"უთქვამს, ერთი "ტრუპიც" დავიმატეო"
"უთქვამს, ერთი "ტრუპიც" დავიმატეო"
15-02-2016
"ჯერ კაცს ესროლა, მერე ყოფილი ცოლისთვის თმაში წაუვლია ხელი და სამი ტყვია დაუხლია"

"სულ ერთად იყვნენ დედა-შვილი, მარი წუთით ვერ ძლებდა უდედოდ..."

"კახა წესიერი კაცი იყო. დღე და ღამე შრომობდა. შვილის ამბავი ადარდებდა, - ძალიან ცუდად არის, ღვიძლი კი გადაუნერგეს, მაგრამ, ეტყობა, ორგანიზმმა ვერ შეითვისაო. რამე რომ დაემართოს, გავგიჟდებიო..."


10 თებერვალს, ღამით, გორში, გურ­ამიშვილის ქუჩის ერთ ეზოში, რამდენიმე კაცი შეკრებილიყო - ისრაელიდან 25 წლის მარიამ ქისიშვილის ჩამოსვენებას ელოდნენ. მარიამი, დედასა და ძმასთან ერთად, რამდენიმე წლის წინ ისრაელში გადავიდა საცხოვრებლად. ახალგაზრდა ქალი მოულოდნელად ავად გახდა. უმძიმესი ოპერაციაც ჩაუტარდა - ღვიძლი გადაუნერგეს. არაფერი ეშველა, მარიამი საავადმყოფოში­ გარდაიცვალა... ისრაელიდან ცხედარი დედამ და მარის მეუღლემ ჩამოასვენეს. ღამის 2 საათზე­ ის იყო, ცხედარი მანქანიდან გადმო­ასვენეს, რომ დამხვდურთა თვალ­წინ საშინელი ტრაგედია დატ­რიალდა - მარიამის მამამ, 50 წლის კახა ქისიშვილმა ყოფილი­ მეუღლე, 45 წლის ირმა გაგლოშვილი და მისი მეორე ქმარი, რომა ჯოჯიშვილი "მაკაროვის" პისტოლეტის რამდენიმე გასროლით მოკლა და მიიმალა...

სამართალდამცავებს ამ დრომდე დამნაშავე არ დაუკავებიათ. უმძიმეს მდგომარეობაშია მარიამის ძმა. აღარც დედა მყავს,­ აღარც და, მამა გაიქცა, სულ მარტო დავრჩი, -მხოლოდ ამ სიტყვების თქმა შეძლო ჟურნალისტებთან 24 წლის არჩილ ქისიშვილმა. არჩილი ძიუდოისტია, ისრაელის სახელით გამოდიოდა და წარმატებ­ებსაც მიაღწია, მაგრამ ბოლო დროს საქა­რთველოში ვარჯიშობდა. მამამისი, კახა ქისიშვილი, შვილის წარმატებით გახარებული იყო.

კახა ქისიშვილი

მკვლელობას ნათესავები შეესწრნენ­. მეზ­ობლები სროლამ გაიყვანა ეზოში. "ერთ მხარეს ეგდო მამაკაცის ცხედარი, ცოტა მოშორებით - დასისხლიანებული ირმა გაგლოშვილი. სახე ჩალურჯებული ჰქონდა.­ ამბობენ, ყოფილმა ქმარმა ტყვია თავში მოარტყაო", - მითხრეს მობინადრეებმა.
აი, რა მიამბო მეზობელმა, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა:

- როგორც ჩანს, კახა შვილის სიკვდ­ილმა შეშალა ჭკუიდან. თავგადაკლული მამა იყო. ძალიან განიცდიდა შვილის ავადმყოფობას. გულისჯიბით დაჰქონდა მარის ფოტო. შვილის სიკვდილში რატომღაც ყოფილ ცოლს ადანაშაულებდა. სამი წელი მკურნალობდა მარიამი ისრაელში. ყველაფერი გაუკეთეს, მაგრამ სიმსივნე მოედო მთელ ორგანიზმს და მედიცინა უძლური აღმოჩნდა. ამ სახლში კახა და მისი ცოლ-შვილი ცხოვრობდნენ. ირმა და კახა რამდენიმე წლის წინ გაშორდნენ ერთმანეთს და კახამ ეს ბინა შვილებს დაუტოვა. ქალი ცოლად გაჰყვა რომა ჯოჯიშვილს, რომელმაც ირმას გამო ცოლ-შვილი მიატოვა. კახას ბებია ჰყავდა ებრაელი, ისრაელში ჯერ ბავშვები წავიდნენ, მერე დედაც წაიყვანეს. კახა კი ქურდობისთვის იხდიდა სასჯელს. შეწყალებით გამოვიდა. უნდოდა­ ისრაელში წასვლა, მაგრამ კონსულმა არ გაუშვა, მერე მაინც მოახერხა წასვლა შვილის სანახავად. დროდადრო ირმა საქართველოში ჩამ­ოდიოდა და იმ ბინაში ცხოვრობდა, რომელიც კახამ შვილებს დაუტოვა. სწორედ მაშინ გაუფრთხილებია კახას ყოფილი ცოლი - ჩემს სახლში ის კაცი არ დავინახო, თორემ დაგხოცავთო.

როგორც ჩანს, შვილის სიკვდილით თავზარდაცემულს იმ დღეს ყოფილი ცოლის მოკვლა უნდოდა. აჩიკო არ შესწრებია ამ უბედურებას. კახას შვილისთვის უთქვამს, - დეიდაშვილებთან წადი, არ მინდა, შენი დის ჩამოსვენებას უყუროო. შვილმაც დაუჯერა. ამიტომ ვფიქრობ, განზრახული ჰქონდა ყოფილი ცოლის მოკვლა.
კახა მთელი დღე ნერვიულად
დადიოდა და ელოდებოდა შვილის ჩამოსვენებას. სამძიმარს იღებდა... შუადღისთვის კოსტიუმი გაუხდია და სპორტულად ჩაუცვამს. ნათესავებს გაუკვირდათ მისი საქციელი.

მარი რომ მოასვენეს, კახას კატაფალკაში­ რომა დაუნახავს და უთქვამს, - ერთი "ტრუპიც" დავიმატეო და მისთვის თავში დაუხლია ტყვია. ამის დანახვაზე ირმას კივილი აუტეხია. კახას ორჯერ უსვრია, მაგ­რამ აუცილებია, მერე ქალისთვის თმაში წაუვლია ხელი და სამი ტყვია­ დაუხლია, მობრუნებულა და რომასთვის კიდევ ორი ტყვია უსვრია. ეს ისე თვალის დახამხამებაში მომხდარა, რომ იქ მყოფებს განძრევაც ვერ მოუსწრიათ. ფაქტის უშუალო თვითმხილველმა, კატაფალკის მძღოლმა გიორგი ბუთხუზმა გვითხრა, - უცებ ატყდა სროლა, დაბნეულმა და შეშინებულმა მანქანას შევაფარე თავი და არც დამინახავს, ვინ ისროლა და რამდენჯერო.

რომა ჯოჯიშვილი ცხინვალიდან დევნილია, მისი პირველი ცოლ-შვილი ხურვ­ალეთში, დევნილთა დასახლებაში ცხოვ­რობს.
კახა ქისიშვილზე მეტი ინფორმაციის მოსაპოვებლად გორში, მანქანების ბირჟაზე,­ სადაც კახა მუშაობდა, ეჭვმიტანილის თანამშრომლებს გავესაუბრე.

ვაჟა ბაბუციძე, მძღოლი: - კახა წეს­იერი კაცი იყო. დღე და ღამე შრომობდა.­ რა მოხდა, არ ვიცით. დილით გავიგეთ მომხდარი. მეუღლესთან დაშორების შემ­დეგ მდგმურად ცხოვრობდა, ყველასთან კარგი ურთიერთობა ჰქონდა, კონფლიქტი არავისთან ჰქონია. მასზე საყვედურის მთქმელს აქ ვერ ნახავთ.
შვილის ამბავი ადარდებდა, - ძალიან ცუდად არის, ღვიძლი კი გადაუნერგეს, მაგრამ, ეტყობა, ორგანიზმმა ვერ შეითვისაო. რამე რომ დაემართოს, გავგიჟდებიო... როგორც ვიცი, მისი ყოფილი ცოლი და შვილები ისრაელის მოქალაქეები არიან. მარიმ­ ისრაელის ჯარშიც კი იმსახურა. კახა ამ ტრაგედიამდე 2-3 დღით ადრე ვნახე, მანქანაში იწვა გასაცოდავებული, მაგრამ არ უთქვამს, შვილი რომ გარდაეცვალა.

უამრავ ტკივილიან წერილს წავაწყდი მარიამ ქისიშვილის და ირმა გაგლოშვილის "ფეისბუკის" გვერდზე. ოჯახის ახლ­ობელი წერს: "სულ ერთად იყვნენ დედა-შვილი, მარი წუთით ვერ ძლებდა უდედოდ... ირმა ტიროდა, როგორ გავძლო მარის გარეშე, ჩემი მფარველი იყო, მანუგ­ეშებელი და გვერდში მდგომიო. საწყალი გოგო წავიდა თუ არა იმ ქვეყნად, ირმა თითქოს დაუცველად გრძნობდა თავს. როგორ ვიცოცხლო მარიკას გარეშეო. არც დააცადეს საცოდავ ქალს შვილის გამოტირება"...
დედა-შვილი 13 თებერვალს დაკრძალეს.­

მთავარ ფოტოზე: გარდაცვლილი მარიამი დედასთან და ძმასთან ერთად.
თეა ხურცილავა
ლალი
17 მარტი 2016 15:05
გთხოვთ კომენტარი არ დამიბლოკოთ.1%-ითაც არ გავამტყუნებ მკვლელს.გამწარებულ კაცს რომ მეორე ქმრით მიუხვალ სახლში და თან მკვდარ შვილს მიუტან სხვა რაღას ითხოვთ იმ კაცისგან.სამძიმარი უნდა მიეღო?თავისი ცოლის მეორე ქმრისგან? ქალი ვარ და მეც იგივეს გავაკეთებდი.კარგია რომ ორივეს მოკვლა მოასწრო.
სხვა სიახლეები
7 აგვისტოს სამტრედიის რაიონის სოფელ დაფნარში 22 წლის ახალგაზრდამ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. დემურ სტურუამ გარდაცვალებამდე წერილიც დატოვა, სადაც ის პოლიციელ გოდერძი თევზაძეს ფიზიკურ ანგარიშსწორებასა და ზეწოლაში ადანაშაულებს.
დაწვრილებით...
"ჩემი ხელით გავთხრი შვილის საფლავს და მის ცხედარს პოლიციელის სახლთან მივიტან"
დაწვრილებით...
PRIME
"არ სცოდნია, რომ "ბომბორა" მოუკლავს. რომ უთხრეს, მოკალიო, გაგიჟებულა"
დაწვრილებით...
PRIME
ტერაქტის საქმე - რას წერს ჩვენებაში კონტრდაზვერვის ინფორმატორი და რას აცხადებენ დაკავებულები

ფარული ჩანაწერიდან: გაზპრომის ტრუბა მაინც დაინგრეს-მეთქი... 50 ათასს მოგცემთ ამ საქმეზეო... მთავარია, გააკეთოთ, ფული და რესურსი არ მოგაკლდებათო... ის კი დიდი ხანია მიწაში დამარხულია და დაახლოებით ერთი თვე დასჭირდება, ალბათ, მის გამოშრობას. ნესტი არ ჰქონდეს შეპარული ან რამე, ყველაფერი არის, ორი მეშოკია. ახლა მონახაზს გავაკეთებ, მერე უნდა წავიდე და ამოვიღო...
დაწვრილებით...
PRIME
"სამუშაოები გვიან ღამემდე გაგრძელდა, როგორც წყლის ზედაპირზე, ასევე წყლის ქვეშ"
დაწვრილებით...
"პატრულის ეკიპაჟი რომ მოვიდა, ეჭვმიტანილი უკვე გაქცეული იყო... ამბობდნენ, მკვლელი ნასვამი იყო და გიჟივით იქნევდა დანასო"
დაწვრილებით...
9 წლის ირაკლი ცალაგოვი კასპის სტადიონზე ფეხბურთის სათამაშოდ დედამ უმცროს ძმასთან ერთად გაუშვა.
დაწვრილებით...
ჟურნალმა "გზამ" ამ ცოტა ხნის წინ გამოაქვეყნა სტატია, რომელიც ეხებოდა ვოვა არუთინიანის ციხიდან გამოგზავნილ წერილს.
დაწვრილებით...
სასწრაფოდ! იყიდება 1.5-ოთახიანი ბინა ვაშლიჯვარში,
სასწრაფოდ ქირავდება ბინა დოლიძის 28_ე
იყიდეთ საუკეთესო ბინა ძველი
ქირავდება პატარა, მყუდრო ბინა ყიფშიძეზე.
მასალების გადაბეჭდვა/რეპროდუცირება აკრძალულია, იხილეთ მასალის გამოყენების პირობები