დაჭრილია სუპერმარკეტის დაცვის თანამშრომელი - რა მოხდა რუსთაველის გამზირზე? - კვირის პალიტრა

დაჭრილია სუპერმარკეტის დაცვის თანამშრომელი - რა მოხდა რუსთაველის გამზირზე?

თბილისში, რუსთაველის გამზირზე მდებარე სუპერმარკეტ "სმარტთან"  დაწყებული ფიზიკური დაპირისპირებისა და შეხლა-შემოხლისას სუპერმარკეტის დაცვის თანამშრომელი ცივი იარაღით დაჭრეს, რის შესახებაც "ინტერპრესნიუსს" "სმარტის" თანამშრომლებმა არაოფიციალურად განუცხადეს. სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო დაცვის კიდევ ორმა თანამშრომელმა, რომლებიც საავადმყოფოში არიან გადაყვანილი. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ჯერჯერობით უცნობია, დააკავეს თუ არა ინციდენტის მონაწილეები. ადგილზე მყოფი სამართალდამცველები კომენტარს არ აკეთებენ. თვითმხილველთა თქმით კი, კონფლიქტში მონაწილე ახალგაზრდების ასაკი, დიდი ალბათობით, 20 წელს არ აღემატებოდა.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლით დაიწყო, რაც ხულიგნობას გულისხმობს.