"თავიდან არ მჯეროდა, რომ მაგდა ამ საშინელების გამკეთებელი იყო" - რას ამბობს მოკლული ომარ ქაფიაშვილის დედა
"თავიდან არ მჯეროდა, რომ მაგდა ამ საშინელების გამკეთებელი იყო" - რას ამბობს მოკლული ომარ ქაფიაშვილის დედა
26-02-2016
"მაგდას ჩანაწერი მართლაც მე ვიპოვე. მას ექსპერტიზაც ჩაუტარდა და დადგინდა, რომ მისი ხელწერაა"

რამდენიმე დღის წინ, მეუღლისა და 5 წლის შვილის მკვლელობაში ბრალდებული მაგდა პაპიძის საქმეზე მთავარმა პროკურატურამ გამოძიების შუალედური შედეგები გაასაჯაროვა. გავრცელებულ მასალას თან ერთვის მოწმეთა ჩვენებები, ნივთმტკიცებულებათა ფოტოები და ექსპერტიზის დასკვნები. ბრალდების თანახმად, მაგდა პაპიძემ თავის არეში მკვრივი ბლაგვი საგნის - უროს ჩარტყმით მოკლა მეუღლე ომარ ქაფიაშვილი და გაგუდა მცირეწლოვანი შვილი თორნიკე ქაფიაშვილი, რის შემდეგაც შეეცადა დანაშაულის კვალის წაშლას.

პროკურატურა მაგდა პაპიძის წინააღმდეგ ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მტკიცებულებად ბრალდებულის ჩანაწერი გაავრცელა, რომელიც ხელწერის ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, თავად პაპიძის მიერაა დაწერილი...

"ურო (ნაჭრით გახვეული), პარკები დიდი, გახსნილი, გამზადებული. პროსტინა გამზად. პირსახ. გამზად. წყალი გავსებული ტოლჩა, ჩაინიკი. ტანსაცმელი გაუმზადო ორივეს. გავიმზ. ტანსაცმელი. სიდენიებს გადავაფარო შავი დიდი პარკები", - ვკითხულობთ პროკურატურის მიერ გავრცელებულ ფრაგმენტში.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მაგდა პაპიძის ჩანაწერი, ე.წ. სამოქმედო გეგმა, მის ოთახში პირველად დედამთილმა, ლილი მინდიკაურმა იპოვა და გამოძიებასაც მან გადასცა. "კვირის პალიტრა" ქალბატონ ლილის დაუკავშირდა:

ლილი მინდიკაური, ომარ ქაფიაშვილის დედა:

- მაგდას
ჩანაწერი მართლაც მე ვიპოვე. მას ექსპერტიზაც ჩაუტარდა და დადგინდა, რომ მისი ხელწერაა. ეგენი (იგულისხმება პაპიძის ოჯახის წევრები) ბევრ ტყუილს ამბობენ და არც მაინტერესებს, რამდენ უაზრობას იტყვიან. მთავარია, ეს დეტალი დამოწმებულია და მისი კალიგრაფიაა. სხვა არავინ შევიდოდა მის ოთახში და არავინ დაწერდა და დატოვებდა ჩანაწერს. ფურცელი ბავშვის ზღაპრების წიგნში იყო ჩატოვებული და იქ ვიპოვე.

თავიდან არ მჯეროდა, რომ მაგდა ამ საშინელების გამკეთებელი იყო, თქვენ წარმოიდგინეთ, მართლა არ მჯეროდა, და როცა დააკავეს, მის ჯანმრთელობაზეც კი ვზრუნავდი.

2-3 დღის შემდეგ ჩემთვის ყველაფერი ნათელი გახდა. ამბობენ, რადგან დიაბეტი ჰქონდა, თითქოს იმან გამოიწვია აფექტი და მისი ეს ქმედება, მაგრამ მაგდა მშვენივრად აზროვნებდა და კარგადაც იყო. მისი და ამბობს, აწეული ჰქონდა შაქარიო, არაფერი არ ჰქონდა აწეული, იმ საღამოს მშვენიერ აზრზე იყო, ჩემს ოთახში შემოდიოდა და სისხლიან ტილოებს რეცხავდა სარეცხ მანქანაში. მეტს ვერაფერს ვეღარ გეტყვით, ყველაფერი გაირკვევა.

იხილეთ სრულად
ჰმმ ფხიზელი ხარ?
13 მარტი 2016 16:37
ხო, სერიული მკვლელი შეუვარდა მაგდას სახლში, დაუხოცა ქმარ-შვილი... და მაგდა სახლში იყო და იმან ვერაფერი დაინახა? თუ ოღონდ მეც არ მომკლაო და კვალს წავშლიო და სისხლის მორეცხვა დაიწყო??? ეს ის შემთხვევაა, ქალი რომ "ავარდება" და საკუთარი "მოთხოვნილების" დასაკმაყოფილებლად მზადაა ყველაფრისთვის. იმის დანახვაც არ უნდა, რომ ხშირ შემთხვევაში მათ უბრალოდ იყენებენ. მაინტერესებს ერთი რამდენჯერ მივა "მისი" ოთო მის სანახავად და სანუგეშოდ?
ჰმმ
07 მარტი 2016 10:56
Saqartveloshi seriuli mkvleli dadis romelic klavs bavshvebs damshoblebs bavshvebtan ertad. Am ukanasknel periodshi bevri bavshvi daigupa.sigma tavi camoixrcho sogic gadmoxta.axla bavshvebs klaven mshoblebtab ertad. Ar dablokot
სხვა სიახლეები
ადვოკატ ლედი ტუკვაძის ინფორმაციით, კანონიერი ქურდი ტარიელ (ტარას) ფოცხვერია, თურქეთის კლინიკაში გარდაიცვალა. იგი 2016 წლის ივნისში სასამართლომ პატიმრობიდან გაათავისუფლა, თუმცა ძალოვანთა პოზიცია კატეგორიული იყო, ისინი მოითხოვდნენ მას ქვეყანა დაეტოვებინა.
დაწვრილებით...
პროკურატურამ ახალაიას და მის ექსხელქვეითებს ახალი ბრალი წაუყენა

"კადრებში ასახულია 2011 წლის 26 მაისს თუ როგორ გასცემს დანაშაულებრივ ბრძანებას დავით ახალაია, რომელიც ითხოვს რუსთაველის გამზირზე შეკრებილი ყველა მომიტინგის დაკავებას და სანაცვლოდ მის თანამშრომლებს ჰპირდება მაღალ პრემიებს"
დაწვრილებით...
"ეს ადამიანები ებრძოდნენ დანაშაულს და დღეს ციხეში არიან. დღეს ზეიმობს დამნაშავეთა სამყარო, უზნაძემ მოატყუა პოლიცია
და ამით სახელმწიფო ინტერესები ზარალდება"

გიორგი კაჭარავა: "ჩემი შეურაცხყოფაა, რომ დღეს მე თურმე ქრთამისტი ვარ... ბესიკ უზნაძემ ორმაგი თამაში ითამაშა და ჩვენ დაგვაკავეს, ის არის მორფინისტი,­ ავადმყოფი ადამიანი..."
დაწვრილებით...
"ვერ გაიგო კაცმა, რატომ აეკრძალა ცოლ-შვილის ნახვა და აღელვებულმა გადაისხა ბენზინი"
დაწვრილებით...
"დემურის წერილი 7 აგვისტოს, 8-ის 10 წუთზეა დაწერილი და ჩემს დასთან მესიჯიც ამ დროს არის გაგზავნილი. პროკურატურას ის რვეულიც აქვს, საიდანაც დემურმა ფურცელი ამოხია და საწერი კალამიც"
დაწვრილებით...
გასულ კვირას ხობის ერთ-ერთ სოფელში ოჯახური კონფლიქტი ტრაგედიით დასრულდა - ისრაელიდან მეუღლესა და შვილებთან ერთად საქართველოში ჩამოსულმა არაბმა, 53 წლის იოსეფ ამარმა, მეუღლის მშობლების სახლის წინ ბენზინი გადაისხა და თავი დაიწვა. მისი გადარჩენა სცადეს, თბილისში, დამწვრობის ცენტრში გადმოიყვანეს, მაგრამ...
დაწვრილებით...
თავდამსხმელები შეიარაღებულები იყვნენ
დაწვრილებით...
14 სექტემებერს, საღამოს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქუთაისის კრიმინალური პოლიციის უფროსი გიორგი კაჭარავა დააკავეს.
დაწვრილებით...
სასტუმრო "ელიტ ლუქსი " გთავაზობთ
ქირავდება ბინა შარტავას ქუჩაზე. ბინა
იყიდეთ საუკეთესო ბინა ძველი იპიდრომის
მხოლოდ 25 სექტემბრამდე. იყიდება 103
მასალების გადაბეჭდვა/რეპროდუცირება აკრძალულია, იხილეთ მასალის გამოყენების პირობები