"შემზარავ კადრებში კარგად ჩანს, როგორ ებრძვის ბავშვი სიკვდილს"
"შემზარავ კადრებში კარგად ჩანს, როგორ ებრძვის ბავშვი სიკვდილს"
18-01-2016
თეა სიმონია: "კამერები ჩემი ოთახიდან კონტროლდება. იმ ღამის ჩანაწერი ისეთი მძიმე იყო, ვცადე, რაღაც მომენტები არ მენახა"

ამჟამად ნუცუბიძის ქუჩაზე, ჩვილ ბავშთა სახლში, 55 ბენეფიციარია. მათ კვებაზე, ჰიგიენურ საშუალებებსა და სამედიცინო მომსახურებაზე სახელმწიფო ზრუნავს


28 ნოემბერს ნუცუბიძის ქუჩაზე, ჩვილ ბავშთა სახლში, 2 წლის ბენეფიც­იარი გარდაიცვალა. ამის შესახებ ბავშვთა სახლის ერთ-ერთმა თანამშრომელმა გვაცნობა, რომელმაც ამ ეტაპზე ინკოგნიტოდ დარჩენა არჩია.

ლ.მ.: "პირველად თქვენი მკითხველი გაიგებს იმ საზარელი ტრაგედიის შესახებ, რომელიც ცოტა ხნის წინ ნუცუბიძის ქუჩაზე, ჩვილ ბავშვთა სახლში დატრიალდა. ეს არის სპეციალური დაწესებულება, სადაც­ ბავშვები 24 საათის განმავლობაში აღმზრდელების, ექთანებისა და ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ უნდა იყვნენ. ცოტა ხნის წინ დატრიალებული უბედურება იმაზე მიუთითებს, რომ ეს ასე არ ხდება... ორი წლისა და სამი თვის გოგონა სწორედ იმ ადამიანების დაუდევრობით გარდაიცვალა, ვისაც იმ ტრაგიკულ ღამეს მასზე და სხვა ბენეფიციარებზე უნდა ეზრუნათ. ბავშვი გონებრივი განვითარებით ჩამორჩებოდა და სასუნთქი გზების პრობლემა ჰქონდა. ღამით, როდესაც ბავშვს სუნთქვა გაუჭირდა და მედპერსონალის დახმარება დასჭირდა, მასთან არავინ აღმოჩნდა.

დაწესებულების ყველა ოთ­ახში დამონტაჟებულია კამე­რები და არსებობს 15-წუთიანი შემზარავი კადრები, სადაც კარგად ჩანს, როგორ ებრძვის ბავშვი სიკვდილს...
ამ დროს აღმზრდელებსა და ექთანს, რომლებსაც მორიგეობის დროს, დებულებით, ყველა ოთახში შემოვლა და ბავშვებთან ყოფნა ევალებათ, მშვიდად ეძინათ.
დაწესებულებაში ყველამ იცის, რომ ბავშვი დაუდევრობით­ გარდაიცვალა, მაგრამ ამაზე­ საუ­ბარს ერიდებიან. ცხედარი ექსპე­რტიზაზე წაიღეს, მაგრამ ჯერ პასუხი არ არის. სახალხო დამცველიც იძიებს მომხდარს. ეს საქმე რატომღაც არ გახმაურდა. ყველაზე საოცარი კი ის არის, რომ არც ერთი იმ პირის პასუხისმგ­ებლობის საკითხი არ დამდგარა­, ვინც იმ ღამეს მუშაობდა.

მორიგე თანამშრომლებს მხოლ­ოდ განცხადებები დააწერინეს და ვითომ საკუთარი სურვილით­ სამსახურიდან გაუშვეს. მაქვს ინფორმაცია, რომ ტრეფიკინგის­ სახელმწი­ფო ფონდის ინსპექტირების უფროსის, მევლუდ კუხ­იანიძის აქტიური მუშაობის შედ­ეგად დირექტორმა დავით პავლიაშვი­ლმაც დაწერა სამსახურიდან წასვლის შესახებ განცხადება, მაგრამ ტრაგედიის შემდეგ რამდენიმე კვირის განმავლ­ობაში მშვიდად"აგრძელებდა მუშაობას...

ამ დაწესებულებას ხშირად აკითხავენ ადამიანები, რომლებიც სურვილს გამოთქვამენ, ბავშვები გაიყვანონ გასართობ ცენტრებში და მათ ერთი დღე მაინც გაულამაზონ. პავლიაშვილი ასეთ შემოთავაზებებზე უარს ამბობდა, მიზეზი კი ზედმეტი პასუხისმგებლობის თავიდან აცილება იყო... ყოფილი დირექტორის ერთადერთი მიზანი ხელფასი, სამსახურის ავტომობილი და უფასო საწვავი იყო, რომელიც არასდროს აკლდა. ბავშვებს პირველადი საჭიროების ინვენტარიც კი არ ჰქონდათ, მაგალითად, ეტლები და სპეციალური საწოლები, არადა, მას შეეძლო, მიეწოდებინა საჭირო ინფორმაცია სპეციალური ფონდისთვის და ყველაფერი მიეღო... როგორც დირექტორი, ისე სხვა თანამშრომლებიც, ხშირად აცდენდნენ სამსახურს.

ჩვილ ბავშვთა სახლის დირექტორის მოვალეობას ამჟამად თეა სიმონია ასრულებს.
- საქმე აღძრულია და მიმდინარეობს გამოძიება. ბავშვის ცხედარს ექსპერტიზა ჩაუტარდა და ალბათ, დასკვნა მალე იქნება.

- გამოძიებას აქვს ვიდეოკადრები, სადაც ბავშვის გარდაცვალება ჩანს?
- არ ვიცი, ვიდეოკადრები­ აქვს თუ არა გამოძიებას, გამომ­ძიებელს არ შევხვედრივარ. ალბათ, ექნებათ. მაშინ მე დირექტორის მოადგილე ვიყავი. ჩემი
წინამორბედი დავით პავლიაშვილი აქტიურად თანამშრომლობდა გამოძიებასთან.

- თქვენ ნანახი გაქვთ იმ ღამის ჩანაწერი?

- კამერები ჩემი ოთახიდან კონტროლდება. იმ ღამის ჩანაწერი ისეთი მძიმე იყო, ვცადე, რაღაც მომენტები არ მენახა.

- ჩვენი ინფორმაციით, ბავშვი­ მორიგე პერსონალის უყურადღებობის­ შედეგად გარდაიცვალა. როგორ ფიქრობთ, მისი გადარჩენა შეიძლებოდა?
- ძნელია ასე ხელაღებით ვინმეს დადანაშაულება. მე ექიმი­ არ ვარ, რომ დასკვნა გავაკეთო, მაგრამ მიჭირს იმის დაჯერება, რომ რომელიმე თანამშრომელს რაღაცის გაკეთება შეეძლო და არ გააკეთა... ჩემი წინამორბედი ძალიან ყურადღებიანი ადამიანია. პროფესიით პედიატრია. შეუძლებელია, ექიმი იყო და არ გაინტერესებდეს ბავშვების მდგო­მარეობა.
შს სამინისტროს ინფორმა­ციით, 28 ნოემბერს ნუცუბიძის­ ქუჩის ჩვილ ბავშვთა სახლში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა 07:03 წუთზე გამოიძახეს. ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე არის აღძრული...
რა გახდა ორი წლის ბენეფიციარის გარდაცვალების მიზეზი და დადგება თუ არა დაწესებულების თანამშრომელთა პასუხისმგებლობის საკითხი, გამო|ძიების შემდეგ გავიგებთ.

თორნიკე ყაჯრიშვილი

xxx
04 თებერვალი 2016 00:59
ვკიტხულობ კომენტარებს და ვოგნდები სხვის ლანდვა და ცილის წამება ადვილია.ტკვენგან რომელიმე კოფილა ბავშტა სახლში?გინახავტ იკ მომუშავეების და ბავშების დამოკიდებულება ,მატი ტავდაუზოგავი შრომის და გმერტის წყალობიტ ცოცხლობენ ყველასგან მტოვებული და არა სასურველი ბავშები.ან ხელპასი იციტ რამდენიაკვტ რო ამბობტ ფულისტვის არიანო იკ,ტკვენ ვერცერტი 1საატიტაც ვერ მოუვლიტ იმ ბავშებს და ლანდვა კი გიადვილდებატ.ხოდა ყველას უპალმა გადაუხადოს იმატვისაც კარგია ისეტ მადლს აკეტებენ ტკვენ მარტო ტორაობტ,მარიამზე ტან იყვნენ გადაყოლილები,გეშინოდეტ ,ამდენი კეტილი და მზრუნველი ხალხი ტუ ხარტ დაეხმარეტ და მიეპერტეტ მზრუნველობა მოკლებულებს და სატორაოდ აგარ გეცლებატ.
mamuka bojgua
21 იანვარი 2016 11:26
ქალბატონო თეა, თქვენ დირექტორის მოადგილე იყავით, კამერები თქვენთან იდგა, ვერ აკონტროლებდით თუ მაინცდამაინც დირექტორს უნდა მიეღო გადაწყვეტილება. თუ ხმას არ იღებდით , მაშინ იცოდეთ ყველაზე მეტი დამნაშავე თქვენ ხართ. ტელევიზიაში რომ გამოიყვანეთ გაურკვეველი წარმონაქმნი (ჩიტაია) ეს გიშველით? ასეთ დროს ინტრიგის ხლართვა არ გცხვენიათ? თუ ნამუსის ნატამალი შეგრჩენიათ დაღუნეთ თავი და წადით, არც ღმერთი გწამთ და არც ადამიანების გრცხვენიათ. ჩიტაიების იმედზე ჩემი მტერი იყოს. ზიზღი თქვენს ადამიანობას!!!!!!!!!!!!!
სხვა სიახლეები
არსებული ინფორმაციით, დაჭრილი კრიმინალური პოლიციის თანამშრომელია.
დაწვრილებით...
2016 წლის 4 მარტს სოფელ გლდანში მომხდარმა დანაშულმა 22 წლის თორნიკე ვარდანაშვილის სიცოცხლე შეიწირა, 20 წლის ლევან ხოკელაშვილი კი მძიმედ დაიჭრა.
დაწვრილებით...
"გამოძიება დაიწო საქართველოს სსკ-ის 315-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც გულისხმობს შეთქმულებას სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად ან ხელში ჩასაგდებად"
დაწვრილებით...
გასულ კვირას პროკურატურამ 2011 წლის 26 მაისს მომიტინგეების დარბევის აქამდე უცნობი ვიდეომასალა გაავრცელა.
დაწვრილებით...
PRIME
"სოფელი დიდხანს ეძებდა პატარას. ბოლოს მისი ცხედარი მარანში, წყლით სავსე ტონანახევრიან ქვევრში იპოვეს. ქვევრს კი ზემოდან ქვა ეფარა"

"ვითხოვ, ჩამოიღონ თაროდან ჩემი შვილის საქმე"
დაწვრილებით...
PRIME
ადვოკატ ლედი ტუკვაძის ინფორმაციით, კანონიერი ქურდი ტარიელ (ტარას) ფოცხვერია, თურქეთის კლინიკაში გარდაიცვალა. იგი 2016 წლის ივნისში სასამართლომ პატიმრობიდან გაათავისუფლა, თუმცა ძალოვანთა პოზიცია კატეგორიული იყო, ისინი მოითხოვდნენ მას ქვეყანა დაეტოვებინა.
დაწვრილებით...
პროკურატურამ ახალაიას და მის ექსხელქვეითებს ახალი ბრალი წაუყენა

"კადრებში ასახულია 2011 წლის 26 მაისს თუ როგორ გასცემს დანაშაულებრივ ბრძანებას დავით ახალაია, რომელიც ითხოვს რუსთაველის გამზირზე შეკრებილი ყველა მომიტინგის დაკავებას და სანაცვლოდ მის თანამშრომლებს ჰპირდება მაღალ პრემიებს"
დაწვრილებით...
"ეს ადამიანები ებრძოდნენ დანაშაულს და დღეს ციხეში არიან. დღეს ზეიმობს დამნაშავეთა სამყარო, უზნაძემ მოატყუა პოლიცია
და ამით სახელმწიფო ინტერესები ზარალდება"

გიორგი კაჭარავა: "ჩემი შეურაცხყოფაა, რომ დღეს მე თურმე ქრთამისტი ვარ... ბესიკ უზნაძემ ორმაგი თამაში ითამაშა და ჩვენ დაგვაკავეს, ის არის მორფინისტი,­ ავადმყოფი ადამიანი..."
დაწვრილებით...
"ვერ გაიგო კაცმა, რატომ აეკრძალა ცოლ-შვილის ნახვა და აღელვებულმა გადაისხა ბენზინი"
დაწვრილებით...
"დემურის წერილი 7 აგვისტოს, 8-ის 10 წუთზეა დაწერილი და ჩემს დასთან მესიჯიც ამ დროს არის გაგზავნილი. პროკურატურას ის რვეულიც აქვს, საიდანაც დემურმა ფურცელი ამოხია და საწერი კალამიც"
დაწვრილებით...
იყიდება სასწრაფოდ.
ქირავდება საბურთალოზე 110 კვ.მ.
იყიდება 2-სართულიანი კერძო სახლი, 6
3 ოთახიანი ბინა 110 კვ.მ.
მასალების გადაბეჭდვა/რეპროდუცირება აკრძალულია, იხილეთ მასალის გამოყენების პირობები