კახეთში 15 წლის გოგონა სანადირო თოფიდან გასროლით დაიჭრა - კვირის პალიტრა

კახეთში 15 წლის გოგონა სანადირო თოფიდან გასროლით დაიჭრა

გოგონას მუცლის ღრუს ორგანოები აქვს დაზიანებული და მდგომარება მძიმეა

ახმეტის რაიონის სოფელ მატანში, სანადირო თოფიდან გასროლით 15 წლის გოგონა დაიჭრა.

თვითმხილველების თქმით, მეზობელს თოფი შემთხვევით გაუვარდა. სხეულის დაზიანებებით მოზარდი ჯერ ახმეტის, მოგვიანებით კი თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც გადაუდებელი ოპერაცია უტარდება.

ექიმების თქმით, გოგონას მუცლის ღრუს ორგანოები აქვს დაზიანებული და მდგომარება მძიმეა.

გოგონას დაჭრის ფაქტზე ერთი პირია დაკავებული. როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, ეჭვმიტანილი ცხელ კვალზე დააკავეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108 მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

"ინტერპრესნიუსი" კახეთში 15 წლის გოგონას დაჭრის ფაქტზე ერთი პირია დაკავებული. როგორც "ინტერპრესნიუსის" შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, ეჭვმიტანილი ცხელ კვალზე დააკავეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108 მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.