სამმაგ მკვლელობამდე რამდენიმე დღით ადრე დავით ბეჭვაიამ საკუთარ მანქანაში ნაღმი აღმოაჩინა?! - სასტიკი მკვლელობის დეტალები
სამმაგ მკვლელობამდე რამდენიმე დღით ადრე დავით ბეჭვაიამ საკუთარ მანქანაში ნაღმი აღმოაჩინა?! - სასტიკი მკვლელობის დეტალები
15-02-2016
"დათოს ოჯახს ნამდვილად არ უჭირდა ისე, რომ 3 ათასი ლარის გამო 3 ადამიანი მოეკლა"

10 თებერვალს, ზუგდიდის რაიონის სოფელ ურთადან გაუჩინარებული სამი მამაკაცის ძებნა გამოცხადდა. ხობელი მერაბ აბესაძე, ზესტაფონელები გიორგი ფიჩხაძე და პაატა ჩუბინიძე მცირე მეწარმეები გახლდნენ და როგორც იჯახის წევრები აცხადებდნენ, ისინი სწორედ საქმიანი შეთავაზების შემდეგ გავიდნენ სახლიდან. ახლობლების თქმით, მათ თან გარკვეული თანხა ჰქონდათ (არაოფიციალური ინფორმაციით, დაახლოებით 3000 ლარი), სწორედ ამიტომ ვარაუდობდნენ, რომ დაკარგულები შესაძლოა დაეყაჩაღებინათ, თუმცა ძნელად წარმოიდგენდა ალბათ ვინმე, რომ პოლიცია სამივეს მოკლულს იპოვნიდა.

სამართლადამცავებმა ჯერ დაკარგულების მიტოვებულ "ფორდის" მარკის მიკროავტობუსს მიაგნეს, შემდეგ მდინარე უჩაღალში ერთ-ერთი დაკარგულის მობილური ტელეფონი იპოვეს, ბოლოს კი სოფელ ნარაზენში მათ ცხედრებს მიაგნეს. მალევე დააკავეს მათ მკვლელობაში ბრალდებულიც. სამართლადამცავთა მტკიცებით, ეს ყოფილი სამართალდამცავი, ზუგდიდის რაიონის სოფელ ნარაზენის მკვიდრი დავით ბეჭვაიაა.

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა მიმდინარე წლის 10 თებერვალს, ზუგდიდის რაიონის სოფელ აბასთუმანში, ხეცერის უბანში, ანგარების მიზნით, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით თავისა და გულმკერდის არეში სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა 1970 წელს დაბადებულ პაატა ჩუბინიძეს, 1984 წელს დაბადებულ გიორგი ფიჩხაძეს და 1964 წელს დაბადებულ მერაბ აბესაძესს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამივე დაჭრილი ადგილზე გარდაიცვალა.

ერთ-ერთი მოკლულის პაატა ჩუბინიძის ოჯახის წევრების თქმით, მათ პოლიციას გადასცეს ის ნომერი, რომლითაც უცნობმა პირმა პაატა ჩუბინიძეს დაურეკა და რუხში საქონლის შეძენა შესთავაზა.

ინტერნეტში იძებნება 2010 წლის ინფორმაცია, რომელის მიხედვითაც შეიარაღებული თავდასხმა მოხდა ქართული პოლიციის საგუშაგოზე, რომელიც ოკუპირებულ სოფელ ოტობაიასთან მოსაზღვრე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ განმუხურში მდებარეობდა. სროლის შედეგად კი მძიმედ დაიჭრა ერთი ქართველი პოლიციელი დავით ბეჭვაია. როგორც ირკვევა, ეს სწორედ ის დავით ბეჭვაიააა, რომელიც ამჟამად სამი ადამიანის მკვლელობისთვისაა დაკავებული.

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ მას აღმკვეთი ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა უკვე შეუფარდა. შსს-ს ინფორმაციით, მან დანაშაული დაკავებისთანავე აღიარა, თუმცა სასამართლოზე განაცხადა, რომ უდანაშაულოა. მისი თქმით, დაკავებისას სამართალდამცავებთან ბრალი "ემოციურ ფონზე" აღიარა. ბრალდებულმა სასამართლო პროცესზე ასევე განაცხადა, რომ უვადო შიმშილობას იწყებდა.

გიორგი, ბრალდებულ დავით ბეჭვაიას მეგობარი:
- დათოს ვინც იცნიობს, ამას ვერ იჯერებს. ის არ იყო ის კაცი, 3 ათასი ლარის გამო ეს გაკეთებინა და თუ სამ კაცს მოკლავდა, ამას რაღაც სხვა, გამოუვალი მდგომარეობის გამო გააკეთებდა, მაგრამ დარწმუნებული ვარ არ დაიმალებოდა და არც აღიარება გაუჭირდებოდა.
დათოს საოცარი რამეები აქვს გადადატნილი, - მამა კარგი ხელოსანი, არათუ სოფელში, მთელ ქალაქში თითით საჩვენებელი კაცი იყო, ოჯახს არასდროს უჭირდა და 90-იან წლებში მათ ოჯახს რამდენჯერმე დაესხნენ თავს, თუმცა დათომ თავდამსხმელებს თითქმის ყოველთვის დაასწრო და ყაჩაღები დაჭრა. რაღაც პერიოდის განმავლობაში მათ ოჯახს პოლიციაც კი იცავდა. ეს ამბები ზუგდიდში ყველამ იცის... ის 2008 წლის ომის დროსაც იბრძოდა, შემდეგ კი, სპეცრაზმში მსახურების დროს, ენგურის ზოლზე, ხურჩა-ნაბაკევის მიმართულებით პატრულირების დროს, დაიჭრა, მაგრამ გადარჩა. საოცარი რამეები აქვს გადატანილი მის ოჯახს და მაშინ არ გაბოროტებულა, მაშინ
არავინ მოუკლავს, თუ არ ჩავთვლით აუცილებელი მოგერიების გამო გასროლას... ამ ყველაფრის შემდეგ, ვინ უნდა დაიჯეროს, რომ ამდენი რამის შემდეგ, სამი შვილის პატრონი 3 თასი ლარის გამო 3 ადამიანს მოკლავდა?


- თქვენ რა ვერსია გაქვს, რა შეიძლება მომხდარიყო?
- არ ვიცი, მაგრამ რასაც გამოძიება ამბობს, უბრალოდ დაუჯერებელია. დათო ყაჩაღი და მძარცველი არასდროს ყოფილა და მეცინება იმ ხალხზე, ვინც იმაზე აკეთებს აქცენტს, რომ თურმე მიშას დროს იყო სპეცრაზმში, მიშას მერეც კარგა ხანს მსახურობდა იქ... მეც ვიყავი იმ დროს სპეცრაზმში, და ჩემი მეგობრებიც, 2008 წლის ომის დროსაც ვიბრძოდით, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ პოტენციური მკვლელები ვართ. ზოგს მოვალეობა და ბოროტმოქმედება ერთმანეთში ეშლება.

- დავით ბეჭვაია იცნობდა იმ სამ ადამიანს, ვის მკვლელობაშიც ადანაშაულებენ?

- დიახ, ითქვა, რომ იცნობდნენ, მაგრამ რა ურთიერთობა ჰქონდა, ნამდვილად არ ვიცი. მის ყველა ნაცნობს და მეგობარს არ ვიცნობ. თან ერთმანეთი კარგა ხანია არ გვინახავს, თუმცა, ვიცი, რომ სპეცრაზმში დაბრუნება უნდოდა. რატომ ვერ დაბრუნდა, ან ჰქონდა თუ არა დაბრუნების პერსპექტივა, არც ეგ ვიცი.

როგორც ადგილობრივები ჰყვებიან, ამ შემთხვევამდე რამდენიმე დღით ადრე, დათო ბეჭვაიამ საკუთარ მანქანაში ნაღმი აღმოაჩინა და პატრული გამოიძახა. მეზობლების თქმით, იმდენი რამ ჰქონდა გადატანილი, შვილების გამო მუდმივად ფრთხილად იყო. "მას სამი შვილი ჰყავს, ორი გოგონა და ერთი ბიჭი. საოცრად კარგი მეუღლე ჰყავს, ქალბატონი შორენა, ზუგდიდში ცნობილი და ყველასთვის საყვარელი ექიმია... ეს რაღაც ხელწამოსკრავი ოჯახის არ არის. ამ ხალხს კარგი წარსული და სახელი ჰქონდათ ყოველთვის. აქ ბეჭვაიები ბევრი ცხოვრობენ, მაგრამ დათო ყველასთვის ძალიან საიმედო ადამიანია...რა უნდა გვეთხოვა მისთვის, რომ უარი ეთქვა",- ამბობენ ნარაზენის მცხოვრებლები, რომელთაც გამოძიების ვერსიის არ სჯერათ.

გამოძიების ვერსიის კატეგორიულად არ სჯერა მის მეუღლეს, შორენა სონღულიასაც:
- ადვოკატმა სასწრაფოდ შედგენილ საქმეში ძალიან ბევრი უზუსტობა აღმოაჩინა, ამიტომ, სრული საფუძველი გვაქვს, გამოძიებას არ ვენდოთ... არის რამდენიმე ეჭვი, რომელსაც პროფესიონალური და ობიექტური გამოძიება სჭირდება. სხვა თუ არაფერი, მე ხომ ვიცი, რომ იარაღი, რომელიც ვითომ შემთხვევის ადგილზე ამოიღო გამოძიებამ, დათომ რამდენიმე წლის დაკარგა გაურკვეველ ვითარებაში და ამის შესახებ შესაბამის უწყება საქმის კურსში ჰყავდა ჩაყენებული. მას იურიდიული განათლება ჰქონდა მიღებული და ასეთი რამეები საკმაოდ კარგაც იცოდა... არსებობს სხვა დეტალებიც, მაგრამ ჯერჯერობით ამააზე ლაპარაკი არ მინდა. დათომ უვადო შიმშილობა გამოაცხადა, რადგან როგორც თქვა, მას ბრალი ზეწოლის შედეგად აღიარებინეს, მის ოჯახს ემუქრებოდნენ.

ლალი პაპასკირი (სპეციალურად საიტისთვის)






ნინო
25 მაისი 2016 11:26
რახანია ვადევნებ თვალს ბეჭვაიას საქმზე გამოძიებას და რას ვხეფავ არც ერთი მოწმე, არც ერთი სამხილი. აღარც ანაბეჭდები აღარ აქვთ. მხოტ დატელეფონო ამობაწერი, რომ დარეკა. მხოლოდ ამის გამო შეიძლება ადამიანი ამდენ ხანს გამოკეტო. ვერაფერა ვერ უმტკიცებენ. აბა ერთი რა უნდა დაუმტკიცონ როცა უდაბაშაულოა. რას მიაღწევენ ერთი როგორ მაინტერესებს.დარწმუნებული ვართ ჩვენ ყველანი, ვინც დათოს და მის ოჯახს ვიცნობთ რომ პროკურატურაც მიხვდა რომ და5ო უდანაშაულოა.უბრალოდ დრო გააქვთ.ჰოოდა ძან კარგი. ამასობაში9თვეც გავა და არჩევნებიც კარზეა მომდგარი და ამდენი უსამართლობის ფონზე წაიღებს გაღმა მარილს ეს მთავრობა და მისი პატარა უსუსური ჩინოვნიკებიიიი
ოთო
24 მაისი 2016 21:24
ამას წინათ ყური მოვკარი საუბარს, თურმე ბეჭვაიას შარვალზე რაღაცა კვალი მიჯრობული ზომის ნაწილაკები იყოო სისხლის. ძალიან აგრესიულად ჯი გამოიყურებოდნენ ბატონი პროკურორი და დეტეკტივი. მთელმა საქართველომ ნახა ჯადრები შემთხვევის ადგილზე რიმ შეიყვანეს კაცი.მერე ის ტანსაცმელი გახადეს და გააგზავნეს ექსპერტიზახე. ატა-რა? ეს კსდტები ინტერნეტზე არის, ჟურბალებშიც არის და შემთხვევის ადგილზე კაცი რომ შეიყვანეს რაზე მიაკიდებინეს კიდევ ხელი ვინ იცის... ვაი და ვუი ასეთ პატარა ჩინოვნიკებს, რომეკთა გონების ჰორიზონტი და ხმის დიაპაზონი მხოლოდ იმით შემოიფარგლება, როგორ შეკერონ საქმე. თქვენი აგრესია თქვენვე დაგიბრუნდებათ.იმდენ უარყოფით ენერგია აგროვებთ კოსმოსში, რომ უკან ბუმეტანგივით დაგიბრუნდებათ და ოჯახები ყველას გყავთ და რაც თქვენ მაწყევრები გყავთ უსულ-გულო ჩინოვნიკებს, რომ საერთოდ როგორ გძინავთ.უფლის არ გეშინიათ. დადგება ბეჭვაიას გამამართლეველი გაბაჩენი და მაშინ თქვენს კაცობას რა ვუთხარი მე.თქვენ თუ ვაჟკაცები და პროფესიონალები ხართ გამოიძიეთ ნორმალურად და ზღაპრების მოყოლას შეეშვით.45ვეა ბოდიალობთ და ერთ ადგილზე ტკეპნით მიწას.ახალი ვერაფერი შემატეთ ამ საქმეს.დათოს გამართლებას და მის გა5ავისუფლებას ველიდებით.სხვა გზა ამათ უბრტ არ აქვთ.თიტემ საარჩევნოდ ექნება ამ მთავიბას გრიგალი სამეგრელოში.... დავიღალეთ...იზეიმოს მართლსაჯულებამ...სირცხვილია ბოლო-ბოლი.....
სხვა სიახლეები
"მინდა, მისი მისი ფოტო მოგაწოდოთ, სადაც მასთან­ ერთად მოტყუებული სამი დაქალი ვართ. დიანა მარცხნიდან პირველია. მითხრეს, ახლა აღმოსავლეთ საქართველოს სოფლებში დადის და მოსახლეობას დუბაიში დასაქმებას ჰპირდებაო"
დაწვრილებით...
PRIME
მაშველებმა მდინარეში ჩაძირულ ავტომანქანას იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე მიაგნეს
დაწვრილებით...
"რუსები მუდმივად აგრესიას გამოხატავენ როგორც აქეთ გადმომსვლელი აფხაზების, ასევე, ადმინისტრაციულ საზღვარზე მოძრავი ქართველების მიმართ..."

"გიგა პირველად არ გადადიოდა გალში, მას როგორც აფხაზებთან, ისე რუსებთან ურთიერთობის გამოცდილება ჰქონდა..."
დაწვრილებით...
არსებული ინფორმაციით, ხურჩა-ნაბაკევის ადმინისტრაციულ საზღვართან, საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, რუსმა ე.წ. მესაზღვრემ, გალის რაიონიდან დევნილი, 1986 წელს დაბადებული გიგა ოთხოზორია მოკლა.
დაწვრილებით...
58 წლის ელზა გელაშვილს ოჯახის წევრები და ახლობლები 2 დღე და ღამე უშედეგოდ ეძებდნენ. მოგვიანებით ქალის ცხედარი ქალაქ სიღნაღიდან მოშორებით, სოფელ ერისიმედის ტერიტორიაზე, მდინარის ნაპირას იპოვეს. ქალს საფეთქელთან ბლაგვი საგნით ჰქონდა ჭრილობა მიყენებული.
დაწვრილებით...
ახალგაზრდის დახმარება მეგობრებმა სცადეს, თუმცა წყლიდან მისი გამოყვანა ვერ მოახეხეს.
დაწვრილებით...
"საშინელება ტრიალებდა, აქაურობა პანიკამ მოიცვა, დედები ბავშვებს მიარბენინებდნენ და კიოდნენ. ირაკლის მეუღლე ყვიროდა, - მიშველეთ, მომეხმარეთ, საავადმყოფოში წამაყვანინეთ, იქნებ, გადარჩესო"!
დაწვრილებით...
ე.წ. კაბელების საქმეზე 2014 წლის 28 ოქტომბერს თავდაცვის სამინისტროს 5 მაღალჩინოსანი - ნუგზარ კაიშაური, დავით წიფურია, არჩილ ალავიძე, გიორგი ლობჟანიძე და გიზო ღლონტი სახელმწიფოს კუთვნილი 4 102 000 ლარის გაფლანგვის ბრალდებით დააკავეს.
დაწვრილებით...


"არასოდეს ყოფილა­ მსოფლიო ასე განდგომილი უფლისაგან"

"მითხრა, სისხლის დალევა ძალას­ მმატებსო"
დაწვრილებით...
სოსო ცისკარიშვილი: "რომ ვიცოდე, ვინ დგას მსგავსი რეკლამებისა თუ მესიჯების უკან, თავს გავუტეხდი"

"ონლაინკაზინოების ბადეში გახვეულ თანამედროვე ელიოზებს საკუთარი თავისთვის სასიკვდილო განაჩენი გამოაქვთ"
დაწვრილებით...
სასწრაფოდ! იყიდება 2-ოთახიანი 37კვ.მ უცხოვრებელი,
ქირავდება ბინა, ბინაშია ყველაფერი, პირველადი
ქირავდება დღიურად! კეთილმოწყობილი ბინა საბურთალოს
სააწრაფოდ! იყიდება კორპუსის ბინა ორთაჭალაში
მასალების გადაბეჭდვა/რეპროდუცირება აკრძალულია, იხილეთ მასალის გამოყენების პირობები