"მკვლელობაში ეჭვმიტანილი ყვიროდა, ცოლ-შვილს მართმევენო"
"მკვლელობაში ეჭვმიტანილი ყვიროდა, ცოლ-შვილს მართმევენო"
15-01-2016
გავრცელებული ინფორმაციით, თბილისში, სამტრედიის ქუჩაზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, მამაკაცი მოკლეს.

როგორც ადგილობრივმა მცხოვრებლებმა ჟურნალისტებს განუცხადეს, ეჭვმიტანილი, რომელიც უკვე დაკავებულია, მათ მეზობლად ცხოვრობდა, თუმცა დაოჯახების შემდეგ კახეთში იყო გადასული და თბილისში იშვიათად ჩამოდიოდა. მეზობლების ვარაუდით, მკვლელობა ეჭვიანობის ნიადაგზე მოხდა. ერთ-ერთი მეზობლის განცხადებით, "მკვლელობაში ეჭვმიტანილი ყვიროდა, ცოლ-შვილს მართმევენო". მისივე თქმით, მკვლელობაში ეჭვმიტანილი ს.ვ. თბილისში დღეს ჩამოვიდა. ცოტა ხანში კი მეზობლებმა გასროლის ხმა გაიგეს. მისივე თქმით, გარდაცვლილი მამაკაცი მკვლელობამდე რამდენიმე წუთით ადრე ეჭვმიტანილის მეუღლის საცხოვრებელს
You must have Flash Player installed in order to see this player.
კითხულობდა. ს.ვ-მა მკვლელობის ჩადენის შემდეგ პოლიციაში თავად დარეკა. ადგილობრივი მცხოვრებლების განცხადებით, გარდაცვლილი სასწრაფო დახმარების ბრიგადის მოსვლამდე ცოცხალი იყო. მათი მტკიცებით, სამედიცინო სამსახური შემთხვევის ადგილზე 40 წუთის დაგვიანებით მივიდა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

"ინტერპრესნიუსი"
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!
სხვა სიახლეები
სამართალდამცავებმა მარტვილის რაიონის სოფელ სალხინოს დედათა მონასტრის დიაკონ გიორგი ჯახუას საცხოვრებელი სახლიდან კანაფი და იარაღი ამოიღეს.
დაწვრილებით...
რამდენიმე დღის წინ, უკრაინაში, კიევის ცენტრში პატრულირებისას, სამართალდამცველებმა ქართული სანომრე ნიშნებით მოძრავი ავტომანქანა "Mercedes ML с" გააჩერეს.
დაწვრილებით...
თბილისის საქალაქო სასამართლოში ბოლო დროის ყველაზე გახმაურებული მკვლელობის საქმის წინასასამართლო სხდომა მიმდინარეობს.
დაწვრილებით...
თბილისის საქალაქო სასამართლოში ბოლო დროის ყველაზე გახმაურებული მკვლელობის საქმის წინასასამართლო სხდომა მიმდინარეობს.
დაწვრილებით...
"ვესტი უკრაინის" ინფორმაციით, 16 იანვარს გამთენიისას, კიევის ცენტრში პატრულირებისას, სამართალდამცველებმა ქართული სანომრე ნიშნებით მოძრავი ავტომანქანა "Mercedes ML с" გააჩერეს.
დაწვრილებით...
"ეს ისეთი მძიმე ნარკოტიკია, პაციენტი 3-4 თვის განმავლობაში ჩაკეტილ სივრცეში უნდა იმყოფებოდეს, რომ კვლავ არ მოიხმაროს ეს სიკვდილის მომტანი მარილი"

ნარკოტიკის ამ ახალ სახეობას მომხმარებლები ინტერნეტით იწერენ
დაწვრილებით...
გორში, ქალაქის ცენტრში, წერეთლის ქუჩაზე, გავლენიანი ბიზნესმენის ბორია გოგიჩაიშვილის ძმა, 55 წლის გურამ გოგიჩაიშვილი მოკლეს.
დაწვრილებით...
იყიდება ზაარბრუკენის მოედანზე (ყოფილი ვორონცოვი)
ქირავდება ახალი გარემონტებული კორპუსის ბინა,
სასწრაფოდ და იაფად! იყიდება
იყიდება 1430 კვ.მ მიწის ნაკვეთი
მასალების გადაბეჭდვა/რეპროდუცირება აკრძალულია, იხილეთ მასალის გამოყენების პირობები