"გოგონა თავად სრულყოფილება იყო, ისე ვერ ჩაუვლიდი, თვალი არ გაგეყოლებინა" - ტრაგედია, რომელსაც 15 წლის მოზარდი ემსხვერპლა - კვირის პალიტრა

"გოგონა თავად სრულყოფილება იყო, ისე ვერ ჩაუვლიდი, თვალი არ გაგეყოლებინა" - ტრაგედია, რომელსაც 15 წლის მოზარდი ემსხვერპლა

14 ინვარს, გვიან საღამოს უბედურება დატრიალდა თბილისში, ბერბუკის ქუჩაზე, სადაც მრავალსართულიანი სახლის მე-13 სართულიდან გადმოვარდნილი 15 წლის გოგონა ადგილზე დაიღუპა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მომხდარის დეტალების დასადგენად გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლითაა დაწყებული, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს".

ახლობლები ამბობენ, რომ ნინი თბილ, მოსიყვარულე და მრავალშვილიან ოჯახში იზრდებოდა და ის უმცროსი 3 ძმისთვის, რომელთაგან ყველაზე პატარა 2 წლისაა, მზრუნველი და იყო. ტრაგედია დაახლოებით საღამოს  10 საათზე დატრიალდა. როგორც მეზობლები ამბობენ, ქალის შემზარავმა კივილმა შეძრა მთელი კორპუსი, ეზოში გასულებს კი საშინელება დახვდათ. გოგონა, რომლიც ეზოში იმყოფებოდა და თანატოლის გარდაცვალებას შეესწრო იმდენად მძიმედ არის, ექიმების დახმარება დასჭირდა.

ზუსტად რა მოხდა ბერბუკის ქუჩაზე მდებარე სახლის მეცამეტე სართულზე? ეს იყო უბედური შემთხვევა თუ თვითმკვლელობა? - ამაზე ზუსტი პასუხი არ არსებობს. ახლობლები არ გამორიცხავენ, რომ მომხდარი უბედური შემთხვევაა.

მომხდარზე, გარდაცვლილის ოჯახის მეზობელი გვესაუბრა, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა:

- გონზე არ ვარ, რატომ უნდა მომხდარიყო ეს საშინლება, ეს ულამაზესი სიცოცხლე რატომ უნდა დასრულებულიყო ასე?! გარდაცვლილი გოგონას ოჯახი ჩვენს კორპუსში დიდი ხნის გადმოსული არ არის, მაგრამ თავი ყველას შეგვაყვარეს. რასაც ყოველ დღე ვხედავდით მშობლები შვილებს ალერსსა და სითბოში ზრდიდნენ; ბოლოს ეზოში ორიოდე დღის წინ ვნახე უმცროსი ძმა მოჰყავდა ჩახუტებული, ისეთი ლამაზი იყო, თვალი ვერ მოვაშორე, - გოგონა სუხიშვილების ანსამბლში ცეკვავდა, თავად სრულყოფილება იყო, გვერდით ისე ვერ ჩაუვლიდი, თვალი რომ არ გაგეყოლებინა.

- მაინც რა შეიძლება მომხდარიყო?

- მარიამს "ფეისბუკგვერდზე", ტრაგედიის დღეს ლექსიდან "თარსი ცამეტი" ფრაგმენტი დაუდია , ანუ ზუსტად იმ რიცხვზე დაწერილი ლექსი, როდესაც უბედურება დატრიალდა. შესაძლოა ყველაფერი ბედისწერის ბრალიც არის. ის გაზულუქებული და ამპარტავანი გოგო არ ყოფილა, მისმა სიკვდილმა მთელი ჩვენი ქუჩა გაანადგურა, გაანადგურა ყველა, ვინც ამ ტრაგედიას შეესწრო და ნახა, გოგონას ოჯახი ცხედარს თავზე როგორ დატრიალებდა, ეს ტკივილი სიცოცხლის ბოლომდე არ მოშორდება. სასწრაფო 40 წუთის შემდეგ, ისიც საკაცის გარეშე მოვიდა. ბებია მეზობლებს შესტიროდა, - ბავშვი სახლში ამაყვანინეთო, - გარდაცვლილი გოგონა ლეიბით აიყვანეს მე-13 სართულზე.

ეთერ ერაძე (სპეციალურად საიტისთვის)