თბილისში მამაკაცის ცხედარი იპოვეს - კვირის პალიტრა

თბილისში მამაკაცის ცხედარი იპოვეს

თბილისში, ქავთარაძის ქუჩაზე, საფეხბურთო სკოლის მიმდებარედ ერთ-ერთ კორპუსში გარდაცვლი მამაკაცი იპოვეს. ამ წუთებში ადგილზე სამართლადამცავები მუშაობენ,  - ამის თაობაზე ინფორმაციას "რუსთავი 2" ავრცელებს.

ტელეკომპანიის ცნობითვე, გარდაცვლილი მომაკაცი შესაძლოა რამდენიმე დღის წინ გაუჩინარებული სამეგრელო-ზემო სვანეთის უფროსი პროკურორი ვახტანგ ქირია იყოს. ოჯახის წვერების თქმით, ის შინიდან 13 იანვარს გავიდა და აღარ დაბრუნებულა.

გავრცელებული ინფორმაციით, მისი ტელეფონი რუსთავში, ქუჩაში იპოვეს. ასევე დაკარგულია ქირიას ავტომობილი. "რუსთავი2"-ის ინფორმაციით, პროკურორის გაუჩინარების ერთ-ერთ ვერსიად მისი სამსახურეობრივი საქმიანობა განიხილება. კერძოდ, ქირია ზუგდიდის საქლალქო პროკურატურაში მუშაობდა და მას ოკუპირებულ აფხაზეთში მომხდარი დანაშაულები ებარა. ასევე ტელეკომპანიის ინფორმაციით, ოთხი დღის წინ მას უცნობმა პირებმა დაურეკეს, იგი სახლიდან გავიდა, რის შემდეგაც მობილურ ტელეფონს მხოლოდ ერთხელ უპასუხა, აღნიშნულთან დაკავშირებით მთავარი პროკურატურის პრესსამსახურის ხელმძღვანელმა ნათია სუხიაშვილმა "ინტერპრესნიუსს" გუშინ განუცხადა, რომ სამეგრელო- ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის განყოფილების უფროსი პროკურორი ვახტანგ ქირია თითქმის ორი დღეა არ გამოცხადებულა სამსახურში და არც ოჯახთან კონტაქტზე გასულა. მისივე თქმით, ამჟამად მიმდინარეობს აქტიური მოქმედებები მისი ადგილსამყოფელის დადგენის მიზნით.