"გოგონა თავად სრულყოფილება იყო, ისე ვერ ჩაუვლიდი, თვალი არ გაგეყოლებინა" - ტრაგედია, რომელსაც 15 წლის მოზარდი ემსხვერპლა
"გოგონა თავად სრულყოფილება იყო, ისე ვერ ჩაუვლიდი, თვალი არ გაგეყოლებინა" - ტრაგედია, რომელსაც 15 წლის მოზარდი ემსხვერპლა
14-01-2016
14 ინვარს, გვიან საღამოს უბედურება დატრიალდა თბილისში, ბერბუკის ქუჩაზე, სადაც მრავალსართულიანი სახლის მე-13 სართულიდან გადმოვარდნილი 15 წლის გოგონა ადგილზე დაიღუპა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მომხდარის დეტალების დასადგენად გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლითაა დაწყებული, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს".

ახლობლები ამბობენ, რომ ნინი თბილ, მოსიყვარულე და მრავალშვილიან ოჯახში იზრდებოდა და ის უმცროსი 3 ძმისთვის, რომელთაგან ყველაზე პატარა 2 წლისაა, მზრუნველი და იყო. ტრაგედია დაახლოებით საღამოს  10 საათზე დატრიალდა. როგორც მეზობლები ამბობენ, ქალის შემზარავმა კივილმა შეძრა მთელი კორპუსი, ეზოში გასულებს კი საშინელება დახვდათ. გოგონა, რომლიც ეზოში იმყოფებოდა და თანატოლის გარდაცვალებას შეესწრო იმდენად მძიმედ არის, ექიმების დახმარება დასჭირდა.

ზუსტად რა მოხდა ბერბუკის ქუჩაზე მდებარე სახლის მეცამეტე სართულზე? ეს იყო უბედური შემთხვევა თუ თვითმკვლელობა? - ამაზე ზუსტი პასუხი არ არსებობს. ახლობლები არ გამორიცხავენ, რომ მომხდარი უბედური შემთხვევაა.

მომხდარზე, გარდაცვლილის ოჯახის მეზობელი გვესაუბრა, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა:
- გონზე არ ვარ, რატომ უნდა მომხდარიყო ეს საშინლება, ეს ულამაზესი სიცოცხლე რატომ უნდა დასრულებულიყო ასე?! გარდაცვლილი გოგონას ოჯახი ჩვენს კორპუსში დიდი ხნის გადმოსული არ არის, მაგრამ თავი ყველას შეგვაყვარეს. რასაც ყოველ დღე ვხედავდით მშობლები შვილებს ალერსსა და სითბოში ზრდიდნენ; ბოლოს ეზოში ორიოდე დღის წინ ვნახე უმცროსი ძმა მოჰყავდა ჩახუტებული, ისეთი ლამაზი იყო, თვალი ვერ მოვაშორე, - გოგონა სუხიშვილების ანსამბლში ცეკვავდა, თავად სრულყოფილება იყო, გვერდით ისე ვერ ჩაუვლიდი, თვალი რომ არ გაგეყოლებინა.

- მაინც რა შეიძლება მომხდარიყო?
- მარიამს "ფეისბუკგვერდზე", ტრაგედიის დღეს ლექსიდან "თარსი ცამეტი" ფრაგმენტი დაუდია , ანუ ზუსტად იმ რიცხვზე დაწერილი ლექსი, როდესაც უბედურება დატრიალდა. შესაძლოა ყველაფერი ბედისწერის ბრალიც არის. ის გაზულუქებული და
ამპარტავანი გოგო არ ყოფილა, მისმა სიკვდილმა მთელი ჩვენი ქუჩა გაანადგურა, გაანადგურა ყველა, ვინც ამ ტრაგედიას შეესწრო და ნახა, გოგონას ოჯახი ცხედარს თავზე როგორ დატრიალებდა, ეს ტკივილი სიცოცხლის ბოლომდე არ მოშორდება. სასწრაფო 40 წუთის შემდეგ, ისიც საკაცის გარეშე მოვიდა. ბებია მეზობლებს შესტიროდა, - ბავშვი სახლში ამაყვანინეთო, - გარდაცვლილი გოგონა ლეიბით აიყვანეს მე-13 სართულზე.


ეთერ ერაძე (სპეციალურად საიტისთვის)



ქეთევანი s
29 თებერვალი 2016 15:46
მე ძალიანაც მადარდებს რაც მოხდა და რატომ არ აქვს მნიშველობა, მოსახდენი მოხდა სამწუხაროდ და უფალმა ყველას აშოროს ასეტი უმადური შვილი, მან ხომ დედამისი ცოცხლად მოკლა და ასევე ოჯახის წევრები, რამდენი ადამიანი გააუბედურა, რისტვის??! ფქიქიურად აშლილი ტუ იყო ბავშვი რატ არ მიხედეს, მარა ალბატ ნორმლაური იყო საცოდავი, უბრალოდ, ერტი გაზუზლუქებული ბავშვი იყო ეტყობა და ზედმეტი სიტყვა როგორ აკადრეს, უფალმა ყველას აშოროს ესეტი ამბავიც და ესეტი შვილიც, ყველა დედას ვუსურვებ სანაქებო შვილები გვყოლოდეს, დედა ხომ ყველაფერს აკეტებს შვილისტვის და აი ზოგჯერ ეგრე შემოუბრუნდება ეგოისტი შვილი ეგრე გაგწირავს, განა რა მოხდა რომ ეგრე გაიმეტა ახლობლები? ამას რა ქვია ტუ ეგოისტობა არა უფალმა მაპატიოს და დედას გამზლეობას ვუსურებ და ყველა მშობელს გისურვებტ ბედნიერი დედები ყოლიფიყავიტ ჩემის ჩატვლიტ

პ.ს. ერტი ჩვეულებირვი გოგოა გარეგნობიტ და ისაა გასაკვირი მზეტუნახავია და ულამზესიო რომ წერტ, სხვა არაფერი
jaba
17 თებერვალი 2016 14:55
ღმერთმა აცხონოს გარდაცვლილი და დაუმკვიდროს ცათა სასუფეველი . უფალო აცხოვნე გთხოვ !
სხვა სიახლეები
"დაკავებულმა 2016 წლის 29 ივლისს სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“, მომხმარებლის სახელით Dau Levski გაავრცელა მუქარის შემცველი ინფორმაცია"
დაწვრილებით...
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტთან დაკავშირებით, რომელიც ინტერნეტმომხმარებლებმა თბილისში შესაძლო აფეთქების მუქარად მიიჩნიეს, გამოძიება დაიწყო.
დაწვრილებით...
"ბაქანზე შესვლამდე მემანქანემ მატარებლის დროული დამუხრუჭება შეძლო"
დაწვრილებით...
"მკვლელობის შემდეგ ხშირად დადიოდა ჩვენთან, როგორც ჩანს, უნდოდა ინფორმაციები შეეტყო..."

"ყველგან დაჰყვებოდა. ადვოკატის ასაყვანადაც, რომ წავიდა იქაც კი გაჰყვა"
დაწვრილებით...
ბათუმის ცენტრალური ბულვარის პირდაპირ ზღვაში მაშველებმა ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს.
დაწვრილებით...
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფონიჭალაში დედა-შვილის მკვლელობის ფაქტი გახსნა. როგორც შსს-ში გამართულ ბრიფინგზე საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა თეა პერტაიამ განაცხადა, 22 თებერვალს თბილისში, ზემო ფონიჭალაში ნონა რომანიძისა და მისი მცირეწლოვანი შვილის მარიამ მამფორიას სასტიკი მკვლელობის საქმეზე შსს-ში გამოძიება თვეების მანძილზე ინტენსიურად მიმდინარეობდა
დაწვრილებით...
არსებული ინფორმაციით, ფონიჭალაში მომხდარ, დედა-შვილის მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია ფონიჭალაში, 22 თებერვალს მომხდარ, დედა-შვილის მკვლელობაში ბრალდებული პირი, სავარაუდოდ, დაკავებულია.
დაწვრილებით...
გოგონა, მეგობრებთან ერთად, მდინარის ნაპირზე იმყოფებოდა, რა დროსაც წყალმა გაიტაცა
დაწვრილებით...
დღეს მომიტანეს უწყება მთავარ პროკურატურაში გამოძახებასთან დაკავშირებით,
დაწვრილებით...
ბინა კარგ მდგომარეობაშია!
იყიდება სასწრაფოდ! ბაგების დასაწყისში, დომუსის
სასწრაფოდ! იყიდება გოთუას ქუჩაზე 84,
ქირავდება დღიურად, კორპუსის იზოლირებული კომფორტული
მასალების გადაბეჭდვა/რეპროდუცირება აკრძალულია, იხილეთ მასალის გამოყენების პირობები