"მაგდა პაპიძემ ურო მწოლიარე მეუღლეს ჩაარტყა" - რას წერდა ქმარ-შვილის მკვლელობაში ბრალდებული დღიურში
"მაგდა პაპიძემ ურო მწოლიარე მეუღლეს ჩაარტყა" - რას წერდა ქმარ-შვილის მკვლელობაში ბრალდებული დღიურში
19-02-2016
ქმარ-შვილის მკვლელობაში ბრალდებული მაგდა პაპიძის საქმის მასალაების ნაწილი პროკურატურამ გაასაჯაროვა. შუალედური გამოძიების მასალების მიხდევით:

გამოძიებამ იმ საცხოვრებელ კორპუსთან, სადაც მკვლელობები მოხდა, მდებარე ნაგვის ურნიდან ამოიღო დანაშაულის იარაღი - დიდი ზომის ჩაქუჩი, ე.წ. ურო.  პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ: დნმ-ის ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, უროს სხვადასხვა ნაწილზე აღმოჩნდა ომარ ქაფიაშვილის სისხლი, ხოლო უროს ტარზე აღმოჩნდა მხოლოდ მაგდა პაპიძის ბიოლოგიური მასალა - დნმ,  რაც ადასტურებს, რომ ურო სწორედ მაგდა პაპიძემ ჩაარტყა თავში მწოლიარე მდგომარეობაში მყოფ მეუღლეს, რაზეც ასევე მიუთითებს ნაგვის ურნიდან ამოღებული ომარ ქაფიაშვილის სისხლით გაჟღენთილი ბალიში.

ავეჯზე წაშლილი სისხლის კვალი

ნაგვის ურნიდან ამოღებული იქნა გამოძიებისთვის მნიშვნელოვანი სხვა ნივთმტკიცებებიც: ომარ ქაფიაშვილის სისხლით დასვრილი ზეწარი, პირსახოცი, სხვადასხვა საოჯახო ნივთი, ტანსაცმელი, მუყაოს კოლოფები, წიგნები და რვეულები, ანუ ყველა ის ნივთი, რომელიც ოთახში ომარ ქაფიაშვილის მკვლელობის დროს დაისვარა სისხლით. აღნიშნული ნივთები, კვალის წაშლის მიზნით, სანაგვე ურნაში ბრალდებულმა მაგდა პაპიძემ გადაყარა.
ფრაგმენტი მაგდა პაპიძის დღიურიდან

გამოძიების დაწყებიდან მალევე დადგინდა, რომ დანაშაულის იარაღი - ურო მაგდა პაპიძემ მაღაზიაში სწორედ დანაშაულის ჩადენის დღეს შეიძინა, რასაც ადასტურებს როგორც მაღაზიის გამყიდველის ჩვენება და ამოცნობის ოქმი, ასევე ამოღებული ვიდეოჩანაწერი, სადაც ჩანს თუ როგორ გადაადგილდება მაღაზიიდან გამოსული მაგდა პაპიძე უროთი ხელში შვილთან - 5 წლის თორნიკესთან ერთად. (იხ. ვიდეოჩანაწერი)
მეუღლისა და შვილის მკვლელობის ჩადენის შემდეგ, მაგდა პაპიძე შეეცადა კვალის წაშლას, კერძოდ, გაწმინდა იატაკი, ავეჯი, ნაგვის ურნაში გადაყარა სისხლიანი ნივთები და გვერდით მცხოვრები დედამთილის საცხოვრებელ ოთახში არსებულ სარეცხის მანქანაში გარეცხა სისხლით დასვრილი იმ დივანის გადასაფარებელი, რომელზეც თავში უროს ჩარტყმით მოკლა მწოლიარე მეუღლე. აღნიშნული გარემოება დადგენილია დედამთილის დარეჯან(ლილი) მინდიკაურის ჩვენებებით და მასთან სტუმრად მყოფი მოწმეების - ირინა მარქაროვის და ალა მარქაროვის ჩვენებებით, რომლებიც
ადასტურებენ, რომ პაპიძემ დედამთილის ოთახიდან რამდენჯერმე გაიტანა "ტოლჩით" წყალი, ხოლო შემდეგ სარეცხის მანქანაში ორჯერ გარეცხა სარეცხი, მათ შორის დივანის გადასაფარებელი, რა დროსაც წყალმა ფერი იცვალა და გახდა მოვარდისფრო-მოწითალო ფერის".


მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, ქმრისა და შვილის მკვლელობის მომენტში ბრალდებული მაგდა პაპიძე  შერაცხადი იყო და აფექტის მდგომარეობაში არ იმყოფებოდა.

იხილეთ პროკურატურის განცხადება სრულად

იხილეთ ფოტოები მაგდა პაპიძის სისხლის სამართლის საქმიდან

იხილეთ ვიდეო
თათკა
03 მარტი 2016 00:19
ამ ქალს სამუდამო პატიმრობა უნდა მიუსაჯონ, ყველა მტკიცებულება იმაზე მეტყველებს რომ მაგდა დამნაშავეა. მაგ გოგო არანორმალურია. შეიძლება ქმარი ეძიძღებოდა და გააზრებულად მოკლა. მაგრამ შვილი როგორ გაიმეტა. მთელი ცხოვრება ციხეში უნდა იჯდეს.
eshmakuna
28 თებერვალი 2016 22:24
კიდევ ერთი შეთითხნილი საქმე :(
სხვა სიახლეები
ჟურნალმა "გზამ" ამ ცოტა ხნის წინ გამოაქვეყნა სტატია, რომელიც ეხებოდა ვოვა არუთინიანის ციხიდან გამოგზავნილ წერილს.
დაწვრილებით...
ამ დრომდე უშედეგოდ გრძელდება შავ ზღვაში დაკარგული ორი ახალგაზრდის ძებნა. რამდენიმე დღეა, ქართველ მაშველებს თურქეთიდან გამოძახებული ბრიგადა ეხმარება, მაგრამ იაგო შარაძისა და გიორგი ნანეტაშვილის ცხედრებს ვერ პოულობენ.
დაწვრილებით...
რუსეთის ქალაქ კრასნოდარში უცნობი პირი ცნობილ ქართველ ბიზნესმენს, მინდია გულუას თავს დაესხა. ადგილობრივი მედიის ცნობით, შეიარაღებულმა მამაკაცმა ცეცხლსასროლი იარაღით ქართველი ბიზნესმენი დაჭრა.
დაწვრილებით...
"საქმეში დევს მასალები, რომლის თანახმადაც, ვარაუდობენ, რომ სამი ბრალდებული ვაჰაბიზმის მიმდევარია"
დაწვრილებით...
გონიოში დაკარგული ორი ჯარისკაცის საქმის გამოძიებაში იკვეთება გარემოებები, სადაც ნათლად ჩანს დანაშაულის ნიშნები,
დაწვრილებით...
საქართველოში ტერაქტის მომზადების საქმეზე დაკავებულთაგან ერთ-ერთი ხშირად ჩადიოდა უკრაინაში,
დაწვრილებით...
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა საქართველოში ტერორისტული აქტი აღკვეთა. როგორც უწყებაში გამართულ ბრიფინგზე ითქვა, გამოძიებით დადგენილია, რომ საქართველოს 5 მოქალაქე სოფელ საგურამოს მიმდებარე ტერიტორიაზე, მდინარე არაგვზე გამავალი რუსეთ-სომხეთის დამაკავშირებელი გაზსადენი მილის ღია მონაკვეთზე აფეთქებას ამზადებდნენ.
დაწვრილებით...
"რითი განსხვავდება თეთრ ხალათში გამოწყობილი ფარმაცევტი იმისგან, ვინც გარეთ ჰეროინს ყიდის?"

ფსიქოტროპულ პრეპარატებს აძლევენ ბავშვებს ისე, რომ ხელი არ უკანკალებს არავის... შედეგად, პაციენტების უმრავლესობა აბსოლუტურად შეურაცხადი ხდება...
დაწვრილებით...
PRIME
რატომ დააკავეს კრიმინალური პოლიციის უფროსი

ზუგდიდში ნარკოტიკის შეძენა პრობლემას არ წარმოადგენს. აფხაზეთიდან შემოაქვთ წამალი. ეს ყველამ იცის, მაგრამ არავინ აქცევს ყურადღებას. დამნაშავეებს ხელს უწყობენ თავად პოლიციელები. ახლა ვის დასჭირდა სურმავას დაკავება, ­არ ვიცი, მაგრამ ფაქტია, აქამდე ეს პრობლემა არავის აწუხებდა...
დაწვრილებით...
PRIME
ქირავდება ახალგარემონტებული, უცხოვრებელი 2 ოთახიანი
იყიდება საბურთალოზე (მოდულის წინ), ახალაშენებული
სასწრაფოდ! იაფად იყიდება სახლი ბორჯომში,
ქირავდება ან იყიდება 65 კვ.მ
მასალების გადაბეჭდვა/რეპროდუცირება აკრძალულია, იხილეთ მასალის გამოყენების პირობები