"საფეთქელში დამიზნებით ესროლა" - ქმრის მიერ მოკლული კიდევ ერთი ქალი და დაობლებული პატარები
"საფეთქელში დამიზნებით ესროლა" - ქმრის მიერ მოკლული კიდევ ერთი ქალი და დაობლებული პატარები
09-02-2016
"ლიკას ორი შვილი დარჩა, უფროსი 9 წლის არის, უმცროსი კი 5-ის; როგორი გადასატანი იქნება მომხდარი მათთვის?! შვილებს დედა მოუკლა და ცხოვრება დაუმახინჯა. როცა ციხიდან გამოვა, შვილებს თვალებში როგორ უნდა შეხედოს?! ამას არასოდეს აპატიებენ"

6 თებერვალს, გვიან ღამით თბილისში მორიგი ტრაგედია დატრიალდა - 31 წლის ლიკა ტატუაშვილი ყოფილმა მეუღლემ პისტოლეტის ერთი გასროლით, ქუჩაში გამოასალმა სიცოცხლეს. ბოლო 10 დღის განმავლობაში ოჯახური კონფლიქტის ნიადაგზე მომხდარი ეს უკვე მეორე მკვლელობაა, რომელიც დედაქალაქში მოხდა. წინა შემთხვევაში ორი შვილის დედა, 30 წლის ნინო კილასონია ყოფილმა მეუღლემ, ფაქტობრივად, შვილების თვალწინ  მოკლა. ლიკა ტატუაშვილი ყოფილ მეუღლეს 3 წლის დაშორებული იყო და დედაქალაქში, კუკიის დასახლებაში, უფლისციხის ქუჩაზე ცხოვრობდა, მუშაობდა და მცირეწლოვან შვილებს ფულს სოფელში უგზავნიდა. ის ამავე ქუჩაზე მეგობრის ბინიდან, რომელთანაც ის ბოლო 2 თვის განმავლობაში ცხოვრობდა, საკუთარმა მამიდამ გამოიყვანა მეუღლესთან დასალაპარაკებლად, რომელიც მკვლელობას შეესწრო.
40 წლის ეჭვმიტანილი მამაკაცი სამართალდამცველებმა გამთენიისას დააკავეს. ამოღებულია დანაშაულის ჩადენის იარაღი - მაკაროვის სისტემის პისტოლეტი. შსს-ს ინფორმაციით, დაკავებულმა დანაშაული აღიარა.

გარდაცვლილის მეგობარი, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა, მომხდარზე გვესაუბრა:

- უახლოესი ადამიანი მომიკლეს, შეძრწუნებული ვარ; იმასაც ძალიან განვიცდი, რომ ლიკას გარშემო უამრავი ჭორი გავრცელდა. არადა, მას საჭორაო არაფერი ჰქონდა! ძალიან თბილი და იმდენად ძლიერი ადამიანი იყო, რომ საკუთარ ტკივილებზე ლაპარაკით არასოდეს შეგაწუხებდა.
მეუღლეზე, რომელიც კახეთის ერთ-ერთ სოფელში ცხოვრობს, არასოდეს ლაპარაკობდა, როგორც ჩანს ისეთი მძიმე წლები ჰქონდა მასთან გამოვლილი, ძალიან უმძიმდა ლაპარაკი, მაგრამ ვინაიდან მისი შვილების მამა იყო და თან ლიკასთან შეხვედრას დაჟინებით მოითხოვდა, ლიკა რამდენჯერმე შეხვდა. როგორც ვიცი, წინა შეხვედრებისას არ უჩხუბიათ...

ლიკას ორი შვილი დარჩა, უფროსი 9 წლის არის, უმცროსი კი 5-ის; როგორი გადასატანი იქნება მომხდარი მათთვის?! შვილებს დედა მოუკლა და ცხოვრება
დაუმახინჯა. როცა ციხიდან გამოვა, შვილებს თვალებში როგორ უნდა შეხედოს?! ამას არასოდეს აპატიებენ.

- მკვლელობა, სავარაუდოდ, ეჭვიანობის ნიადაგზე მოხდა...
- არ ვიცი, რა ვთქვა, სამი წელია უკვე არ ცხოვრობდნენ ერთად... ლიკას ღამით მამიდამ დაუძახა, - ახლა ყველა იმ საწყალ ქალს ამტყუნებს, გოგო შუაღამისას გარეთ რატომ გამოიყვანაო, მაგრამ რა იცოდა ლიკას ქმარს გულში რა ჰქონდა; როგორც ჩანს, აღარ მოეშვა, - ლიკას შემხედვარე, შერიგება მინდაო... ეტყობა, ქალს გული ცუდს უგრძნობდა და ლიკა ყოფილ ქმარს რომ ელაპარაკებოდა, იმ ადგილს არ მოშორებია, იქვე იდგა ახლოს. რას წარმოიდგენდა, რომ იარაღით იყო მისული და გოგოს მოკვლას აპირებდა. ამ უბედური ქალის თვალწინ მოხდა ყველაფერი... საფეთქელში დამიზნებით ესროლა, თავის ქალა ჰქონდა ახდილი. გოგო გამუდმებით მუშაობდა, რათა ბავშვებისთვის არაფერი მოეკლო, მარტო იმათი სიხარულით ცხოვრობდა... ბოლოს ყვავილების მაღაზიაში მუშაობდა, ფაქტობრივად, ქუჩაში იდგა დილიდან დაღამებამდე. წელს საშინელი ყინვები იყო და ისეთი გაყინული მოდიოდა შინ, ძალიან მტკივა გული...

ეთერ ერაძე (სპეციალურად საიტისთვის)

exxx
15 თებერვალი 2016 04:18
ნეტავ შენსს მაგივრად ის ლიკა იყოსს .
თამუნა
12 თებერვალი 2016 12:40
ასე იმიტომ ხდება რომ იციან რომ ოდესმე გამოვლენ ციხიდან,და გააგრძელებენ ცხოვრებას, თორემ ასე არ იზავდნენ, შეეშნდებოდათ საკუთარი თავის გამო, ეგოისტები, არც კი ვიცი რა დავარქვა ასეთ ადამიანს, უკანასკნელი ნაძირალა ალბათ, შვილებიც არ ეყვარება თორემ დედას არ მოუკლავდა, ღმერთმა მაპატიოს თუ რამე არასწორად ვთქვი :((
სხვა სიახლეები
9 წლის ირაკლი ცალაგოვი კასპის სტადიონზე ფეხბურთის სათამაშოდ დედამ უმცროს ძმასთან ერთად გაუშვა.
დაწვრილებით...
ჟურნალმა "გზამ" ამ ცოტა ხნის წინ გამოაქვეყნა სტატია, რომელიც ეხებოდა ვოვა არუთინიანის ციხიდან გამოგზავნილ წერილს.
დაწვრილებით...
ამ დრომდე უშედეგოდ გრძელდება შავ ზღვაში დაკარგული ორი ახალგაზრდის ძებნა. რამდენიმე დღეა, ქართველ მაშველებს თურქეთიდან გამოძახებული ბრიგადა ეხმარება, მაგრამ იაგო შარაძისა და გიორგი ნანეტაშვილის ცხედრებს ვერ პოულობენ.
დაწვრილებით...
რუსეთის ქალაქ კრასნოდარში უცნობი პირი ცნობილ ქართველ ბიზნესმენს, მინდია გულუას თავს დაესხა. ადგილობრივი მედიის ცნობით, შეიარაღებულმა მამაკაცმა ცეცხლსასროლი იარაღით ქართველი ბიზნესმენი დაჭრა.
დაწვრილებით...
"საქმეში დევს მასალები, რომლის თანახმადაც, ვარაუდობენ, რომ სამი ბრალდებული ვაჰაბიზმის მიმდევარია"
დაწვრილებით...
გონიოში დაკარგული ორი ჯარისკაცის საქმის გამოძიებაში იკვეთება გარემოებები, სადაც ნათლად ჩანს დანაშაულის ნიშნები,
დაწვრილებით...
საქართველოში ტერაქტის მომზადების საქმეზე დაკავებულთაგან ერთ-ერთი ხშირად ჩადიოდა უკრაინაში,
დაწვრილებით...
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა საქართველოში ტერორისტული აქტი აღკვეთა. როგორც უწყებაში გამართულ ბრიფინგზე ითქვა, გამოძიებით დადგენილია, რომ საქართველოს 5 მოქალაქე სოფელ საგურამოს მიმდებარე ტერიტორიაზე, მდინარე არაგვზე გამავალი რუსეთ-სომხეთის დამაკავშირებელი გაზსადენი მილის ღია მონაკვეთზე აფეთქებას ამზადებდნენ.
დაწვრილებით...
ფსიქოტროპულ პრეპარატებს აძლევენ ბავშვებს ისე, რომ ხელი არ უკანკალებს არავის... შედეგად, პაციენტების უმრავლესობა აბსოლუტურად შეურაცხადი ხდება...
დაწვრილებით...
იყიდეთ საუკეთესო ბინა ძველი იპიდრომის
2-ოთახიანი, 60 კვ.მ. დღიურად!
იყიდება შავი კარკასი საბურთალოს ცენტრში,
ქირავდება ან იყიდება 65 კვ.მ
მასალების გადაბეჭდვა/რეპროდუცირება აკრძალულია, იხილეთ მასალის გამოყენების პირობები