"სიკვდილს გადავურჩი, მაგრამ სხეულში 9 ტყვია ჩამრჩა"
"სიკვდილს გადავურჩი, მაგრამ სხეულში 9 ტყვია ჩამრჩა"
08-02-2016
შს მინისტრმა ახმეტელი პოლიციელი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს გამოჩენილი მამაცობისთვის დააჯილდოვა

გასული წლის 16 სექტემბერს ჩვენი საიტი ერთი პოლიციელის თავდადებაზე წერდა, ბიჭზე, რომელიც იმჟამად სიკვდილს ებრძოდა. ჩვენთვისაც დიდი სიხარული იყო იმის გაგება, რომ ის გადარჩა და მეტიც, გამოჩენილი მამაცობისთვის დააჯილდოვეს კიდეც.

იხილეთ: "ტყვია ჯერ კიდევ თავში აქვს, უფლის იმედი მაქვს, რომ არ გამწირავს და ჩემი ბიჭი გადარჩება" - დაჭრილი პოლიციელის მდგომარეობა კვლავ მძიმე


"მოწოდებით­ უნდა იყო პოლიციელი და ბოლომდე ერთგულად მიჰყვე საქმეს, რომელსაც შეეჭიდე, თუნდაც სიცოცხლის ფასად დაგიჯდეს ხალხისა და კანონის სამსახური", - ამბობს 27 წლის ინსპექტორ-გამომძიებელი, ელიზბარ პატარკაცაშვილი, რომელიც რამდენიმე თვის წინ სიკვდილს ბეწვზე გადაურჩა. 31 დეკემბერს, შს მინისტრმა პოლიციელი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს გამოჩენილი მამაცობისთვის, პროფესიონალიზმისა და თავდადებისთვის დააჯილდოვა.

- 112-დან შემოვიდა შეტყობინება, რომ ზემო ალვანში, ერთ ოჯახში შვილი ძალა­დობდა დედაზე. შემთხვევის ადგილისკენ გავეშურეთ, გზაზე ნაცემი დედა შეგვხვდა, რომელიც შვილს სახლიდან გამოეგდო. თანამშრომლებს ვუთხარი, მე გადავალ, გავიგებ,­ რა ხდება და თუ საჭირო გახდა, დაგიძახებთ-მეთქი. სახლში­ შესულს, მესროლა, მაგრამ პირველი
You must have Flash Player installed in order to see this player.
ტყვია ამაცდინა. რამდენიმე წამში მეორედ გაისროლა და თავში დამჭრა, მესამე გასროლით კი გულმკერდის არეში მომხვდა ტყვიები.
ფარდას ამოფარებული მესროდა, ტკივილი არ მიგრძნია, მხოლოდ ის დავინახე, თავი­დან და სხეულიდან სისხლი რომ მდიოდა.

ძალა მოვიკრიბე, ეზოდან გამოვედი და ბიჭებს ვუთხარი, საავადმყოფოში წამიყვანეთ-მეთქი. ამ დროს დასახმარე­ბლად მოსულმა პოლიციელებმა თავდამსხმელი დააკავეს. ექიმები ოპერაციას არ მიკეთებდნენ, აზრი არა აქვს, მაინც ვერ გადარჩებაო. დაზიანებული მქონდა გული და ფილტვიც. მერე მაინც გარისკეს, თუმცა ეჭვობდნენ, რომ გადარჩენის შემთხვევაში ინვალიდი დავრჩებოდი. საბედნიეროდ, გადავრჩი, თავის ქალაში - 7, ხერხემლის არეში კი 2 ტყვია დამრჩა.

ადამიანს, რომელმაც დამჭრა, განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის 108-ე მუხლი წაუყენეს, რაც 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას, ან უვადო პატიმრობას ითვალი­სწინებს. დედამისი სასამართლოზე მეუბნებოდა, ღმერთს ვეხვეწებოდი, რომ გადარჩენილიყავიო.

6 წელია პოლიციაში ვმუშაობ და მსგავს­ სიტუაციაში არასოდეს მოვხვედრილვარ. შს მინისტრმა მამაცობისთვის ჯილდო გადმომცა, ჩემთვის ეს დიდი სტიმულია.

ნანა ფიცხელაური
მურთაზი
15 თებერვალი 2016 23:24
ღმერთმა ჯანმრთელობა და სიკეთე მოგცეს ელიზბარ, გეტყობა ვაჟკაცი ხარ, ასეთი ოპერაციის დროს უსაფრთხოების ზომები აუცილებლად გაითვალისწინე, რადგან შენნაირმა ვაჟკაცებმა კიდევ დიდხანს უნდა ემსახუროს სამშობლოს, გაიხარე ოჯახთან და კეთილისმსურველებთან ერთად, უფალი გფარავდეს, მადლობა ქვეყნის სამსახურისათვის, მადლობა რომ ემსახურებით სამშობლოს.
lizi
15 თებერვალი 2016 21:49
Qmerti iyos §eni mfarveli es mixaria rom cocxali xar deda§ens vulocav §vilis gadarçenas
სხვა სიახლეები
2016 წლის პირველ ივლისს, გვიან ღამით, თბილისში, კანდელაკის ქუჩაზე, მკვლელობა მოხდა.
დაწვრილებით...
19 ივნისს, თბილისის აეროპორტში, უკრაინიდან ჩამოფრენილ მგზავრებთან ერთად, საბაჟო შემოწმება დავით ჩაჩიბაიამაც გაიარა. თუმცა მაშინ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ერთი შეხედვით არაფრით გამორჩეული მოქალაქე რამდენიმე წუთში ქვეყნის მედიასაშუალებების მთავარი გმირი გახდებოდა.
დაწვრილებით...
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიტერორისტული ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელი, ზურაბ მაისურაძე ვილნიუსის საერთაშორისო აეროპორტში ლიტვის სპეცსამსახურის თანამშრომლებმა დააკავეს.
დაწვრილებით...
2016 წლის 13 აპრილს ვარკეთილში, ელდარის ქუჩაზე, ყოფილი 109-ე სკოლის ეზოში, 35 წლის ქალი ქმარმა სიცოცხლეს გამოასალმა.
დაწვრილებით...
ჩემი ინფორმაციით, ფარულად მოხდა ზურაბ ჟვანიას გვამის ექსჰუმაცია, შესაბამისი ექსპერტიზის ჩატარება და არაფერი არ აღმოჩნდა,
დაწვრილებით...
თუ ექიმი რეცეპტის გარეშე წამალს გინიშნავთ, გიწერთ ფურცელზე, რომელზეც აღნიშნულია კლინიკის ლოგო და ექიმის ვინაობა, ეს არის მტკიცებულება, რომ მან გარიგების პირობა შეასრულა და გასამრჯელო ეკუთვნის. გასამრჯელო შეიძლება იყოს პროცენტები, რომელიც თითოეულ წამალზე ერიცხება და მყისიერად ჯდება მის ანგარიშზე ან თვის ბოლოს ხელფასის სახით იღებს
დაწვრილებით...
პროკურატურამ ე.წ. ფოტორეპორტიორების საქმეზე ორი პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო
დაწვრილებით...
"უცხოელი ექსპერტების ჩართვამ ჟვანიას საქმის გამოძიებაში დრო გაწელა"

ექსპერტი, რომელსაც ზურაბ ჟვანიას საქმეზე ერთი მნიშვნელოვანი დასკვნა აქვს გაცემული, ორი წლის წინ სახლში გარდაცვლილი იპოვეს
დაწვრილებით...
"საქართველოში სექსტრეფიკინგის პრეტენზიით ძირითადად სომეხი, უზბეკი და ყირგიზი მოქალაქეები მოგვმართავენ"
დაწვრილებით...
აღმაშენებლის ხეივანზე დიღომი 8-ში, ძალიან
ქირავდება ახალი გარემონტებული ორ ოთახიანი
ქირავდება დღიურად, კორპუსის იზოლირებული კომფორტული
მასალების გადაბეჭდვა/რეპროდუცირება აკრძალულია, იხილეთ მასალის გამოყენების პირობები