თბილისში ნაპოვნი პროკურორი ვახტანგ ქირია, სავარაუდოდ, მოკლულია
თბილისში ნაპოვნი პროკურორი ვახტანგ ქირია, სავარაუდოდ, მოკლულია
16-01-2016
მთავარი პროკურორის მოადგილე გიორგი გაბიტაშვილმა დაადასტურა, რომ თბილისში, ვაჟა-ფშაველას მე-7 კვარტალში, 24-ე კორპუსში, ნაპოვნი გარდაცვლილი მამაკაცი სამეგრელო-ზემო სვანეთის უფროსი პროკურორი ვახტანგ ქირიაა.

გაბიტაშვილი, ისევე როგორც შს მინისტრი გიორგი მღებრიშვილი და მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე, შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა. კითხვაზე, არის თუ არა ის მოკლული, გაბიტაშვილი აცხადებს, რომ სავარაუდოდ, მოკლულია, თუმცა, მისივე თქმით, განცხადება ამის თაობაზე მოგვიანებით გავრცელდება. ადგილზე ამ დრომდე სამართალდამცველები და ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

სამეგრელო-ზემო სვანეთის უფროს პროკურორს ვახტანგ ქირიას რამდენიმე დღის განმავლობაში ეძებდნენ. ქირია სახლიდან გავიდა და აღარ
You must have Flash Player installed in order to see this player.
დაბრუნებულა. მისი ტელეფონი კი რუსთავში, ქუჩაში იპოვეს, მაგრამ თავად არსად ჩანს. ასევე ვერ აგნებენ ქირიას ავტომობილს. პროკურორის გაუჩინარების ერთ-ერთ ვერსიად მისი სამსახურეობრივი საქმიანობა განიხილება. კერძოდ, ქირია ზუგდიდის საოლქო პროკურატურაში მუშაობდა და მას ოკუპირებულ აფხაზეთში მომხდარი დანაშაულები ებარა. გავრცელებული ინფორმაციით, ოთხი დღის წინ მას უცნობმა პირებმა დაურეკეს, იგი სახლიდან გავიდა, მან მობილურ ტელეფონს მხოლოდ ერთხელ უპასუხა, ხოლო შინ აღარ დაბრუნებულა. აღნიშნულთან დაკავშირებით მთავარი პროკურატურის პრესსამსახურის ხელმძღვანელმა ნათია სუხიაშვილმა "ინტერპრესნიუსს" გუშინ განუცხადა, რომ სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის განყოფილების უფროსი პროკურორი ვახტანგ ქირია თითქმის ორი დღეა არ გამოცხადებულა სამსახურში და არც ოჯახთან კონტაქტზე გასულა.

"ინტერპრესნიუსი"

luxo
17 იანვარი 2016 15:07
დაანებეთ თავი ევროპისათვის კეკლუცობას, აღადგინეთ განზრახ მკვლელობისათვის სიკვდილით დასჯა! -ეს ღონისძიება ათი პოტენციური მკვლელიდან, ცხრას მაინც დააფიქრებს. ნუ ვიქნებით რომის პაპზე უფრო კათოლიკები, ა.შ.შ უმეტესობა შტატებში, სამართალის ძალით, სიკვდილით დასჯა აკრძალული არ არის.
ზუზუ
17 იანვარი 2016 14:22
აი ქვეყანა! უნდა შევეგუოთ.
სხვა სიახლეები
სამართალდამცავებმა მარტვილის რაიონის სოფელ სალხინოს დედათა მონასტრის დიაკონ გიორგი ჯახუას საცხოვრებელი სახლიდან კანაფი და იარაღი ამოიღეს.
დაწვრილებით...
რამდენიმე დღის წინ, უკრაინაში, კიევის ცენტრში პატრულირებისას, სამართალდამცველებმა ქართული სანომრე ნიშნებით მოძრავი ავტომანქანა "Mercedes ML с" გააჩერეს.
დაწვრილებით...
თბილისის საქალაქო სასამართლოში ბოლო დროის ყველაზე გახმაურებული მკვლელობის საქმის წინასასამართლო სხდომა მიმდინარეობს.
დაწვრილებით...
თბილისის საქალაქო სასამართლოში ბოლო დროის ყველაზე გახმაურებული მკვლელობის საქმის წინასასამართლო სხდომა მიმდინარეობს.
დაწვრილებით...
"ვესტი უკრაინის" ინფორმაციით, 16 იანვარს გამთენიისას, კიევის ცენტრში პატრულირებისას, სამართალდამცველებმა ქართული სანომრე ნიშნებით მოძრავი ავტომანქანა "Mercedes ML с" გააჩერეს.
დაწვრილებით...
"ეს ისეთი მძიმე ნარკოტიკია, პაციენტი 3-4 თვის განმავლობაში ჩაკეტილ სივრცეში უნდა იმყოფებოდეს, რომ კვლავ არ მოიხმაროს ეს სიკვდილის მომტანი მარილი"

ნარკოტიკის ამ ახალ სახეობას მომხმარებლები ინტერნეტით იწერენ
დაწვრილებით...
PRIME
გორში, ქალაქის ცენტრში, წერეთლის ქუჩაზე, გავლენიანი ბიზნესმენის ბორია გოგიჩაიშვილის ძმა, 55 წლის გურამ გოგიჩაიშვილი მოკლეს.
დაწვრილებით...
იყიდება/ქირავდება ორ-სართულიანი კერძო სახლი, რომელიც
სასწრაფოდ ქირავდება 3 ოთახიანი ბინა
ქირავდება 1,5 ოთახიანი ბინა დღიურად,
სასწრაფოდ! იყიდება მშენებარე კორპუსში ბინა
მასალების გადაბეჭდვა/რეპროდუცირება აკრძალულია, იხილეთ მასალის გამოყენების პირობები