს წავიდა. ახლა სამართალდამცველებმა საკმაოდ აქტიურად დაიწყეს მუშაობა სცენარის ლიკვიდაციისთვის, მაგრამ რადიკალური ისლამი უკვე საკმაოდაა გავრცელებული საქართველოში, რომელ ერთს უნდა მიხედონ და საიდან უნდა დაიწყონ, ძნელი გასარკვევია. მაგალითად, ეს პრობლემა არსებობს პანკისში, ქვემო ქართლში, აჭარასა და გურიაში ... შესაძლოა, ისინი სახელმწიფოსთვის მაინცდამაინც საფრთხის შემცველნი არ არიან, ელშო იარაღი არ აქვთ და არც ტერაქტებს აწყობენ, მაგრამ ის, რომ ისლამის წიაღში სერიოზული დაპირისპირებაა, ეს უკვე კარგად ჩანს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში მიმდინარე მოვლენებიდან.

- რასაც გვერდს ვერც საქართველო აუვლის?
- რა თქმა უნდა, ამის განგაშის ზარი პირველად პანკისის ხეობაში გაისმა, მაგრამ დავანებოთ თავი პანკისს, რომელიც სამწუხაროდ, უარყოფით ბრენდად იქცა. გახსოვთ ალბათ, სართიჭალაში სალაბიტებმა
შიიტი ბიჭი რომ მოკლეს, პასუხად კი, შიიტებმა მათ სახლ-კარი და სალოცავი გადაუწვეს. ამას მოჰყვა სამართალდამცველებისგან რეაგირება, მაგრამ ფაქტს საყოფაცხოვრებო ნიადაგზე მომხდარი მკვლელობის კვალიფიკაცია მისცეს, რაც სიცრუეა...
რაც შეეხება, ფონიჭალაში მომხდარ მკვლელობას, ამასაც ჰქონდა დიდი ხნის წინათ საყოფაცხოვრებო საფუძველი, ისინი ერთმანეთთან არარელიგიურ ნიადაგზე იყვნენ დაპირისპირებული, მაგრამ რეგიონში არსებულმა რელიგიურმა დაძაბულობამ მათი დაპირისპირება ამ ჭრილში გადაიტანა. არადა, ვიცით, ფონიჭალაში არსებული თემები საიდან ფინანსდებიან, ისინი სულაც არ არიან არაბული სამყაროს წარმომადგენლები...

- მაშ ვინ არიან?
- ვინ არიან, ამის თქმის უფლება არ მაქვს, მაგრამ გეტყვით, რომ რუსეთში ცხოვრობენ... ასე რომ, ეს არის სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანი განგაშის სიგნალი, რომელსაც კვალიფიციური შესწავლა სჭირდება.

- რა შეიძლება სახელმწიფომ გააკეთოს პრევენციის მიზნით, ახლა, როდესაც როგორც თქვით, ეს პრობლემა ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში საკმაოდ გაშლილია...
- საკუთარ შიიტ მოსახლეობას ყურადღება უნდა მიაქციოს. საქართველოში მცხოვრები ეთნიკური აზერბაიჯანელების დიდი ნაწილი, განსაკუთრებით ისინი, ვისაც მაღალი დონის განათლება აქვს მიღებული, როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ, სხვადასხვა დონეზე ცდილობენ, ხელისუფლების ყურადღების მიპყრობას. მხოლოდ უშიშროების სტრუქტურებისთვის ამ საკითხის მინდობა საკმარისი არ არის. საქმე ის არის, რომ დასავლეთ საქართველოს ზოგ რეგიონში არაბული სალაფიზმია ფეხმოკიდებული, აჭარის ზოგიერთ რეგიონსა და აფხაზეთში კი თურქულ რადიკალური ისლამია გავრცელებული. ეს საკმაოდ დიდი პრობლემაა.

ნინო ბურჭულაძე, "კვირის პალიტრის" ჟურნალისტი:

- ეს მეორე შემთხვევაა, როდესაც შიიტი ბიჭი მოკლეს, რასაც მაშინაც მოჰყვა ადგილობრივი მოსახლეობის უკმაყოფილება, რომ ვაჰაბიტები თავისუფლად დადიოდნენ იარაღით. შესაძლოა, ეს ორივე შემთხვევა მართლაც საყოფაცხოვრებო ნიადაგზე მომხდარი კრიმინალი იყოს და იქ  იქ დაძაბულობის რელიგიურ ნიადგაზე ინსპირირება ხდება. დაუზუსტებელი ინფორმაციით, სირიაში საქართველოს ორი აზერბაიჯანელი ეროვნების მოქალაქე დაიღუპა, ეს კი იმის საფუძველს გვაძლევს, რომ ქვემო ქართლში ვაჰაბიზმმა მართლაც მოიკიდა ფეხი, ძირითიადად აზერბაიჯანულ მოსახლეობაში. ოფიციალურ აზერბაიჯანში, ეს მიმდინარეობა იდევნება და შესაბამისად, არ არის გამორიცხული, რომ საქართველოში ვაჰაბიზმის პრევენცია ამ სახელმწიფოს ინტერესებში შედიოდეს. თუმცა, ისიც სრულებით შესაძლებელია, რომ ეს რუსეთის ინტერესებში შედიოდეს, რადგან ფაქტია, რომ ამდენხნიანი თანაცხოვრების განმავლობაში, საქართველოში არც ერთი რელიგიური დაპირისპირება არ მომხდარა. არ გამოვრიცხავ, კრემლს ახლა სჭირდებოდეს ვაჰაბიზმზე აპელირება... ცნობილია, რომ ვაჰაბიტები საქართველოში მძიმე დანაშაულის ჩადენას ყოველთვის თავს არიდებდნენ. სხვა საკითხია მათი გამოჩენა სირიაში, მაგრამ საქართველოში ისინი ნამდვილად ცუმად იყვნენ. სიმართლე გითხრათ, არ მგონია, რომ ბიჭი მხოლოდ იმიტო მოკლეს, რომ მან რომელიღაც ტელევიზიას ინტერვიუ მისცა.

ლალი პაპასკირი (სპეციალურად საიტისთვის)
მოქმედი
08 იანვარი 2016 18:16
ძალიან მტკივა ამ ბიჭის მკვლელობა. ვუსამძიმრებ ოჯახს და მთელ საქართველოს ასეთი ვაჟკაცის დაღუპვას.

მერია აგრძელებს უგულავას დროინდელ ტრადიციებს. მათთვის მთავარი მშენებლობით მიღებული მოგებაა.
სხვა სიახლეები
"სამუშაოები გვიან ღამემდე გაგრძელდა, როგორც წყლის ზედაპირზე, ასევე წყლის ქვეშ"
დაწვრილებით...
"პატრულის ეკიპაჟი რომ მოვიდა, ეჭვმიტანილი უკვე გაქცეული იყო... ამბობდნენ, მკვლელი ნასვამი იყო და გიჟივით იქნევდა დანასო"
დაწვრილებით...
9 წლის ირაკლი ცალაგოვი კასპის სტადიონზე ფეხბურთის სათამაშოდ დედამ უმცროს ძმასთან ერთად გაუშვა.
დაწვრილებით...
ჟურნალმა "გზამ" ამ ცოტა ხნის წინ გამოაქვეყნა სტატია, რომელიც ეხებოდა ვოვა არუთინიანის ციხიდან გამოგზავნილ წერილს.
დაწვრილებით...
ამ დრომდე უშედეგოდ გრძელდება შავ ზღვაში დაკარგული ორი ახალგაზრდის ძებნა. რამდენიმე დღეა, ქართველ მაშველებს თურქეთიდან გამოძახებული ბრიგადა ეხმარება, მაგრამ იაგო შარაძისა და გიორგი ნანეტაშვილის ცხედრებს ვერ პოულობენ.
დაწვრილებით...
რუსეთის ქალაქ კრასნოდარში უცნობი პირი ცნობილ ქართველ ბიზნესმენს, მინდია გულუას თავს დაესხა. ადგილობრივი მედიის ცნობით, შეიარაღებულმა მამაკაცმა ცეცხლსასროლი იარაღით ქართველი ბიზნესმენი დაჭრა.
დაწვრილებით...
"საქმეში დევს მასალები, რომლის თანახმადაც, ვარაუდობენ, რომ სამი ბრალდებული ვაჰაბიზმის მიმდევარია"
დაწვრილებით...
გონიოში დაკარგული ორი ჯარისკაცის საქმის გამოძიებაში იკვეთება გარემოებები, სადაც ნათლად ჩანს დანაშაულის ნიშნები,
დაწვრილებით...
საქართველოში ტერაქტის მომზადების საქმეზე დაკავებულთაგან ერთ-ერთი ხშირად ჩადიოდა უკრაინაში,
დაწვრილებით...
ქირავდება 1,5 ოთახიანი ბინა დღიურად,
სოფელ ვაზიანის ცენტრში ლილო მოლიდან
სახლი არის 2 სართულიანი. მე-2
ქირავდება ახალგარემონტებული, უცხოვრებელი 2 ოთახიანი
მასალების გადაბეჭდვა/რეპროდუცირება აკრძალულია, იხილეთ მასალის გამოყენების პირობები