"ბოლოს რომ ვნახე, მითხრა, ეროვნული გამოცდებისთვის ვემზადებიო" - რატომ მოიკლა მე-12 კლასელმა ბიჭმა თავი?!
"ბოლოს რომ ვნახე, მითხრა, ეროვნული გამოცდებისთვის ვემზადებიო" - რატომ მოიკლა მე-12 კლასელმა ბიჭმა თავი?!
ტრაგედია დატრიალდა ბორჯომში, სადაც მე-6 საჯარო სკოლის, მე-12 კლასის მოსწავლე გარდაცვლილი ნახეს. გავრცელებული ინფორმაციით, ბიჭმა თავი იმავე ქუჩაზე მდებარე მიტოვებულ შენობაში ჩამოიხრჩო, რომელზეც თვითონ ცხოვრობდა. ოჯახი ომარ (ბაჩი) გელაშვილის დაბრუნებას  გვიანობამდე ელოდა, ბიჭი რომ არა და არ გამოჩნდა, ძებნა დაიწყეს და...

ბაჩი გელაშვილზე ახლობლები და მეგობრები ამბობენ, რომ მხიარული და გულიანი ბიჭი იყო და მომხდარი სრულიად დაუჯერებლად მიაჩნიათ. "ყოველთვის მხიარული და გაღიმებული გვემახსოვრები და არასდროს დაგივიწყებთ ",
You must have Flash Player installed in order to see this player.
- წერენ გარდაცვლილის მეგობრები სოციალურ ქსელ "ფეისბუკში, სადაც ბიჭის ბოლო აქტივობა 8 იანვრით თარიღდება.

შეძრწუნებული ბიჭის ახლობლები, მასწავლებლები და მეგობრები მომხდარს ვერაფრით ხსნიან, - გარდაცვლილი გარეგნობითა და გონებით გამორჩეული მოწაფე იყო; ერთი შეხედვით არანაირი მიზეზი არ არსებობდა იმისთვის, რომ ასეთი საბედისწერო გადაწყვეტილება მიეღო. მომხდარზე ცრემლის გარეშე ვერც სკოლის დირქტორი ქეთევან ხაჩიძე ლაპარაკობს:

- შოკირებული ვარ, არ ვიცი, როგორ ვანუგეშო გარდაცვლილის მშობლები, არის კი მათთვის ნუგეში? თვალებიდან არ ამომდის ჩვენი ბოლო შეხვედრა, მახსოვს, ვკითხე - სკოლის დასრულების შემდეგ რას აპირებდ, - ეროვნული გამოცდების ჩასაბარებლად ვემზადებიო, - მითხრა... წარმატებები ვუსურვე, კარგი მოსწავლე იყო, როგორც მისი და, რომელიც უკვე უნივერსიტეტის სტუდენტია. ბაჩი ექიმობას აპირებდა, მშობლებიც ყველაფერს აკეთებდნენ, რომ ბავშვებს საკუთარი ნიჭისა და უნარის გამომჟღავნების საშუალება მისცემოდათ. ბორჯომი პატარა ქალაქია, ერთმანეთის ლამის ყველამ ყველაფერი
იცის, თუმცა ვერავინ ხსნის მომხდარ უბედურებას... ბიჭს რამე თუ უჭირდა, ვიღაცისთვის ხომ მაინც უნდა გაეზიარებინა გულისნადები?
ისეთი ხალისიანი იყო, ურთიერთობების სული და გული, რა უნდა მომხდარიყო არ ვიცი, ასეთი საშინელი გადაწყვეტილება როგორ მიიღო?!

- ფსიქოლოგები მიიჩნევენ, რომ ამ ასაკში, თვითმკვლელობის ერთ-ერთი მიზეზი მიზნის უქონლობის შეგრძნებაა, ანუ როცა ახალგაზრდა ფიქრობს, რომ მას მისაღწევი არაფერი აქვს, მიზნისთვის ბრძოლა არ სჭირდება…
- მე კი ვფიქრობ, რომ რა პრობლემაც არ უნდა არსებობდეს, დღეს თვითმკვლელობის მიზეზი მაინც გაუცხოებული ურთიერთობებია, - განსაკუთრებით ამ ასაკში ბავშვები ხშირად კომპიუტერებთან უფრო მეტ დროს ატარებენ, ვიდრე ცოცხალი ურთიერთობებებში, შედეგად ემოციების და ტკივილების გულში ჩაკვლა და ჩაგუბება ხდება. ამას ის ემატება, რომ გარშემო ყველა მოუცლელია, ყველა იმდენ დროს ხარჯავს ყოველდღიური პრობლემების მოგვარებაზე, რომ ერთმანეთის მოსმენის უნარისც აღარ გვრჩება. ვერ ვამტკიცებ, რომ ამ შემთხვევაშიც ასე იყო, მაგრამ ეს ზოგადი ფონია და ერთეული შემთხვევები მაინც ვერაფერს ცვლის.

იმდენად გახშირდა ახალგაზრდა ასაკში თვითმკვლელობის რიცხვი, რომ ჩემი აზრით, საგანგებო სამსახურები უნდა მუშაობდნენ ამ თემაზე, - ჩვენ მცირერიცხოვანი ქვეყანა ვართ და თითოეული ახალგაზრდის გარდაცვალება ჩვენთვის განაჩენის გამოტანასავით არის. თუ არაფერს ვიტყვით გარდაცვლილების ოჯახებზე, რომლებიც თავადაც სიცოცხლის აზრს კარგავენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარის გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

ეთერ ერაძე (სპეციალურად საიტისთვის)
მკითხველის კომენტარი (14)
Nata
14 იანვარი 2016 10:35
Depresia Ari's usashinlesi mdgomareba visac aqvs gamocdili is mixvdeba Roca yvelapers ekargeba azri me vpikrob xshirad tvitmkvlelobebis mizezi scored ROM depresiaaa
ლორა
14 იანვარი 2016 07:19
მაგ ასაკში მოზარდები ყველაფერს მტკივნეულად განიცდიან და თავიანთი სამყარო აქვთ.არც არავის ანდობენ ძირითადად თავის პრობლემებს და ცდილობენ საკუთარი ძალით გაუმკლავდნენ,მაგრამ ზოგჯერ არ გამოსდით. მერე სასოწარკვეთილებაში ვარდებიან და გამოსავალს თვითმკვლელობაში პოულობენ.ფსიქოლოგები უნდა მუშაობდნენ სკოლებში რომ თვითმკვლელობის ნაცვლად ბავშვებს ამა თუ იმ სიტუაციიდან სწორი გამოსავალი აპოვნინოს.
enguri
13 იანვარი 2016 21:27
თამაში, წყეული თამაში იქნება მთავარი "დამნაშავე".. ღმერთმა გაცხონოს ლამაზო ნიჭო!
Elene
13 იანვარი 2016 17:29
Es aravin icis ratom da rogor moxda. Tumca faqti isaa rom matulobs im bavshvebis raodenoba vinc aseti sicocxlit amtavrebs sicocxles. Da kidev moimatebs amas veranairi fsipologi ver ushvelis... Adamianebs sulieri cxovreba ar aqvt mitumetes bavshvebs rac isedac damgupvelia... Chveni pirveli fsiqologoo bibliaaa...
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.
1 1
რუბრიკის სხვა სიახლეები