"პაპიძეს არ უთქვამს, რომ პოლიციელთა ძალადობის გამო მუცელი მოეშალა" - რას ჰყვება სახალხო დამცველი ქმრისა და შვილის მკვლელობაში ბრალდებულზე?!
"პაპიძეს არ უთქვამს, რომ პოლიციელთა ძალადობის გამო მუცელი მოეშალა" - რას ჰყვება სახალხო დამცველი ქმრისა და შვილის მკვლელობაში ბრალდებულზე?!
08-02-2016
"ვიცოდი, რომ მაგდა ფეხმძიმედ იყო და "კაპეზეში" გადაყვანის დროს არაადამიანური მოპყრობის გამო შეუწყდა ორსულობა"

წლის ყველაზე სასტიკ მკვლელობაში ბრალდებული 26 წლის მაგდა პაპიძის საქმეზე სასამართლო სხდომა 10 თებერვალს არის დანიშნული. ახალგაზრდა ქალი ქმარ-შვილის - 27 წლის ომარ და 5 წლის თორნიკე ქაფიაშვილების მკვლელობას არ აღიარებს, თუმცა მას წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.

პროკურატურის მტკიცებით, "19 დეკემბერს, ღამით, მეუღლეზე განაწყენებულმა მაგდა პაპიძემ ქმარი თავში უროს ჩარტყმით მოკლა, 5 წლის შვილი კი გაგუდა.
ბრალდების ცნობით, ტრაგედიამდე სამი დღით ადრე მაგდა პაპიძემ დიდუბეში 25 ლარად ურო შეიძინა და სწორედ ის ურო ჩაარტყა თავში მძინარე მეუღლეს, შემდეგ ბინაში იატაკი მორეცხა, თუმცა ოთახის დათვალ­იერებისას ექსპერტებმა კედელზე სისხლის კვალი მაინც იპოვეს. სისხლიანი ურო პაპიძემ ნაგვის ურნაში ჩააგდო, იქვე გადაყარა ზეწარი, სისხლიანი ქაღალდის ხელსახოცები, თეფშის ნამსხვრევები და ნაკუწებად ქცეული ოჯახური ფოტოები. გამოძიების ცნობით, ამის შემდეგ პაპიძემ ცხედრები გარეთ გაიტანა­ და სცადა მათი მანქანაში მოთავსება. ბავშვი უკანა სავარძელზე მოათავსა, თუმცა მეუღლის ცხედრის მანქანამდე მიტანა ვერ შეძლო. ამის შემდეგ დერეფნის მოპირდაპირე ოთახში მცხოვრებ დედამთილს შველა სთხოვა, უთხრა, თითქოს ცხედრები იპოვა. პროკურ­ორის თქმით, ყველა ნივთმტკიცება ამოღებულია და დანიშნულია კომპლექსური ექსპერტიზა.

პროკურატურა მკვლელობის მოტივად იმას ასახელებდა, რომ ბრალდებულ მაგდა პაპიძეს სძულდა მეუღლე და მასთან კონფლიქტი ჰქონდა. მაგდა პაპიძე დანაშაულს არ აღიარებს, თუმცა მეუღლესთან ცუდ ურთიერთობას ადასტურებს და ამბობს, რომ მისი ქმარი პათოლოგი იყო, ეჩხუბებოდა და აწამებდა. პაპიძის თქმით, მეუღლე მას შემდეგ შეზიზღდა, რაც სხვა მამაკაცი შეუყვარდა.
დაკავებიდან რამდენიმე დღეში ქმარ-შვილის მკვლელობაში ბრალდებულმა პოლიციის განყოფილებაში მასზე ძალადობის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა. პაპიძის ოჯახის წევრებმა კი ტელევიზიით განაცხადეს, რომ მაგდა პაპიძე დაკავებისას ჩვენების გამოძალვის მიზნით პოლიციელებმა სასტიკად აწამეს, რა დროსაც მას მუცელი მოეშალა.

ლანა პაპიძე, მაგდას და (სტილი დაცულია):
"ვიცოდი, რომ მაგდა ფეხმძიმედ იყო და "კაპეზეში" გადაყვანის დროს არაადამიანური მოპყრობის გამო შეუწყდა ორსულობა. მას ცელოფანი ჩამოაცვეს სახეზე, გაუხდიათ ტანსაცმელი. მაგდა ამბობს, ხუთნი იყვნენ, მათი სახეები არ მახსოვსო. სამაგიეროდ, ახსოვს მათი სახელები. თქვა, დივანზე დამაგდეს და სახეში მირტყესო, თვალები ჩალურჯებული ჰქონდა... პერიოდულად ცელოფანს მხდიდნენ, მერე ბოთლი შემოიტანესო...

მერე ექსპერტიზაზე წაუყვანიათ. მთელი თირკმლები დალეწილი ჰქონდა, წიხლები ურტყეს, რასაც ექსპერტიზაც ადასტურებს.­ სახე ჰქონდა დალეწილი, ყბა მობრეცილი. ამაზე სისხლის სამართლის საქმე არ აღძრულა. მაგდას მესამე დღეს მუცელი (სამი თვის ორსული იყო) მოეშალა. მაგდა ჰყვება, გამთენიისას ფსალმუნების კითხვა დავიწყე და მთავარი ბადრაგი შემოვარდა, იყვირა, რას აკეთებთო. იმ კაცმა ჩამაცვა ტანსაცმელიო. ამის მერე ჩემმა დამ მეტყველება დაკარგა და ღუდუშაურის კლინიკაში გადაიყვანეს. დაკავების ღამეს მოხდა ეს, როცა შსს-მ გამოაცხადა, რომ საქმე გახსნილია".

მას შემდეგ, რაც ბრალდებულმა პაპიძემ პოლიციელების არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე თავისი ადვოკატის მეშვეობით განცხადება გააკეთა, იგი მე-5 იზოლატორში სახალხო დამცველის წარმომადგენლებმა მოინახულეს.

უჩა ნანუაშვილი, სახალხო დამცველი: - პაპიძე ამბობდა, რომ აღიარებაზე უარის თქმის გამო ძალადობის
მსხვერპლი გახდა. დათვალიერებისას სხეულზე დაზიანებები ჰქონდა, თუმცა ეს პოლიციის განყოფილებაში მოხდა თუ მანამდე, ამას ვერ გავარკვევდით, ამიტომაც მივმართეთ პროკურატურას. ორი კვირაა ვითხოვთ მასალების მოწოდებას, თუ რა ეტაპზეა გამოძიება, მაგრამ ჯერჯერობით უწყებიდან პასუხი არ მიგვიღია. მაგდა პაპიძემ თავდაპირველად აღიარა დანაშაული, შემდეგ უარყო. მან და მისი ოჯახის წევრებმა ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები გააკეთეს, ამიტომ გვინდა მეტი მასალა გვქონდეს, რათა დასკვნები გაკეთდეს.

- მაგდა პაპიძემ თქვენს წარმომადგენლებს თუ უხსენა ბოთლის დეტალი, ან ის, რომ პოლიციელთა ძალადობის გამო მუცელი მოეშალა?

- პაპიძეს მსგავსი რამ არ უხსენებია. ამ­ბობდა, რომ მწამებლების ამოცნობა შეუძლია. სხვა დეტალები ჩვენც ტელეეთ­ე­რით შევიტყვეთ.

იმის გასარკვევად, თუ რა მდგომარეობაში მიიყვანეს მაგდა პაპიძე ციხეში, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მივმართეთ, სადაც განგვიმარტეს:

"პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის თანახმად, პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემს განეკუთვნება. შესაბამისად, მისი გაცემა პირის წერილობითი თანხმობის გარეშე დაუშვებელია. რაც შეეხება ბრალდებულ პირს, იმის გათვალისწინებით, რომ მის მიმართ არ არსებობს სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილება, ხოლო ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაცია კონფიდენციალურია, სამინისტრო მოკლებულია შესაძლებლობას, მსგავსი ტიპის ინფორმაცია გასცეს".

როგორც გაირკვა, პროკურატურას მკვლელობაში ბრალდებულის საქმის მასალები ადვოკატისთვის ჯერ არ გადაუცია­. არც კომპლექსური დასკვნის პასუხებია ცნობილი, რომლის მიხედვითაც დადგინდება, მკვლელობის მომენტში ბინაში მაგდა პაპიძისა და მისი ქმარ-შვილის გარდა, იყო თუ არა სხვა პირი. მას შემდეგ, რაც ექსპერტიზის პასუხები გახდება ცნობილი, ბევრ კითხვას გაეცემა პასუხი.

ნანა ფიცხელაური
eka
12 თებერვალი 2016 12:26
აღარ უნდა დამთავრდეს ხალხის წამება პოლიციელების მეირ? რატომ არ იძიებენ ამ ფაქტს და რატომ არავინ არ ისჯება?
სხვა სიახლეები
უკვე რამდენიმე წელია, კანონი გამკაცრებულია, მაგრამ ხშირად ვისმენთ, რომ ოჯახის წევრი ოჯახის წევრმა მოკლა
დაწვრილებით...
"ჩემი მაზლის მხრიდან ჩემს მიმართ ისმოდა შეურაცხმყოფელი რეპლიკები და მეც ამიტომ ვპასუხობ მას"
დაწვრილებით...
"ომარი მოძალადე არ იყო, ყველაფერს გაიგებდა და ცივილურად გავშორდებოდით ერთმანეთს"
დაწვრილებით...
მეუღლისა და შვილის მკვლელობაში ბრალდებულ მაგდა პაპიძეს ამ წუთებში პროკურორები პირდაპირი წესით კითხავენ
დაწვრილებით...
დაღუპული სოფელ დუისის მკვიდრი, უმარ მარგოშვილია.
დაწვრილებით...
დაღუპული ”ისლამური სახელმწიფოს” რიგებში იბრძოდა
დაწვრილებით...
მოსამართლის გადაწყვეტილებით, ვაჟა ლელუაშვილს თავისუფლების 3 წლით, ლევან ქარდავასა და შოთა ხიზანიშვილს კი 1 წლითა და 6 თვით აღკკვეთა განესაზღვრათ.
დაწვრილებით...
ყოფილი მაღალჩინოსნების ადვოკატების განცხადებით, გიგი უგულავასა და ვანო მერაბიშვილის საკნებში მარტო ყოფნა არადაამიანური მოპყრობისა და წამების ტოლფასია.
დაწვრილებით...
იყიდება სახლი ბორჯომში, კეთილმოწყობილი ყველანაირი
ქირავდება პატარა, მყუდრო ბინა ყიფშიძეზე.
გამჭოლი ბინა დოლიძეზე. გარემონტებული
აქცია! პარკინგი 50%-იანი ფასდაკლებით!!!
მასალების გადაბეჭდვა/რეპროდუცირება აკრძალულია, იხილეთ მასალის გამოყენების პირობები