ბიძინა კუჭავას ავტოფარეხში ძვალი იპოვეს - კვირის პალიტრა

ბიძინა კუჭავას ავტოფარეხში ძვალი იპოვეს

არ წყდება სკანდალები ვახტან ქირიას მკვლელობისა და ბიძინა კუჭავას თვითმკვლელობის გარშემო.

"რუსთავი 2" ავრცელებს ინფორმაციას, რომ რადიო "საქართველოს ხმის" დამფუძნებელის, აწ გარდაცვლილი ბიძინა კუჭავას ავტოფარეხის საგამოძიებო შესწავლისას, ძვალი იპოვეს, რომლის წარმომავლობაც უცნობია. ტელევიზიის ინფორმაციით, ამას კუჭავას ქვრივი მარინა ნიკოლოზაშვილიც ადასტურებს. სამართალდამცავთა თქმით კი, ავტოფარეხში მნიშვნელოვანი ნივთმტკიცებებია ნაპოვნი. შეგახსენებთ, ბიძინა კუჭავა ბრალდებულია პროკურორ ვახტან ქირიას მკვლელობაში, რომელემაც, ოფიციალური ინფორმაციით, პოლიციის მიერ მისი დევნისას თავი მოიკლა.

ბიძინა კუჭავას ავტოფარეხში გუშინ გვიან ღამემდე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობდნენ. ლევან სამხარაულის ბიუროს ექსპერტებმა სპეციალური გეორადარით სამუშაოები ჩაატარეს და მასალები ბიუროში გადააგზავნეს. ბიძინა კუჭავას ოჯახის განცხადებით, ექსპერტებმა ავტოფარეხის ქვეშ ნიადაგიც შეამოწმეს.

ექსპერტიზის პასუხი ორ დღეში გახდება ცნობილი.