თბილისში მშენებარე კორპუსიდან ჩამოვარდნის შედეგად მამაკაცი გარდაიცვალა - კვირის პალიტრა

თბილისში მშენებარე კორპუსიდან ჩამოვარდნის შედეგად მამაკაცი გარდაიცვალა

ქავთარაძის ქუჩაზე, მრავალსართულიანი მშენებარე კორპუსიდან მამაკაცი გადმოვარდა და ადგილზე გარდაიცვალა.

შემთხვევის ადგილზე მყოფი ადამიანების განცხადებით, შუა ხნის მამაკაცი მშენებარე კორპუსის მე-8 სართულიდან ჩამოვარდა. გარდაცვლილი მშენებლობაზე შვილთან ერთად მუშაობდა.

მშენებარე კორპუსიდან მუშების ევაკუაცია განხორციელდა. ადგილზე მუშაობენ ექსპერტ-კრიმინალისტები.

მომხდარზე გამოძიება უკვე დაიწყო. როგორც  შსს-ში აღნიშნეს, საქმე 240-ე მუხლით აღიძრა, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

ვიდეო

"ინტერპრესნიუსი"