"გორში მამაკაცმა ყოფილ ცოლს და მის მეუღლეს რამდენჯერმე ესროლა" - კვირის პალიტრა

"გორში მამაკაცმა ყოფილ ცოლს და მის მეუღლეს რამდენჯერმე ესროლა"

მამაკაცი ცოლს წლების წინ დაშორდა, რის შემდეგაც მისი ყოფილი მეუღლე მეორედ გათხოვდა

გორში, გურამიშვილის ქუჩაზე მამაკაცმა ცეცხლსასროლი იარაღით ყოფილი ცოლი და მისი მეუღლე მოკლა. "ინტერპრესნიუსის" ცნობით, მამაკაცი ცოლს წლების წინ დაშორდა, რის შემდეგაც მისი ყოფილი მეუღლე მეორედ გათხოვდა და ბოლო წლების განმავლობაში, პირველი ქორწინებისას შეძენილ შვილებთან ერთად ისრაელში ცხოვრობდა.

მეზობლების ინფორმაციით, ისრაელში მათი ერთ-ერთი შვილი, 25 წლის გოგონა გარდაიცვალა, რომელიც გუშინ გვიან ღამით, გორში ჩამოასვენეს.

"სწორედ ამ დროს საცხოვრებელი კორპუსის ეზოში ყოფილმა ქმარმა ირმა გაგლოშვილს და მის მეუღლეს ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდეჯერმე ესროლა, რის შემდეგაც ისინი ადგილზე გარდაიცვალნენ. დამნაშავემ შემთხვევის ადგილიდან მიმალვა შეძლო", - აცხადებენ მეზობლები.

რაც შეეხება 25 წლის გოგოს გარდაცვალების მიზეზს, მეზობლები აღნიშნულს ვერ აკონკრეტეენ და აცხადებენ მხოლოდ იმას, რომ ის ავადმყოფობდა.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.