რა აკავშირებდა აზარტული მოთამაშის მკვლელობასთან პროკურორის მკვლელობაში ბრალდებულ ბიძინა კუჭავას?!
რა აკავშირებდა აზარტული მოთამაშის მკვლელობასთან პროკურორის მკვლელობაში ბრალდებულ ბიძინა კუჭავას?!
17-01-2016
შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკვე ოფიციალურად დაადასტურა, რომ სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო სამხარეო პროკურორის, ვახტანგ ქირიას მკვლელობაში ბრალდებული "საქართველოს ხმის" დამფუძნებელი ბიძინა კუჭავაა, რომელმაც 17 იანვარს,  პოლიციის მიერ მისი დევნის ოპერაციისას, თავი მოიკლა. (ფოტოზე: ბიძინა კუჭავა)

შეგახსენებთ, პროკურორი, რომლიც შინიდან 13 იანვარს გავიდა სახლიდან და შინ აღარ დაბრუნებულა, 16 იანვარს თბილისში მოკლული იპოვეს.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე უწყების საზოგადობასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა განაცხადა, ბინა, რომელშიც იპოვეს ქირიას ცხედარი, ბიძინა კუჭავას ჰქონდა დაქირავებული. მისივე ინფორმაციით, გამოძიების თანახმად, ვახტანგ ქირიას გვამის დანაწევრების საწყისი ეტაპისთვის დამახასიათებელი კვალი ემჩნეოდა. შსს ინფორმაციითვე, ვახტანგ ქირიას და ბიძინა კუჭავას ნათესაური და საკმაოდ ახლო კავშირი ჰქონდათ და ჩადენილი დანაშაული ვახტანგ ქირიას სამსახურებრივ მდგომარეობასთან კავშირში არ არის. საქმეზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.

ვახტანგ ქირიას ცხედარი ზუგდიდში, საკუთარ სახლში უკვე გადაასვენეს. მედიის წარმომადგენლებთან კომენტარი გააკეთა მისმა ძმამ, ელდარ ქირიამ: "ზუსტად ვერაფერს გეტყვით, გამოძება მიმდინარეობს და მოტივიც მაშინ გამოიკვეთება და სხვა დეტალებიც". 

"კვირის პალიტრის" არქივში ვიპოვეთ სტატია, რომელიც ორ ძალიან გახმაურებულ მკვლელობას შეეხება, რომელთაგან ერთ-ერთის სასამართლო პროცესზე ბიძინა კუჭავას, როგორც აზარტული მოთამაშის გვარ-სახელიც იყო ნახსენები.

2009 წლის 13 ნოემბერს თბილისში მკვლელობა მოხდა, - 67 წლის თამაზ ნინუა თავისივე ბინაში, მეუღლესთან, 64 წლის ეთერ ნინუასთან ერთად, მოკლული იპოვეს. ცოლ-ქმარს ჭრილობები თავის არეში ცეცხლსასროლი იარაღით ჰქონდათ მიყენებული.ეთერ ნინუა საძინებელში იპოვეს, ხოლო თამაზ ნინუა სავარძელში იყო ჩაცხრილული.

თამაზ ნინუა ზვიად გამსახურდიას ხელისუფლებაში უშიშროების მინისტრად მუშაობდა. თუმცა სკანდალებსა და შავ-ბნელ საქმეებში არასოდეს ყოფილა გახვეული. გამოძიების დაწყებიდან ცხადი იყო ერთი რამ, მკვლელს ნინუები იცნობდნენ, საკუთარი ხელით გაუღეს კარი და სახლშიც შეიყვანეს.

როგორც ჩანს, მკვლელმა მტკიცებულების მოსპობაზეც იფიქრა. როგორც წესი, დანაშაულის გასახსნელად ყველაზე ეფექტიანი გზა, ცხელ კვალზე მაძებარი ძაღლის მეშვეობით გასვლაა. ამ შემთხვევაში ძაღლის გამოყენება ძალოვნებმა ვეღარ შეძლეს, რადგან ცხედრების ირგვლივ, სავარძლებზე, კომპიუტერთან, ერთი სიტყვით, ყველგან, სადაც შეიძლებოდა დამნაშავეს შეხება ჰქონოდა, დაფქული წიწაკა იყო მოყრილი, ამ გზით კი კვალი გაქრა... გამოძიებამ მკვლელობის იარაღს ვერ მიაგნო, თუმცა საქმეში დევს ორი მასრა, რომელბზეც ბალისტიკური ექსპერტიზა ჩატარდა. ამოღებული მასრები უიშვიათესი მოდელის უხმო რევოლვერს ეკუთვნოდა.

მკვლელობიდან რამდენიმე დღეში, კერძოდ, 27 ნოემბერს, ძალოვნებმა განაცხადეს, რომ ყოფილი ფეხბურთელი, 60 წლის თამაზ გოგია ცოლ-ქმრის მკვლელობაში იყო მხილებული. გოგიას მეგობრისა და მისი მეუღლის მკვლელობა დღემდე არ უღიარებია.

სოწრედ მისი სასამართლო პროცესის მიმდინარეობისას ამოტვტივდა კიდევ ერთი 2007 წელს ჩადენილი მძიმე დანაშაული, კერძოდ, ვაკეში მომხდარი გოჩა მაღალდაძის მკვლელობა, რომელიც აზარტული მოთამაშე იყო.

მკითხველს გაუჩნდება ალბათ კითხვა, რა შუაში იყო აზარტული მოთამაშე ამ შემზარავ მკვლელობებთან. საქმე ისაა, რომ 2007 წელს თბილისში, ვაკეში მომხდარი გოჩა მაღალთაძის მკვლელობისა და ნინუების მკვლელობის ხელწერა იდენტური იყო. მაღალდაძის სხეულიდანაც სწორედ ის უიშვიათესი მასრა
ამოიღეს, რაც ნინუებთან და ვერც იქ იპოვეს იარაღი. ოთახშიც ანალოგიური სურათი იყო - ყველგან დაფქული წიწაკა მოყრილი და ელექტროგამათბობელი ჩართული (?!). მაღალთაძესაც სასიკვდილო ტყვია საფეთქელთან ჰქონდა ნასროლი. მაღალთაძის მკვლელობა დღემდე გაუხსნელია და უცნობია მისი მკვლელობის მიზეზიც.

გოგიას სასამართლო პროცესზე მეტად საყურადღებო იყო ერთ-ერთი მოქალაქის ვაჟა ნუცუბიძის დაკითხვა, მას არ დაუმალავს, რომ აზარტული მოთამაშეა და რომ პირველი კაზინო თბილისში მან გახსნა.

"გოჩა მაღალთაძე მოთამაშე იყო. ამ ვითარებაში გავიცანი და საქმეშიც ერთად ვიყავით. კაზინო ჰქონდა გუგულასთან ერთად.... ბიძინა კუჭავას 50. 000 დოლარი და მერაბ ჟორდანიას 69. 000 მოუგო. ჟორდანიამ შემოთვალა, რომ თურქეთის ვალში "გაარასხოდა". კუჭავა დაიკარგა, მერე თქვა, რომ ისევ ითამაშა გოჩასთან და მოუგო. ეს რომ ასე ყოფილიყო, მეცოდინებოდა. კუჭავას ეს ფული მისატანი აქვს მის ოჯახში... 2007 წლის მაისში გოჩა ვაკეში, ნაქირავებ ბინაში მოკლული ვიპოვე...

მეუღლე ეძებდა, ჯერ კაზინო "აჭარაში", მერე მის ნაქირავებ ბინაში მივედი, შემთხვევით ხელი გავკარი კარებს და გაიღო. სააბაზანოსთან გოჩა დასისხლიანებული ეგდო, თავიდან მკვლელობაზე არც მიფიქრია, ვიფიქრე, თავი რაღაცას დაარტყა-მეთქი. მერე შევნიშნე, რომ საფეთქელთან ჰქონდა წერტილი. ცოლს და ყველა ახლობელს დავურეკე. გოჩა მოთამაშე იყო, მაგრამ არავინ გაუმწარებია. ძალიან კარგი ადამიანი იყო. დღემდე სულ მაგას ვფიქრობ, ვინ მოკლა, ვერ წარმოვიდგენ ვინმესთან კონფლიქტი ჰქონოდა. სამორინეები რომ დაიხურა, მერე "მაზავშიკობდა". დღემდე გაურკვეველია, რატომ მოკლეს,"- განაცხადა ნუცუბიძემ" - ვკითხულობთ "კვირის პალიტრის" საარქივო სტატიაში.



ნინო
19 იანვარი 2016 22:07
რა იყოთ მამატმავლობა მოდიდან გადავარდა და ახლა სერიული მკვლელი გახდა მოდური?
alexsandre
18 იანვარი 2016 14:35
გოჩა მაღალდაძე ჩემი ჯგუფელი იყო ერთად ვსწავლობდით მექანიკა-მანქანათმშენებლობის ფაკულტეტზე გეპეიში. ძალიან კარგი ბიჭი იყო. ინსტიტუტის მერე აღარ მინახავს. გვიან გავიგე მისი მკვლელობის შესახებ, ძალიან დამწყდა გული.
სხვა სიახლეები
არსებული ინფორმაციით, ტაქსის მძღოლს ჭრილობა დანით აქვს მიყენებული.
დაწვრილებით...
ქუთაისში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მცირეწლოვანი გარდაიცვალა.
დაწვრილებით...
პროკურატურა ეროსი კიწმარიშვილის ოჯახის წევრის და მისი ადვოკატების მიერ საჯაროდ გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება
დაწვრილებით...


24 ივნისს ქმარ-შვილის მკვლელობაში ბრალდებულის, მაგდა პაპიძის საქმის განხილვა ნაფიცი მსაჯულების მონაწილეობით თბილისის საქალაქო სასამართლოში ექსპერტ-კრიმინალისტის, გვანცა გუჯაბიძის დაკითხვით განახლდა.
დაწვრილებით...
"გავიგონე გია ლორთქიფანიძის საუბარი, რომ არჩევნებამდე, 223-ე მუხლს (ქურდული სამყაროს წევრობა) მისადაგებული ადამიანები კიდევ უნდა გაუშვან საქართველოში და მოაწყონ საბოტაჟი"
დაწვრილებით...
"ჩანაწერებში ეწერა - მოვუმზადო ტანსაცმელი ორივეს, გადავაფარო "სიდენიებს" პარკები და ასე შემდეგ, რითაც ბავშვის მკვლელობის განზრახვამდე მივდივართ"
დაწვრილებით...
მეუღლისა და შვილის მკვლელობაში ბრალდებული მაგდა პაპიძე მისი სასამართლო პროცესების დახურვის მსურველებს პასუხობს.
დაწვრილებით...
"აფხაზეთის დე ფაქტო პროკურატურამ მიმართა დე ფაქტო სასამართლოს, რომ ოთხოზორიას მკვლელი დააკავონ"
დაწვრილებით...
"დაკავებულის პირადი ჩხრეკისას ამოღებულია მის სახელზე გაცემული უკრაინის რესპუბლიკის პასპორტი"
დაწვრილებით...
სასწრაფოდ! იყიდება ბინა ახალ აშენებულ
ქირავდება დღიურად, კორპუსის იზოლირებული კომფორტული
იყიდება შავი კარკასი საბურთალოს ცენტრში,
გამჭოლი ბინა დოლიძეზე. გარემონტებული
მასალების გადაბეჭდვა/რეპროდუცირება აკრძალულია, იხილეთ მასალის გამოყენების პირობები