ჰააგის პროკურორის შეგროვილ მასალებში მნიშვნელოვან ადგილს გიორგი ანწუხელიძის საქმეც იკავებს (ექსკლუზივი) - კვირის პალიტრა

ჰააგის პროკურორის შეგროვილ მასალებში მნიშვნელოვან ადგილს გიორგი ანწუხელიძის საქმეც იკავებს (ექსკლუზივი)

გაზეთი "კვირის პალიტრა" ექსკლუზიურად გთავაზობთ საქმეებს, რომლებსაც ჰააგის სასამართლოს პროკურორი ფატუ ბენსუდა პირველ რიგში გამოიძიებს.

გამოძიება ორი მიმართულებით წარიმართება - ეთნიკური ქართველების მკვლელობა, იძულებით გადაადგილება და დევნა, მათი ქონების განადგურება და ძარცვა სამხრეთოსური ძალების მიერ, რუსული ძალების შესაძლო მონაწილეობით; სამხრეთოსური ძალების მიზანმიმართული თავდასხმები ქართველ სამშვიდობოებზე და რუს სამშვიდობოებზე თავდასხმები ქართული ძალების მიერ.

ფაქტების კვალდაკვალ

ჰააგის სასამართლოში შესული საჩივრების, ტალიავინის დასკვნისა და "აგვისტოს ომში" მონაწილე მხარეების მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე ჰააგის პროკურორი გამოძიებას იწყებს. გამოძიების მასალებში, მთავარი ტერიტორიები, სადაც სავარაუდოდ, დანაშაული ფიქსირდება, მოიცავს: ცხინვალის ჩრდილოეთით მდებარე ქურთას მუნიციპალიტეტის ეთნიკურ ქართულ სოფლებს; ცხინვალის ჩრდილო-აღმოსავლეთით - ერედვის მუნიციპალიტეტის ეთნიკურ ქართულ სოფლებს; ცხინვალის სამხრეთ-აღმოსავლეთით - თიღვას მუნიციპალიტეტის ეთნიკურ ქართულ სოფლებს; ბუფერულ ზონაში მდებარე გორის სოფლებს.

....

გამოძიების მასალების მიხედვით, სავარაუდო დანაშაულები, რომლებიც ეთნიკური ქართველების იძულებით გადაადგილებასთან არის დაკავშირებული, ე.წ. სამხრეთ ოსეთის ძალების მიერ დე ფაქტო პრეზიდენტის, ედუარდ კოკოითის ბრძანებით განხორციელდა. ე.წ. სამხრეთ ოსეთის ძალებს კი, როგორც ჩანს, მხარს არარეგულარული პარტიზანული დაჯგუფებები უჭერდნენ. მილიციის დაჯგუფებებს იმ ზონის სახელს არქმევდნენ, რომელზეც პასუხისმგებელი იყვნენ. მაგალითად, ე.წ. სამხრეთ ოსეთის მილიციის დაჯგუფება "კოკათელები" კოკათის ტერიტორიაზე მოქმედებდა, "დმენისელების" - სოფელი დმენისი იყო.

ჰააგის პროკურორის ოფისმა შეაგროვა ფაქტები სქესობრივ და გენდერულ საფუძველზე ჩადენილ ძალადობაზეც. არსებული ინფორმაციით ეს დანაშაულები განსაკუთრებული სისასტიკით არის ჩადენილი. მსხვერპლს აიძულებდნენ ეყურებინა, როგორ ასწორებდნენ მიწასთან მათ საცხოვრებელს. ამ სასტიკი კამპანიის შედეგად, ეთნიკური ქართველების სამოქალაქო მოსახლეობის რაოდენობა ე.წ. სამხრეთ ოსეთში საგრძნობლად შემცირდა, მინიმუმ 75%-ით ნაკლებია.

გამოძიების მასალებში მნიშვნელოვან ადგილს იკავებს მეოთხე ბრიგადის 41-ე ბატალიონის კაპრალის, 23 წლის გიორგი ანწუხელიძის, კახაბერ ხუბულურისა და შმაგი სოფრომაძის საქმეებიც.

გახდი გაზეთ "კვირის პალიტრის" ხელმომწერი უკვე ინტერნეტში, შეიძინე სასურველი პაკეტი და იხილე სრულად სტატია: საქმეები, რომლებსაც ბენსუდა პირველ რიგში გამოიძიებს (ექსკლუზივი)