31 წლის ქალი ყოფილმა მეუღლემ მოკლა - კვირის პალიტრა

31 წლის ქალი ყოფილმა მეუღლემ მოკლა

თბილისში, კუკიის დასახლებაში, 31 წლის ქალბატონი ყოფილმა მეუღლემ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, განზრახ მკვლელობის ბრალდებით 1976 წელს დაბადებული აბრამ ზ. თბილისში დანაშაულის ჩადენიდან რამდენიმე საათში დააკავა.

გამოძიების ინფორმაციით, დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 6 თებერვალს, ღამით, თბილისში, კუკიის დასახლებაში, უფლისციხის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე ყოფილ მეუღლეს - 1984 წელს დაბადებულ ლია ტ.-ს ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით თავის არეში სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი ადგილზე გარდაიცვალა. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - მაკაროვის სისტემის პისტოლეტი ნივთმტკიცებად ამოიღო. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. გამოძიება განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით მიმდინარეობს.

"ინტერპრესნიუსი"