"რუსეთის ექსპრეზიდენტი მედვედევიც უნდა მიეცეს პასუხისგებაში" - ბენსუდას აგვისტოს ომის გამოიძიების ნება დართეს
"რუსეთის ექსპრეზიდენტი მედვედევიც უნდა მიეცეს პასუხისგებაში" - ბენსუდას აგვისტოს ომის გამოიძიების ნება დართეს
27-01-2016
ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ, პროკურორ ფატუ ბენსუდას საქართველოს საქმესთან დაკავშირებით გამოძიების დაწყების ნება დართო.

აღნიშნული ინფორმაცია ჰააგის სასამართლოს ოფიციალურ ვებგვერდზე ვრცელდება. საქმე ეხება 2008 წლის 1-ელი ივლისიდან 10 ოქტომბრამდე ე.წ სამხრეთ ოსეთში განვითარებულ მოვლენებს, რომელიც სასამართლო კოლეგიის დასკვნით, ჰააგის სასამართლოს იურისდიქციაშია. "მოთხოვნის და დამატებითი მასალების შესწავლის შედეგად, მოსამართლეებმა დაასკვნეს, რომ არსებობს გონივრული საფუძველი ვიფიქროთ, რომ დანაშაული ჰააგის სასამართლოს იურისდიქციას ეკუთვნის. ჩადენილ იქნა სისხლის სამართლის დანაშაული კაცობრიობის წინააღმდეგ, მაგალითად მკვლელობა, მოსახლეობის იძულებით გადაადგილება და დევნა, ასევე ომის დანაშაულები, როგორიცაა სამოქალაქო პირებზე თავდასხმები, წინასწარ განზრახული მკვლელობები, თავდასხმები მშვიდობისმყოფელებზე, ქონების განადგურება, ძარცვის ფაქტები, რომლებიც 2008 წლის 1-ელი ივლისიდან 10 ოქტომბრამდე შეიარაღებული კონფლიქტის კონტექსტში დაფიქსირდა", - წერია ჰააგის სასამართლოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში. პროკურორმა ფატუ ბენსუდამ სასამართლოს გამოძიების დაწყებაზე ნებართვის შუამდგომლობით 2015 წლის 13 ოქტომბერს მიმართა. პროკურორის აზრით, არსებობს გონივრული საფუძველი, ვირწმუნოთ, რომ აღნიშნული კონფლიქტის კონტექსტში ადგილი ჰქონდა ომის და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებს.

შეგახსენებთ, ქალბატონი ფატუ ბენსუდა საქართველოში გასული წლის ოქტომბერში იმყოფებოდა. ქალბატონი პროკურორის იჟამინდელი განცხადებით,  არსებობს გონივრული საფუძველი ვარაუდისთვის, რომ აღნიშნული კონფლიქტის კონტექსტში ადგილი ჰქონდა ომის და ადამიანურობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებს, რაშიც იგულისხმება ეთნიკური ქართველების სამხრეთ ოსეთიდან განდევნის კამპანია და მშვიდობისმყოფელებზე ქართველი და ოსი შეიარაღებული ძალების თავდასხმები. ოქტომბერშივე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჰააგის პროკურორის შუამდგომლობას გამოძიების დაწყების თაობაზე თან ახლდა დახურული სია პირებისა, ვისაც, შესაძლოა, სამხედრო დანაშაულში მონაწილეობა დაუმტკიცდეთ. თუმცა,­ ფატუ ბენსუ­დამ განაცხადა, რომ ჯერ არც ერთი ეჭვმიტანილი იდენტიფიცირებული არ არის და შეუძლებელია იმის თქმა, იკვეთება თუ არა ამ საქმეში პუტინის, მედვედევის, კოკოითის ან ქართული მხარის რომელიმე წარმომადგენლის ბრალეულობა. პროკურორმა ასევე თავი შეიკავა მოწმეთა ვინაობის დასახელებისგან.

ვისი პასუხისმგებლობა შეიძლება დადგეს? - ამ კითხვას ექსპერტი მამუკა არეშიძე ასე პასუხობდა:

"- ჩვენ თუ მაგალითისთვის მილოშევიჩის საქმეს გავიხსენებთ, მის ბრალდებებში მთავარი ადგილი უჭირავს მის მიერ გამოცემულ ბრძანებებს, რომლებიც ეთნიკური წმენდის ნიშნებს შეიცავს, ასევე
იმ მხარდაჭერას, რასაც ის უცხადებდა კოსოვოში მიმდინარე პროცესებს და ადგილობრივი მოსახლეობის განადგურებას. თუ დღეს კონკრეტული ადამიანების პასუხისმგებლობაზე ვლაპარაკობთ, ეს შეეხება, უპირველესად, იმ თანამდებობის პირებს, ვინც ბრძანებები გასცა და განცხადებები აკეთა ამა თუ იმ ეროვნების ხალხის განადგურების მიზნით. ასეთი ფიგურა 2008 წლის ომის დროს იყო კოკოითი, რომელიც კამერების წინ მოუწოდებდა ქართული სოფლების განადგურებისკენ; ამიტომ დარწმუნებული ვარ, ის აუცილებლად მოხვდება დამნაშავეთა სიაში. თბილისში ბევრს აქვს იმედი, რომ თუ ჰააგის სასამართლო გამოიძიებს ომის საქმეს, დასასჯელთა შორის მიხეილ სააკაშვილიც იქნება. ვერაფერს გამოვრიცხავთ, მაგრამ, ჩემი აზრით, საქმე ცოტა სხვანაირად წარიმართება. სააკაშვილმა ამ ომში თავისი წილი დანაშაულიც ჩაიდინა და შეცდომებიც დაუშვა. მისი მთავარი შეცდომა ის არის, რომ კარგად იცოდა, რუსეთი ომისთვის ემზადებოდა, მაგრამ მაინც გაამწვავა სიტუაცია, ანუ დაგებულ ხაფანგში გაყო თავი. ვემიჯნები იმ აზრს, რომ სააკაშვილმა დაიწყო ომი. მან დაიწყო კონკრეტული
ბრძოლა, რაც დიდი შეცდომა იყო, მაგრამ ეს არ ყოფილა ომის დასაწყისი. სამწუხაროდ, ჩვენმა პროკურატურამ ამ საქმის გამოსაძიებლად ვერაფერი გააკეთა.

წესით, ომის გაჩაღების ბრალდებით რუსეთის იმჟამინდელი პრეზიდენტი მედვედევიც უნდა მიეცეს პასუხისგებაში, მაგრამ ეს ადვილი არ იქნება.

- ამ პროცესიდან საქართველომ რა მოგება შეიძლება ნახოს?
- საქართველოს საკითხი კვლავ დაბრუნდება მსოფლიოს დღის წესრიგში, მაგრამ ეს დაბრუნება წარმატებული იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ უტყუარ და სერიოზულ დოკუმენტაციას წარვადგენთ. ეს უნდა იყოს ძირისძირობამდე გამოკვლეული და მტკიცებულებებითა და მოწმეთა ჩვენებებით გამყარებული დოკუმენტები. უამრავი მასალაა დაგროვილი საქართველოს სხვადასხვა უწყებაში, რომელთაც საომარ მოქმედებებთან პირდაპირი ან ირიბი შეხება ჰქონდათ. ამ ინფორმაციის მოძიებაა საჭირო. მივიჩნევ, რომ იუსტიციის მინისტრი ამ პროცესში მთავარი ფიგურა უნდა იყოს, თუმცა, აუცილებელია სამთავრობო კომისიის შექმნაც, რათა უკლებლივ ყველა მნიშვნელოვანი მასალა მოგროვდეს, მაგალითად, ცხელი ხაზის მასალები..."

იხილეთ ასევე: ვინ არის ფატუ ბენსუდა, პროკურორი ქალბატონი, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომის გამოძიებას აპირებს

პაატა
06 თებერვალი 2016 12:15
ბიმოს,ლიტვიის პრეზიდენტმა დალია გრიბაუსკაიტემ ბალტიის ერთერთ ფორუმზე განაცხადა,>>სანამ რუსეთი საქართველო უკრაინის ოკუპაციას ახდანს,მასთან არსად გავწევრიანდებით>>,ამ დროს საქართველოში იღებენ ფილმს 9+1.ბერა ივანიშვილის კომპანია ხაინდრავას რეჟისორობით,სპეციალურად ამ დოკუმენტური სერიალისთვის ჩამოდიან რუსული საზოგადოებრივი მაუწყებლობის ანუ ,,პერვი კანალის,,-ის დოკუმენტალისტები,ხოლო აგვისტოს ომის შესახებ
ბიმო
01 თებერვალი 2016 11:47
.საქართველოს ტერიტორია 1918-1921 წლებში მოიცავდა 107 6000 კვადრატულ კილომეტრს. ბოლშევიკების ოკუპაციის შემდეგ რუსეთმა მიისაკუთრა საქართველოს 4 400 კვ. კმ. ტუაფსეს აქეთ მდებარე სოჭის ოლქი და აფაზეთის კუთვნილი ტერიტორიის ნაწილი პილენკოვო, ახლანდელი განთიადი..
....საკუთარი ერის სიძულვილით დაავადებულმა, რუსეთის იმპერიის მესვეურებმა სტალინმა და ორჯონიკიძემ აზერბაიჯანს უფეშქაშეს 6 000 კვ. კმ., – ზაქათალის ოლქი, გარეჯის ველი, ყარაიაზის სექტორი, ელდარი 92 600 მცხოვრებით, სომხეთს კი 4 600 კვ. კმ. – ლორე-ალავერდის მხარე 38 ათასი მცხოვრებით,
რუსეთმა თურქეთს კი სამუდამო მფლობელობაში გადასცეს 23 000 კვ. კმ. – 200 ათასამდის მცხოვრებით.
.....საბოლოო ჯამში 1921 წლიდან საქართველომ რუსეთის იმპერიის თაოსნობით დაკარგა ტაო-კლარჯეთი, სპერი, შავშეთი, ერუშეთი, არტაანი, ატოცი, ჭანეთი, ტაშირი, ჩრდილი, ჰერეთი, ბამბაკი, დვალეთი. ამას დავუმატოთ სტალინის მიერ შექმნილი ავტონომიების აფხაზეთისა და შიდა ქართლის ტერიტორიები – 8 600 კვ. კმ. და 3 885 კვ კმ. საერთო ჯამში 40 585 კვ. კმ. ეს ფართობი უტოლდება ევროპის მთელი რიგი სახელმწიფოების – ბელგიის (30 528 კვ. კმ.) შვეიცარიის (41 285 კვ. კმ.) და ნიდერლანდების (41 528 კვ. კმ) ტერიტორიებს....
რუსეთის იმპერიულ ომებს(1-2 მსოფლიო ომები) 450 000 ქართველი შეეწირა, ცარიზმის და ბოლშევიზმის რეპრესიებით ერთი იმდენი დაიღუპა, მარტო 1828-31 წლებში ბოროტების იმპერიამ 70 ათასი ქართველი გადაასახლა საქართველოდან... 1991-92 წლების რუსულ გადატრიალების შედეგად 1,5 მილიონმა ქართველმა დატოვა საქართველო, 30 000 ადამიანი იმსხვერპლა რუსეთ -საქართველოს ომმა აფხაზეთსა და სამაჩაბლოში, ეთნიკური წმენდის გამო 500 000 ადამიანი აქციეს ლტოლვილად...
- რუსეთის იმპერიის მიერ მოკლულია საუკეთესო ქართველობა - მიტროპოლიტი ,წმ. დოსითეოზ ქუთათელი, წმ. დიმიტრი ყიფიანი, წმ.ილია მართალი , კათალიკოსი ,წმ.კირიონი,კათალიკოსი, წმ.ამბროსია ხელაია , კოტე აფხაზი, მიხა ხელაშვილი , სანდრო ახმეტელი , ევგენი მიქელაძე, მარო მაყაშვილი , იუნკრები,მიხა ხელაშვილი, 9 აპრილის გმირები , მიხეილ ჯავახიშვილი ,ზვიად გამსახურდია, მერაბ კოსტავა, გიორგი ანწუხელიძე, კამანის,გუმისთის,შინდისის გმირები ..
ნეოკუმუნისტებმა შევარდნაძემ,სიგუამ,იოსელიანმა,კიტოვანმა...აფხაზეთი და სამაჩაბლო,ლარსის ,თუშეთის ,მამისონის ..მხარე სულ 15-17 ათასი კვ.კმ გადასცეს რუსეთს დაგომისის 1992 წლის 24 ივნისის ,სოჭის 1993 წლის 27 ივლისის და 1992 წლის სექტემბრის მოსკოვის გარიგებით.
სხვა სიახლეები
"გამოძიება დაიწო საქართველოს სსკ-ის 315-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც გულისხმობს შეთქმულებას სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად ან ხელში ჩასაგდებად"
დაწვრილებით...
გასულ კვირას პროკურატურამ 2011 წლის 26 მაისს მომიტინგეების დარბევის აქამდე უცნობი ვიდეომასალა გაავრცელა.
დაწვრილებით...
PRIME
"სოფელი დიდხანს ეძებდა პატარას. ბოლოს მისი ცხედარი მარანში, წყლით სავსე ტონანახევრიან ქვევრში იპოვეს. ქვევრს კი ზემოდან ქვა ეფარა"

"ვითხოვ, ჩამოიღონ თაროდან ჩემი შვილის საქმე"
დაწვრილებით...
PRIME
ადვოკატ ლედი ტუკვაძის ინფორმაციით, კანონიერი ქურდი ტარიელ (ტარას) ფოცხვერია, თურქეთის კლინიკაში გარდაიცვალა. იგი 2016 წლის ივნისში სასამართლომ პატიმრობიდან გაათავისუფლა, თუმცა ძალოვანთა პოზიცია კატეგორიული იყო, ისინი მოითხოვდნენ მას ქვეყანა დაეტოვებინა.
დაწვრილებით...
პროკურატურამ ახალაიას და მის ექსხელქვეითებს ახალი ბრალი წაუყენა

"კადრებში ასახულია 2011 წლის 26 მაისს თუ როგორ გასცემს დანაშაულებრივ ბრძანებას დავით ახალაია, რომელიც ითხოვს რუსთაველის გამზირზე შეკრებილი ყველა მომიტინგის დაკავებას და სანაცვლოდ მის თანამშრომლებს ჰპირდება მაღალ პრემიებს"
დაწვრილებით...
"ეს ადამიანები ებრძოდნენ დანაშაულს და დღეს ციხეში არიან. დღეს ზეიმობს დამნაშავეთა სამყარო, უზნაძემ მოატყუა პოლიცია
და ამით სახელმწიფო ინტერესები ზარალდება"

გიორგი კაჭარავა: "ჩემი შეურაცხყოფაა, რომ დღეს მე თურმე ქრთამისტი ვარ... ბესიკ უზნაძემ ორმაგი თამაში ითამაშა და ჩვენ დაგვაკავეს, ის არის მორფინისტი,­ ავადმყოფი ადამიანი..."
დაწვრილებით...
"ვერ გაიგო კაცმა, რატომ აეკრძალა ცოლ-შვილის ნახვა და აღელვებულმა გადაისხა ბენზინი"
დაწვრილებით...
"დემურის წერილი 7 აგვისტოს, 8-ის 10 წუთზეა დაწერილი და ჩემს დასთან მესიჯიც ამ დროს არის გაგზავნილი. პროკურატურას ის რვეულიც აქვს, საიდანაც დემურმა ფურცელი ამოხია და საწერი კალამიც"
დაწვრილებით...
გასულ კვირას ხობის ერთ-ერთ სოფელში ოჯახური კონფლიქტი ტრაგედიით დასრულდა - ისრაელიდან მეუღლესა და შვილებთან ერთად საქართველოში ჩამოსულმა არაბმა, 53 წლის იოსეფ ამარმა, მეუღლის მშობლების სახლის წინ ბენზინი გადაისხა და თავი დაიწვა. მისი გადარჩენა სცადეს, თბილისში, დამწვრობის ცენტრში გადმოიყვანეს, მაგრამ...
დაწვრილებით...
თავდამსხმელები შეიარაღებულები იყვნენ
დაწვრილებით...
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
6 – ოთახიანი 310კვმ ფართის
სასწრაფოდ! იყიდება ბინა საბურთალოზე, სანდრო
გირავადება ბინა სასწრაფოდ! 25000$-ად
იყიდება ვიტრაჟული, მე-2 სართულის კომერციული-საოფისე
მასალების გადაბეჭდვა/რეპროდუცირება აკრძალულია, იხილეთ მასალის გამოყენების პირობები