5 დაღუპული და 2 დაშავებული - ავარია კახეთში - კვირის პალიტრა

5 დაღუპული და 2 დაშავებული - ავარია კახეთში

საგარეჯოს რაიონის სოფელ ბადიაურში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 5 ადამიანი ემსხვერპლა, 2 კი დაშავდა. ერთმანეთს მიკროავტობუსი და "ოპელის" მარკის ავტომობილი შეეჯახა.

დაშავებულები საავადმყოფოში არიან გადაყვანილი. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

"ინტერპრესნიუსი"