ხნიერი ქალი მძარცველებმა დააბეს, ქმარმა კი ინსულტი მიიღო - სასტიკი ყაჩაღობა თელავში - კვირის პალიტრა

ხნიერი ქალი მძარცველებმა დააბეს, ქმარმა კი ინსულტი მიიღო - სასტიკი ყაჩაღობა თელავში

გუშინ ღამით ყაჩაღობა მოხდა თელავში.

ჭავჭავაძის ქუჩაზე ვახტანგიშვილების საცხოვრებელ სახლში ორი პირი შეიჭრა. არსებული ინფორმაციით, ცოლ-ქმარს ჯერ ფიზიკურად სასტიკად გაუსწორდნენ, შემდეგ კი სახლიდან ძვირფასეულობა და თანხა გაიტანეს, თანხის კონკრეტული ოდენობა ჯერჯერობით უცნობია.

მეზობლების თქმით, ხნიერი ქალი მძარცველებმა დააბეს, ქმარმა ვახტანგ ვახტანგიშვილმა კი ინსულტი მიიღო, შედეგად ორივე მათგანი თელავის რეფერალურ საავადმყოფოშია მოთავსებული. ექიმების განცხადებით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურად მძიმეა.

ფაქტზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით, რაც ყაჩაღობას გულისხმობს. მიმდინარეობს გამოძიება.

"ინტერპრესნიუსი"