"მაპატიეთ ყველამ, ვინც მიცნობდით და გიყვარდით"
"მაპატიეთ ყველამ, ვინც მიცნობდით და გიყვარდით"
11-01-2016
ახალგაზრდები ცდუნებას ვერ უძლებენ და დიდ ვალსა და პრობლემებში ვარდებიან. კატასტროფულად იზრდება ამ საცდურს მიჯაჭვულთა რიცხვი...

"ბევრმა ქონება დაკარგა, მრავალი ოჯახი დაინგრა, ზოგიერთმა, ვინც პრობლემებთან გამკლავება ვერ შეძლო, თავი მოიკლა..."

"ინტერნეტკაზინოები კი არ უნდა შეიზღუდოს, უნდა აიკრძალოს. ინტერნეტკაზინოს ვერანაირი რეგულაციებით ვერ გააკონტროლებ"


ინტერნეტკაზინოებში დაზარალებულთა ზუსტი სტატისტიკა არ არსებობს, თუმცა ხშირ შემთხვევაში თვითმკვლელობის მიზეზად დაღუპულთა წერილების ან სხვა სამხილების საფუძველზე კაზინოში დიდი ფულის წაგება და თამაშზე დამოკიდებულება სახელდება. სამწუხაროდ, კაზინოების შემზღუდველი რეგულაციების თემა რამდენჯერმე ჩავარდა - საკითხს სახელისუფლებო პარტიის წარმომადგენლები აყენებდნენ, მაგრამ უმრავლესობამ მხარი მაინც არ დაუჭირა. დეპუტატ კობა დავითაშვილის კაზინოების შეზღუდვა-აკრძალვის კანონპროექტი საკომიტეტო განხილვებზეც კი არ მიიღეს.

ერთი წლის წინ, სათამაშო ბიზნესის წარმომადგენლებმა, მხარდამჭერებითურთ (მათ შორის პარლამენტარებიც იყვნენ) სასტიკად გააკრიტიკეს იმ დროს შს მინისტრის მოადგილე ლევან იზორია, რომელმაც განაცხადა, რომ კაზინოების შემზღუდველ კანონპროექტს ამზადებდა და პარლამენტს გადასცემდა განსახილველად, თუმცა, ეს პროექტი არავის უხილავს.

2015 წლის სააღდგომო ეპისტოლეში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქიც შეეხო პრობლემას და ბრძანა, - ბიუჯეტისთვის მომგებიანობის მიუხედავად, სათამაშო ბიზნესი იმდენად უარყოფითი მოვლენაა, რომ ბევრ ქვეყანაში აკრძალულიაო. პატრიარქმა ყურადღება გაამახვილა ჩვენში ბოლო წლებში მომრავლებულ  ინტერნეტსამორინეებზე, სადაც ფაქტობრივად არ არსებობს ასაკობრივი ან ფინანსური შეზღუდვა - თამაში შეუძლია ნებისმიერს, განურჩევლად სქესისა, ასაკისა და სოციალური მდგომარეობისა. 
ადამიანები, განსაკუთრებით ახალგაზრდები, რომელთაც ისედაც მცირე ფინანსები აქვთ, ცდუნებას ვერ უძლებენ და დიდ ვალსა და პრობლემებში ვარდებიან.
კატასტროფულად იზრდება ამ საცდურს მიჯაჭვულთა რიცხვი. ბევრმა ქონება დაკარგა, მრავალი ოჯახი დაინგრა, ზოგიერთმა, ვინც პრობლემებთან გამკლავება ვერ შეძლო, თავი მოიკლა...

"ვფიქრობთ, ხელისუფლებამ თავისი სიტყვა უნდა თქვას ამ მიმართულებით და შესაძლებლობისამებრ დაიცვას ქვეყნის აწმყო და მომავალი", - განაცხადა პატრიარქმა, თუმცა, მის მოწოდებას არსებითად არავინ გამოხმაურებია. ერთადერთი, თავდაცვის მინისტრად მოსვლის შემდეგ თინა ხიდაშელი დაინტერესდა ჯარისკაცების თვითმკვლელობის მიზეზით და გაჩნდა საგანგაშო დასკვნა: ის ხალხი, ვინც ოჯახის და სამშობლოს დასაცავად უნდა გაფრთხილებოდა სიცოცხლეს, ლუდომანიას - თამაშდამოკიდებულებას ემსხვერპლა. თავდაცვის მინისტრის განკარგულებით, ჯარისკაცის კაზინოსთან შეხება დასჯადი გახდა.

იმედი გაჩნდა ახალი პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადების საფუძველზე. მთავრობის მეთაური ონლაინკაზინოების შეზღუდვის ან გაუქმების იდეით გამოდის, თუმცა, ჯერ უცნობია, რა ტიპის რეგულაციებს დააწესებს ხელისუფლება სათამაშო ბიზნესის ყველაზე მასშტაბური ქსელისგან მოსახლეობის დასაცავად. 
"წინასწარი მონაცემებით, თუ მკაცრი რეგულაციები არ იქნება, საკმაოდ დამაზიანებელია ეს ბიზნესი. მინდა გავერკვე, როგორ შეიძლება ამ ტიპის ბიზნესში მკაცრი რეგულაციების აღსრულება. შესაძლოა, სხვა ტიპის ზომებიც მივიღოთ", - განაცხადა კვირიკაშვილმა. მისივე თქმით, აკრძალვა და რეგულაციები არ შეეხება ფიზიკურ კაზინოებს. "ამ ბიზნესს არ უნდა დაემუქროს რეგულაციები, კარგად უნდა განვასხვაოთ ონლაინკაზინოები და ფიზიკური კაზინოები", - აცხადებს მთვრობის მეთაური.
საზოგადოება პრემიერის განცხადებებს ეხმაურება და მიიჩნევს, რომ არ უნდა გაჭიანურდეს პრობლემის გადაჭრა, თორემ უფრო დამძიმდება ისედაც ნეგატიური ფონი, რომლის შესახებაც "კვირის პალიტრა" პერიოდულად წერდა.

"საშინელება ხდება. იღუპება მომავალი თაობა. ვეღარ ვუმკლავდებით პრობლემებს, განსაკუთრებით, დედები. ძნელია, გეყოს ნებისყოფა და წლობით სდიო
შვილს ამ სიბინძურიდან ამოსაყვანად... ვეღარაფრით რომ ვერ უშველა ამ უბედურებას, 2015 წლის თებერვალში ქარელის რაიონის სოფელ ძლევიჯვარში დედამ თავი მოიკლა, კასპის რაიონის სოფელ იგოეთშიც ასეთი "გამოსავალი" ნახა გაუბედურებულმა მშობელმა. ასეთი უამრავი ფაქტია. უნდა ამოვწყდეთ, რომ ვიღაცამ უზრუნველად იცხოვროს? ძალიან გთხოვთ, დაგვეხმარეთ",- გვწერს მკითხველი. ხალხი თავად ცდილობს ლუდომანიის პრობლემის გააქტიურების მიზეზების დადგენას და მასთან ბრძოლის ხერხებს ეძებს. 

ფსიქოლოგი დავით ანდღულაძე, რომელიც დიდი ხანია ლუდომანებთან მუშაობს, მიიჩნევს, რომ არა მხოლოდ თამაშდამოკიდებულება, ზოგადად, დამოკიდებულება ნარკოტიკზე, ალკოჰოლზე, სიგარეტზე - სხვადასხვა სოციალური პრობლემებისგან იბადება. 

დავით ანდღულაძე:
- არ ვიცი, რას იზამს ხელისუფლება, მაგრამ, ვფიქრობ, უპირველესად რეკლამას აკრძალავს, რომელშიც დამკვეთები იმიტომ იხდიან უზარმაზარ ფულს, რომ უფრო მეტი ფული მიიღონ. არ არის რეკლამა? ნაკლებია საცდურიც და სოციუმსაც ნაკლები ბიძგი აქვს, აღმოჩნდეს ზონაში, სადაც მიზიდულობის ჯაჭვი იწყება. მარტივია ყველაფერი: გჭირდება ფული. ხედავ რეკლამას, რომელიც ჩაგძახის, - შენ შეგიძლია იშოვო ფული, თანაც ბევრი. მიჰყვები ამ ხმას, ამ ინფორმაციას, იგებ ერთხელ, ორჯერ, სამჯერ. ქვეცნობიერად მოქმედებ, ლოგიკურად აზროვნების უნარი დაკარგული გაქვს და ხდები ტყვე. გონზე მაშინ მოდიხარ, როცა გაგლანძღავენ, გაგინებენ, - ეს რა ჩაიდინეო და აზრზე მანამ ხარ, ვიდრე სარეკლამო ხმა, ინფორმაცია ისევ შეზღუდული აზროვნების მდგომარეობაში არ გადაგიყვანს. მაშინ ისევ გაეკიდები უიმედო იმედს - მოვიგებო. რატომ მემართება ეს? სოციუმის გამო, რომელშიც გავიზარდე და ჩემი პიროვნების გაძლიერება ვერ მოხერხდა. 

- ამ ჭაობში ხომ სანიმუშო გარემოში გაზრდილნიც ვარდებიან?

- დიახ. ასეთები გასართობად შედიან კაზინოში, მათ გაჭირვება არ უბინდავთ გონებას, მაგრამ სიხარბე ერევათ და კარგავენ ყველაფერს. ამიტომაც
უმნიშვნელოვანესია ორი ფაქტორი: პიროვნების სწორად ჩამოყალიბებისთვის აუცილებელი გარემოს შექმნა და საცდურის აკრძალვა ან შეზღუდვა. 
ხელისუფლება თუ აკრძალავს ონლაინკაზინოებს, შედეგი იმ მომხმარებლებში გვექნება, რომელთაც მხოლოდ ინტერნეტით მიუწვდებათ ხელი სათამაშო ბიზნესზე. ჩვეულებრივ კაზინოში შესასვლელად ვიღაცისთვის ასაკი იქნება დაბრკოლება, ვიღაცისთვის ელემენტარული სოციალიზაციის დაბალი დონე.

გიორგი ბახტურიძე, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტი:
- საქართველოში გემბლინგის წინააღმდეგ მებრძოლ ჯგუფში ჩართული არიან ფსიქოლოგები, ნარკოლოგები და სხვა პროფესიის ადამიანები.

"ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის დროს ამ ჯგუფის წევრებთან გემბლინგზე მკურნალობდნენ ცნობილი ადამიანები, მათ შორის პოლიტიკური პარტიის ლიდერების ოჯახის წევრები, ზოგი ლიდერიც კი. ამ მდგომარეობიდან გამომდინარე, გადავწყვიტეთ, დაგვეყოლიებინა მაშინდელი ხელისუფლება, რომ აკრძალვები დაეწესებინა, მაგრამ ამაოდ. სათამაშო ბიზნესი ის სფერო იყო, სადაც დიდი ფულის შოვნა შეიძლებოდა და ვინც ხელს ითბობდა ამ ბიზნესის მფლობელებთან სიახლოვით, ეწინააღმდეგებოდა შეზღუდვებს. გვეგონა, ახალი ხელისუფლება დაგვიჭერდა მხარს. კვლავ ამაოდ, მაგრამ ბოლოდროინდელი ინფორმაციები იმედის მომცემია. ინტერნეტკაზინოები კი არ უნდა შეიზღუდოს, უნდა აიკრძალოს. ინტერნეტკაზინოს ვერანაირი რეგულაციებით ვერ გააკონტროლებ. ნებისმიერ შემთხვევაში მისი არსებობა დამღუპველია. რეგულაციები უნდა შეეხოს ტრადიციულ კაზინოებს. თუ ვინმე ფიქრობს, რომ ეს სფერო აუცილებელია ტურიზმის განვითარებისთვის, შეიქმნას ტურისტებისთვის განკუთვნილი ზონა. გავიტანოთ კაზინოები ქალაქგარეთ.  თუ სახელმწიფოს ნება იქნება, ყველაფერი ძალიან სწრაფად მოგვარდება. 

თვითმკვლელის დღიურიდან

რამდენიმე თვის წინ "კვირის პალიტრას" თვითმკვლელი ლუდომანის დედა შეეხმიანა და შვილის დღიურები გადმოგვცა. უამრავ ტრაგიკულ ამბავთან ერთად, რომელიც ამ პრობლემაზე მუშაობის დროს მოვისმინე, დღიურებად ქცეული აღსარება, უმძიმესი წასაკითხი აღმოჩნდა.
"მაპატიეთ ყველამ, ვინც მიცნობდით და გიყვარდით. დედა და კახა, ბოდიში. ყველა ძალიან მიყვარხართ. მე ასე უნდა გავაკეთო, უნდა გავჩერდე, თორემ მეტ ზიანს მივაყენებ ირგვლივ მყოფთ, ყველას ბოდიშს ვუხდი. დედა, მე ჩემს თავს ვსჯი, მაგრამ ვიცი, რომ შენც გსჯი. გული მართლა ბევრჯერ გატკინე¬და მართლა ძალიან განვიცდიდი... იმედია, ღმერთი მაპატიებს", - წერს უკანასკნელ წერილში მამუკა ნანიკაშვილი, რომელმაც დამაძინებელი წამალი დალია და გაზი ჩართო... კარი მაშველებმა შეამტვრიეს...

ამ წერილის ავტორი შეიძლება ყველა ამავე მიზეზით დაღუპული ადამიანი იყოს. მათი დედები, ცოლები, ოჯახის წევრები საზოგადოებას მოუწოდებენ, -"ნუ დუმხართ, ჩვენს შვილებს აღარაფერი ეშველება, მაგრამ სხვები გადავარჩინოთ! მოვუწოდოთ ხელისუფლებას, აღკვეთოს ეს ბოროტება! ისინი, ვინც ქვეყნის ერთიანობისთვის ბრძოლას, ერის გამრავლებას უნდა ემსახურონ, არაფრისთვის იღუპებიან. თუ ამისგან არ შეგიძლიათ იხსნათ ქვეყანა, აბა, რა არის ხელისუფლების დანიშნულება?!

pm
23 იანვარი 2016 18:31
აკრძალვა გამოსავალი არაა.იგი ყველაზე უფრო მარტივი საშუალება პრობლემის თავიდან მოსაცილებლად,მაგრამ არა გადასაჭრელად,რაც შეეხება დამოკიდებულებას და მეპატრონეების გმდიდრებას-ყველას აქვს უფლება აკეთოსის,რაც უნდა და რა მეპატრონის ბრალია თუკი ვინმე თავს ვერ აკონტროლებს.კი ბატონო,მეც ვიცნობ გაუბედურებულ ხალხს და იმათაც ბევრი ვალები რომ აქვთ ამის გამო,მაგრამ იმათაც ვიცნობ რომ თამაშობენ მაგრამ ასეთ დღეში არ არიან.რა მეპატრონის ბრალია,თუკი ვინმეს თავის კონტროლი არ შეუძლია,არავინ არავის აძალებს-გინდა? მოდი.არ გინდა და ნუ მოხვალ.ასე რომ,ისევე როგორც ყველაფერი ესეც არჩევანია.თუმცა ერთიმართალია,ასაკის კონტროლის პრობლემა მართლა არსებობს.თვითკონტროლის პრობლემა კი მაგ კაზინოების გამოჩენამდეც იყო და ისევ იქნება
...
23 იანვარი 2016 17:38
Dges tvitmkvleli dedebis ricxvs kinagam dedachemic sheuertda,radgan chemma dzmam morigi tanxis wageba gvamcno,droze ushvelet am xalxs,akrdzalet internetkazinoebi!
სხვა სიახლეები
"ჩემი ხელით გავთხრი შვილის საფლავს და მის ცხედარს პოლიციელის სახლთან მივიტან"
დაწვრილებით...
PRIME
"არ სცოდნია, რომ "ბომბორა" მოუკლავს. რომ უთხრეს, მოკალიო, გაგიჟებულა"
დაწვრილებით...
PRIME
ტერაქტის საქმე - რას წერს ჩვენებაში კონტრდაზვერვის ინფორმატორი და რას აცხადებენ დაკავებულები

ფარული ჩანაწერიდან: გაზპრომის ტრუბა მაინც დაინგრეს-მეთქი... 50 ათასს მოგცემთ ამ საქმეზეო... მთავარია, გააკეთოთ, ფული და რესურსი არ მოგაკლდებათო... ის კი დიდი ხანია მიწაში დამარხულია და დაახლოებით ერთი თვე დასჭირდება, ალბათ, მის გამოშრობას. ნესტი არ ჰქონდეს შეპარული ან რამე, ყველაფერი არის, ორი მეშოკია. ახლა მონახაზს გავაკეთებ, მერე უნდა წავიდე და ამოვიღო...
დაწვრილებით...
PRIME
"სამუშაოები გვიან ღამემდე გაგრძელდა, როგორც წყლის ზედაპირზე, ასევე წყლის ქვეშ"
დაწვრილებით...
"პატრულის ეკიპაჟი რომ მოვიდა, ეჭვმიტანილი უკვე გაქცეული იყო... ამბობდნენ, მკვლელი ნასვამი იყო და გიჟივით იქნევდა დანასო"
დაწვრილებით...
9 წლის ირაკლი ცალაგოვი კასპის სტადიონზე ფეხბურთის სათამაშოდ დედამ უმცროს ძმასთან ერთად გაუშვა.
დაწვრილებით...
ჟურნალმა "გზამ" ამ ცოტა ხნის წინ გამოაქვეყნა სტატია, რომელიც ეხებოდა ვოვა არუთინიანის ციხიდან გამოგზავნილ წერილს.
დაწვრილებით...
ამ დრომდე უშედეგოდ გრძელდება შავ ზღვაში დაკარგული ორი ახალგაზრდის ძებნა. რამდენიმე დღეა, ქართველ მაშველებს თურქეთიდან გამოძახებული ბრიგადა ეხმარება, მაგრამ იაგო შარაძისა და გიორგი ნანეტაშვილის ცხედრებს ვერ პოულობენ.
დაწვრილებით...
სასწრაფოდ და იაფად! იყიდება აგარაკი
62 კვ.მ. +90კვმ ბინის თეთრი
ქირავდება ან იყიდება 65 კვ.მ
სახლი არის 2 სართულიანი. მე-2
მასალების გადაბეჭდვა/რეპროდუცირება აკრძალულია, იხილეთ მასალის გამოყენების პირობები