"დაჭრილი ეზოდან რამდენიმე მეტრში დაეცა და გარდაიცვალა" - მკვლელობით დასრულებული ოჯახური კონფლიქტი
"დაჭრილი ეზოდან რამდენიმე მეტრში დაეცა და გარდაიცვალა" - მკვლელობით დასრულებული ოჯახური კონფლიქტი
23-01-2016
"საცოდავი მერაბი, პატიოსანი, მშრომელი კაცია. მისი ხმამაღალი სიტყვა არავის გაუგია, შვილებსა და ოჯახზე იყო გადაყოლილი. ტყიბულის შახტაში მუშაობდა და სულ სახლისკენ ეჩქარებოდა, - ავადმყოფ მეუღლეს თავისი ხელით აჭმევდა"

რამდენიმე დღის წინ, ტყიბულის რაიონის სოფელ საწირეში ოჯახური კონფლიქტის ნიადაგზე დაწყებული კამათი მხვერპლით დასრულდა - სიმამრმა მერაბ გოგელაშვილმა სიძე პაატა ქასრაშვილის მოკლა. შსს-მ განზრახ მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა.
სამართალდამცავთა თქმით  1957 წელს დაბადებული მერაბ გოგელაშვილი მომხდარიდან მოკლე ხანში დააკავეს.

ადგილობრივების ინფორმაციით, მკვლელობაში ბრალდებულს სამი ქალიშვილი ჰყავს, რომელთაგან ნაბოლარა დაახლოებით თვენახევრის წინ გათხოვდა პაატა კასრაშვილზე, რომელიც რამდენჯერმე იყო ნასამართლევი.

"ახლადშექმნილ ოჯახს მუდმივად პრობლემები ჰქონდა, - მუდმივად ჩხუბობდნენ და რიგდებოდნენ... ერთი თვის წინაც დაცილდნენ. გარდაცვლილი დროდადრო მიდიოდა ყოფილი მეუღლის სახლში, მასა და მისი ოჯახის წევრებს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა და აყალმაყალის შემდეგ, იქაურობას ტოვებდა... იმ დილითაც მივიდა მათ ოჯახში, თან დანა ჰქონია... ცოლს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და მსუბუქად დაჭრა ოჯახის კიდევ ერთი სიძე. კონფლიქტში ჩაერია სიმამრი და სიძე თავისივე დანით დაჭრა, რომელიც ეზოდან გასული, რამდენიმე მეტრში დაეცა და გარდაიცვალა... მკვლელობაში ეჭვმიტანილი, მერაბი, რომელსაც ჩვენ, შინაურობაში "ჭიჭას" ვეძახით, ტანდაბალი, მაგრამ მკვირცხლი კაცია. არავინ იცის, რა მოხდა და რატომ გამოიყვანა ასე მოთმინებიდან ამ ხნის კაცი იმ უბედურმა. ჭიჭა, ოჯახს გადაყოლი, მზრუნველი ქმარი და მამა იყო. მისი მეუღლე წლებია ლოგინად არის ჩავარდნილი და ეს კაცი მას მზრუნველობას არ აკლებდა. შვილები თავად დაზარდა, მაგრამ ეს მესამე ქალიშვილი ამ მრავალჯერ ნასამართლევს გადაეყარა და ამ მცირე დროის განმავლობაში მუდმივად დავიდარაბაში იყვნენ..." - ყვება ოჯახის ახლობელი.

თენგიზ ლომთაძე, სოფელ საწირეს გამგებელი:
- მერაბს ყველა მეოჯახე კაცადა - კარგ მეუღლედ და მამად იცნობს. მისი შვილი, ახლახან გათხოვდა -
ოჯახისგან მალულად გაიპარა და ტყიბულში მცხოვრებ პაატა კასრაშვილს გაჰყვა ცოლად... სიძეს, როგორც ამბობენ, ტყიბულში ჰქონდა სახლი, მაგრამ რადგან მის მეუღლეს ავადმყოფი დედა ჰყავდა, უმეტესად აქეთ იყვნენ. ბოლო ერთი კვირაა, სიმამრთან გადმოსულან საცხოვრებლად, მაგრამ მუდმივად უსიამოვნება ჰქონიათ. ამბობენ, რომ ფიზიკურ შეუარცხყოფას აყენებდა ახალშერთულ მეუღლეს... შემდეგ, ჩხუბის ნიადაგზე ეს კაცი წასულა სახლიდან. ტრაგედიის დღეს კი მივარდნია მათ, იმუქრებოდა და ჩხუბობდა თურმე. მერე ეტყობა, კონფლიქტი გამწვავდა და საქმეში მეორე სიძე ჩაერია... მეზობლები ამბობენ, რომ ამ კაცს ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა. 35 წელზე მეტის იქნებოდა. რამდენჯერმე იყო ნასამართლევი და ეტყობა, წარსულმა მძიმე კვალი იქონია მასზე... საცოდავი მერაბი, პატიოსანი, მშრომელი კაცია. მისი ხმამაღალი სიტყვა არავის გაუგია, შვილებსა და ოჯახზე იყო გადაყოლილი. ტყიბულის შახტაში მუშაობდა და სულ სახლისკენ ეჩქარებოდა, - ავადმყოფ მეუღლეს თავისი ხელით აჭმევდა. უფროსი ქალიშვილებიდან შვილიშვილები ჰყავს, რომელზეც მერაბი გიჟდებოდა. ჩვეულებრივი, მეოჯახე კაცი იყო. მასზე ცუდი არავის სმენია...

- ბრალდებული დაკავებულია, ხომ?

- დიახ, სიძე, ჭრილობის მიყენებიდან რამდენიმე წუთში გარდაიცვალა. ადგილზე პატრულის თანამშრომლები მოვიდნენ და მერაბი იქ დახვდათ... რა თქმა უნდა, მაშინვე გადაიყვანეს განყოფილებაში. მას დამალვა არც კი უცდია... ეს არის უბედურება, დაიღუპა ახალგაზრდა კაცი, გაუბედურდა საცოდავი მერაბი და მისი ოჯახი...

ლალი პაპასკირი (სპეციალურად საიტისთვის)

nino
27 იანვარი 2016 10:11
ხო და ამიტომ ასეტი გარეწარი და საზოგადოებისტვის საშიში პირი რომ მოაშორა უნდა დააჯილდოვონ. აი ასეტი უკუგმა კანონებია ჩვენტან, არ უყურებენ და არ კიტხულობენ დამნასშავის წარსულს, ყველას ერტ ქვაბშI ხარშავენ,
qasrashvili
27 იანვარი 2016 00:28
Chicha sauketeso meugle da mamaa.ris ganzrax mkvleloba.tavs da shvils icavda gsrewrisgan.
სხვა სიახლეები
ქუთაისი-სამტრედიის შემოვლით გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა სამი და დაშავდა ოთხი ადამიანი.
დაწვრილებით...
არაოფიციალური ინფორმაციით, ბექა წივწივაძე საქართველოში ჩინეთიდან ჩამოვიდა, რა დროსაც ნარკოტიკული საშუალება, ე.წ. ჰაშიში აღმოაჩნდა
დაწვრილებით...
„ინტერპოლმა“ განიხილა ჩემი საქმე და ძებნა მოხსნა"
დაწვრილებით...
ფონიჭალაში 20 წლის კიუნაი ისაევას ქმარმა ყელი გამოსჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცავებმა იმავე დღესვე დააკავეს მკვლელობაში ბრალდებული
დაწვრილებით...
სპორტსმენი და ყოფილი ტელეწამყვანი ლევან როსტოშვილი, იგივე როსტო და მსახიობი ლაშა კურტანიძე 2016 წლის 5 მაისს ნარკოდანაშაულისთვის დააკავეს
დაწვრილებით...
20 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლოში ცენტრ პოინტის” საქმის განხილვა, რომელზეც ბრალდებულები მაია რჩეულიშვილი, რუსუდან კერვალიშვილი და კომპანია „დექსუსის“ დამფუძნებელი ივანე ცაგურია არიან, განახლდა
დაწვრილებით...
არსებული ინფორმაციით, მამაკაცები გადატეხილი ბოთლით არიან დაჭრილები.
დაწვრილებით...
"მე გახლავართ გიორგი დგებუაძე, 18 წლის სტაჟის მქონე ვიცე-პოლკოვნიკი და ვფიქრობ, ჩემს მოვალეობას პირნათლად ვასრულებდი"
დაწვრილებით...
იყიდება ერთიანი გადახდით 41კვ.მ (30.2
ბინა კარგ მდგომარეობაშია!
ქირავდება 1,5 ოთახიანი ბინა დღიურად,
სასწრაფოდ! იყიდება სახლი ბორჯომში, კეთილმოწყობილი
მასალების გადაბეჭდვა/რეპროდუცირება აკრძალულია, იხილეთ მასალის გამოყენების პირობები