,,და დამეღუპა, დედაც..."
,,და დამეღუპა, დედაც..."
10-02-2016
2016 წლის 10 თებერვალს გვიან ღამით გორში, გურამიშვილის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის ეზოში 50 წლის კახა ქისიშვილმა ყოფილი ცოლი, 45 წლის ირმა გაგლოშვილი და მისი მეორე მეუღლე სანადირო თოფოთ მოკლა. გავრცელებული ინფორმაციით, მან ჯერ ქალს ესროლა, მერე კი - მამაკაცს.

მეზობლების თქმით, მკვლელობაში ეჭვმიტანილი ცოლს - ირმა გაგლოშვილს რამდენიმე წლის წინ დაშორდა, ქალი მეორედ გათხოვდა და წლების განმავლობაში პირველი ქორწინებიდან შეძენილ ქალ-ვაჟთან ერთად, ისრაელში ცხოვრობდა და მუშაობდა.

იმ კორპუსის მცხოვრებთა უმეტესობა, სადაც უბედურება დატრიალდა, ამბობს, რომ ოჯახს ნაკლებად იცნობდნენ, რადგან საქართველოში, ფაქტობრივად, არ ცხოვრობდნენ. მათივე ინფორმაციით მკვლელობაში ეჭვმიტანილისა და გარდაცვლილი ქალის საერთო შვილი - 25 წლის გოგონა ავადმყოფობდა, მას ღვიძლის პრობლემები ჰქონდა და ამ ცოტა ხნის წინ ურთულესი ოპერაცია დასჭირდა. თუმცა, როგორც ჩანს, მკურნალობა უშედეგო გამოდგა და გოგონა გარდაიცვალა. ის 10 თებერვალს, დაახლოებით 11 საათზე ჩამოასვენეს ისრაელიდან. ტრაგედია სწორედ მას შემდეგ დატრიალდა.

,,და დამეღუპა, დედაც და მამა გამექცა, სულ მარტო დავრჩი'' - განაცხადა ჟურნალისტებთან გარდაცვლილი
You must have Flash Player installed in order to see this player.
ქალისა და მისი ყოფილი მეუღლის საერთო ვაჟმა, რომელიც დედასთან და დასთან ერთად ასევე ისრაელში ცხოვრობდა.

ოჯახის ერთ-ერთი მეზობლის რუსუდან მაყიშვილის თქმით, ყოფილ ცოლ-ქმარს პრობლემები აქამდე არ ჰქონიათ და ისინი კანონიერად იყვნენ გაყრილი.

"შესაძლოა მომხდარი საშინელების მიზეზი ეჭვიანობა იყო, თუმცა არც ის არის გამორიცხული მამა ქალიშვილის გარდაცვალებას გადაეყვანა ჭკუიდან. კახა მშვიდი და გაწონასწორებული ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებდა ყოველთვის, დაუჯერებელია მისგან ასეთი სისასტიკე", - გვითხრა ეჭვმიტანილის ერთ-ერთმა მეზობელმა.

კახა ქისიშვილმა შემთხვევის ადგილიდან მიმალვა მოახერხა საპატრულო პოლიცია კი ამ დრომდე სამძებრო სამუშაოებს ახორციელებს. საქმეზე გამოძიება 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

იხილეთ ვიდეო

თათია  ქუჯოშვილი
სპეციალურად საიტისთვის გორიდან



vera boxtokia
15 თებერვალი 2016 04:27
კაცსს ცოლი რომ მიატოვებსს მასზე გამწარებული არავინ არ მეგულება . რა იციტ რა დააშავა იმ ქალმა. ქალების უმეტესობა გაჯირვებას აბრალებსს და სხვებზე ტხოვდებიან ვარიანტი ტუ გამოუჩნდატ ახლა კაცებსს ჰკიტხეტ რამხელა დამცირებასს და რლების ცხოვრების და სიცოცხლისს დაკარგვატ უღიტ ოჯახის დანგრევა. ბევრი ლოტდება და ბევრიც გულის იმპაქტიტ კვდება.
დანაშაულსს არ ვამარტლებ არ უნდა მოეკლა მაგრამ ქალებოო ოჯახსს ტუ ანგრევტ სხვებსს ნუღარ მიჰყვებიტ ცოლად და სხვების სიჩოცხლესაც საპრტხეში ნუ აგდებტ. არც ერტ კაცსს არ უნდა ტავისი შვილები ვიგაც უცხო კაცისს ხელში იზრდებოდნენ. ასეა ესს
meri
14 თებერვალი 2016 22:41
ასეთი მასიური ხოცვა ჟლეტა, რა უბედურებაა რა არის მართლა.
სხვა სიახლეები
სამართალდამცავებმა მარტვილის რაიონის სოფელ სალხინოს დედათა მონასტრის დიაკონ გიორგი ჯახუას საცხოვრებელი სახლიდან კანაფი და იარაღი ამოიღეს.
დაწვრილებით...
რამდენიმე დღის წინ, უკრაინაში, კიევის ცენტრში პატრულირებისას, სამართალდამცველებმა ქართული სანომრე ნიშნებით მოძრავი ავტომანქანა "Mercedes ML с" გააჩერეს.
დაწვრილებით...
თბილისის საქალაქო სასამართლოში ბოლო დროის ყველაზე გახმაურებული მკვლელობის საქმის წინასასამართლო სხდომა მიმდინარეობს.
დაწვრილებით...
თბილისის საქალაქო სასამართლოში ბოლო დროის ყველაზე გახმაურებული მკვლელობის საქმის წინასასამართლო სხდომა მიმდინარეობს.
დაწვრილებით...
"ვესტი უკრაინის" ინფორმაციით, 16 იანვარს გამთენიისას, კიევის ცენტრში პატრულირებისას, სამართალდამცველებმა ქართული სანომრე ნიშნებით მოძრავი ავტომანქანა "Mercedes ML с" გააჩერეს.
დაწვრილებით...
"ეს ისეთი მძიმე ნარკოტიკია, პაციენტი 3-4 თვის განმავლობაში ჩაკეტილ სივრცეში უნდა იმყოფებოდეს, რომ კვლავ არ მოიხმაროს ეს სიკვდილის მომტანი მარილი"

ნარკოტიკის ამ ახალ სახეობას მომხმარებლები ინტერნეტით იწერენ
დაწვრილებით...
გორში, ქალაქის ცენტრში, წერეთლის ქუჩაზე, გავლენიანი ბიზნესმენის ბორია გოგიჩაიშვილის ძმა, 55 წლის გურამ გოგიჩაიშვილი მოკლეს.
დაწვრილებით...
ქირავდება დღიურად კორპუსის იზოლირებული ბინა
ბინა 48 თვიანი შიდა უპროცენტო
იყიდება კერძო სახლი ბაგების ბოლოს,
იყიდება იოსებიძეზე 125 კვ.მ საერთო
მასალების გადაბეჭდვა/რეპროდუცირება აკრძალულია, იხილეთ მასალის გამოყენების პირობები